Monday, August 9, 2010

რეპორტაჟის ანალიზი გვანცა დარასელიას ქორწილიდან

  • "მამაჩემმა ვახო რომ გაიცნო, მითხრა, ხუთიანი შენო" (c) გვანცა დარასელია.

ამ თემას არასდიდებით არ მივუბრუნდებოდი, რომ არა ჩემი ბლოგის ვიზიტორების თავგადადებული სურვილი, აქ მოეძებნათ გვანცას ქორწილის ვიდეო. გარდა ამისა, სულ რამდენიმე წუთის წინ, ამ ქორწილიდან, ხელში ჩამივარდა ისეთი რეპორტაჟი, რომ ჩემი მხრიდან ამის არგამოყენება დანაშაული იქნებოდა.

ციტატები მინდა მოგიყვანოთ ჩანაწერიდან:

1. ჟურნალისტი:  როცა ნეფე–პატარძალმა საბოლოოდ შეჰფიცეს ერთმანეთს სიყვარული და ერთგულება, ტრადიციული კოცნაც აჩუქეს, ჭერიდან ბრჭყვიალა კონფიტი ჩამოიყარა და ცერემონიალი გამაყრუებელი ტაშით დაგვირგვინდა. 

ვასასი: კოცნა იყო მხურვალე. განსაკუთრებით, სიძე ვეღარ ითმენდა (ფოტოზეც ჩანს ეს გზნება). კონფიტი კანფეტის (თუ კამფეტის) სვეცკური ვარიანტია თუ ასე ჰქვია და ჩემამდე, როგორც ბატონიან და დაჩაგრულ გლეხამდე ვერ მოაღწია?

2. ჟურნალისტი: გვანცა დარასელიას თეთრი კაბა პარიზიდან ჩამოტანილი ნაჭრით შეკერა დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ. პატარძალი კომფორტულად გრძნობდა თავს თეთრ კაბაში და გვითხრა, რომ ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორზეც ოცნებობდა. ფატაც ექსკლუზიურად ამ კაბისთვის შეიქმნა.

ვასასი: ესაა სამართალი?! დარასელია პარიზში ნაყიდი ნაჭრით თავართქილაძის კაბაში გამოპრანჭული უნდა დადიოდეს და მე და ჰექსეს ბიჭოლასთან ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრით შეკერილი ბალიშის ფულიც არ უნდა გვქონდეს??

3. გვანცას დედას - ნატო ღეჩუაშვილს წითელი, სექსუალური კაბა სცმია თურმე. ჟურნალისტი დაინტერესდა, ვისთან შეიკერა დედამ კაბა. დედების ამბავი ხომ იცით? ოღონდ ბავშვს არაფერი მოაკლდეს და რამე, ჰოდა, ამ პრინციპით, ქალბატონ ნატოსაც, სხვებს რომ არ გაეგოთ, ჟურნალისტისთვის ყურში ჩაუჩურჩულებია,  კაბა ვინმე დიზაინერ ეკასთან შევიკერეო. ჟურნალისტი აქ წყვეტს გვანცას დედაზე საუბარს. სავარაუდოდ, მოტივი შემდეგია: ფუჰ, გოიმი!

4. გოიმი სიდედრიდან ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანთან გადაინაცვლა, რომელიც პატარძალივით თეთრებში ყოფილა გამოწყობილი და, რომ არა მშობიარობის შემდეგ დარჩენილი, ჯერ ვერმოუშორებელი ცელულიტები, დედოფლის დაჩრდილვას მოახერხებდა. ამ საუბრიდან ვიგებთ, რომ ნანუკას და მის ქალიშვილს დათუნა სულიკაშვილის შეკერილი კაბები აცვიათ, ხოლო ნანუკამ არ იცოდა, რა აჩუქა გვანცას, რადგან მისმა მეუღლემ, როგორც სიძის უახლოესმა მეგობარმა და მეჯვარემ (ეს სიტყვები ჟურნალისტმა 3-ჯერ ახსენა რეპორტაჟში), თავად გადაწყვიტა საჩუქრის რაობა. დაბნეულმა ნანუკამ ქმარს დაურეკა და ჟურნალისტისთვის საჩუქრის გამხელის ნებართვა ითხოვა. საბოლოოდ, ეს ბეჭედი აღმოჩნდა. სხვათაშორის, ნეფე-პატარძალი ერეკლე კოდუას თეთრი მერსედესით მოძრაობდა, სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული, თუ ვის ეკუთვნოდა იგი.

4. კოდუა-ჟორჟოლიანის წყვილის საქორწინო საჩუქრის შემდეგ ნინო არაზაშვილთან გადავინაცვლეთ. საწყალი, გოგოს გათხოვება ისე განიცადა, რომ სახლში რაც მოხვდა, გამწარებულ გულზე ის ამოიცვა და შარვლით მოვიდა. კიდევ კარგი, ჩვენი პრეზიდენტივით ჩუსტები არ აქვს, თორემ, ”რუსთავი 2”ს, თავი რომ ჰქონოდა, მოჭრიდა.

5. სამაგიეროდ, ამერიკიდან გამოგზავნილი კაბა ეცვა თამთა ჭელიძეს, რომელიც წითელკაბიანი ქალბატონი ნატოს უახლოესი დაქალი ყოფილა (აქვე შეგახსენებთ, რომ ნატო გვანცას დედაა).  

6. ამერიკიდან გამოგზავნილი კაბა ეცვა ნინო ცქიტიშვილსაც (ნეტა ეს ვინ არის, ჰა?), თან, როგორც ჟურნალისტმა თქვა, ბოლო დროს ნინო სულ დახვეული თმით ჩნდება (ეტყობა, ამინდების ბრალია). ნინოს და ვატოს (ნინოს ქმარია ეტყობა) წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი უჩუქებიათ (ჟორჟოლიანო, ისწავლე, როგორი უნდა იყოს ცოლი, საჩუქრითაც ინტერესდება და სხვა რამეებითაც). 

7. ბოლო ინტერვიუ ნეფე-პატარძალთანაა. კითხვაზე, როდის აპირებთ დედობას, გვანცა წითლდება და მეუღლეს მორცხვად ასცქერის, ვახო მჭედლიძე კი ჟურნალისტს აიმედებს: 
- როგორც ქართულ ოჯახს შეეფერება, ისე გავაკეთებთ ყველაფერს!
რის შემდეგაც კონკრეტდება, რომ ამ ყველაფრის კეთება დაიწყება პრაღაში, ვენასა და ნიცაში.

რეპორტაჟი სრულდება ჟურნალისტის გულმხურვალე სურვილით:

ბედნიერ მოგზაურობას და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას გისურვებთ!

რეპორტაჟს უძღვებოდა ჟურნალისტი ანა ნოდია. ის ჩემთვის ყოველთვის ჟურნალისტობის მაგალითი იქნება ისევე, როგორც ბეჭდური მედიის ეტალონებია ”თბილისელები”, ”სარკე”, ”რეიტინგი”, ”გზა”, ”სითი” და სხვა მრავალი. 

P.S. :+30თითიდანგამოწოვილითემა:

ჰმ..


21 comments:

Gio Rgashvili said...

გამაბრიყვე და სანა.გეზე დამაკლიკვინე :/

ჰო, სტატიის ავტორისეული შეფასება მშვენიერია. მმომეწონა - ‎+30თითიდანგამოწოვილითემა:

:დდ

ჰექსე said...

ნინო ცქიტიშვილი არ იცი ვინა არის?
მოდელია - ჰო ვიცი რომ ეს სიტყვა არაფერს გეუბნება, საქართველოში ხომ ყველა მოდელია :)

ამიტომ განვმარტავ ნინო ცქიტიშვილი ნიკა ცქიტიშვილის დაა
:)
ნიკა ცქიტიშვილი კალათბურთელია
სხვათაშორის ამას წინათ მაგის ქორწილიც დიდი ზარ-ზეიმით გააშუქა პ.ს.-მ და იქვე ისიც აღნოშნა რომ ნიკას მეუღლე შეურჩია დედამ ადნაკლასნიკის მეშვეობით.
ეს რომ გავიგე გულწრფელად გითხრა ლამისააა კომპიუტერს ვეცი და ადნაკლასნიკზე დავრეგისტრირდი, თუმცა მერე გადავიფიქრე ნიკა უკვე დაკავებული იყო და :)

ნინო კარგი გოგოა თუმცა ძმის ქორწილში საკმაოდ ცუდი კაბა ეცვა, თუმცა ისისც პარიზიდან ყოფილა თურმე ჩამოტანილი.
სულ არაფერი გამეგება ამ მაღალი მოდის :)

vasasi said...

ჰექსე: მაგიტომაც არ გვაქვს ბიჭოლას კაბები და საცოდავად დავდივართ წელიწადში ერთხელ ბაზრობებზე..

:ს

Roisin said...

კონფიტი ეს ალბათ რუსული КОНФЕТТИ-ა ხო?იმედია ბარამბოს არ დააყრიდნენ თავზე...)))))

lasharela said...

ვასასიკო შენ ყველაფერი წინგ აქვს და ასე გააგრძელე (ჰექსემაც) მაგრამ მე უვკე დამღალა მაგათზე საუბარმა... ვეღარ ვკაიფობ მაგათზე კაიფით (სხვანაირი ფორმულირებაც მოფიქრებადია ალბათ)...

სადმე მთაში, ბუნებაში..წინ ლამაზი ხელი...და თავზეც დაუმხიათ თეთრი მერსედესები, ევროპიდან ჩამოტანილი საჩუქრები, თითიდან გამოწოვილი დიზაინერები და ტრაკშიც გაუტენიათ ბიჭოლას შეკერილი ბალიშები... (სიმართლის დროში კითხეს ისე მაგას ბალიში სიამოვნებას ანიჭებს თუ ვერა? არ მინახავს გამომრჩა)

აი ასე... მთა და სიწყნარი...აი რა მინდა...

gijmaj said...

ნუ მოკალი სლოკინით ტრადიციული ყვითელი ნეფე-პატარძალი, თორემ როგორც ქართულოჯახს შეეფერება ისე რომ ვერ ქნან ყველაფერი, მერე რას იზამ? :)))

vasasi said...

gijmaj : მე რა, იდარდონ სათითაოდ.
ერთმანეთს დააბრალებენ უშვილობას და ამ დროს მე ვიქნები დამნაშავე..

ვეე...

:დ

unaamarga said...

კონფიტი არის ის ბრჭვიალ-ბრჭყვიალები საზეიმო მომენტებში რომ იყრება ხოლმე! ასე ქვია და ამ კონკრეტულ შემთხვეაში სვეცკობა არაფერ შუაშია.არც კანფეტი და კამფეტიც.

vasasi said...

unaamarga: უჰ, შენ გაიხარე, ნამდვილად არ ვიცოდი, არადა, ამაზე ფიქრით სიმწრით ორი ღამე არ მიძინია...

ibzzz said...

ჰაჰაჰჰ.. რა ვიხალისე! სიმართლე გითხრა, პირველად ვარ ამ ბლოგზე და სათაური რომ ვნახე, არც ვიცოდი რა ტიპის პოსტს წავიკითხავდი.. ფოტოს როგორც კი შევხედე (გონზე არ ვიყავი ზედ ვინ კოცნაობდნენ), ვიფიქრე, ამ კაცს რა გულგრილი სახე აქვს-მეთქი.. ყველაფერზე ფიქრობს კოცნის გარდა.. :)

Annie said...

ხუთიანი ანა ნოდიას :|

Kate said...

აუ აი შენ და ჰექსუსა საღოლ რა მართლა რა.
ძალიან მაგრები ხართ რა.

ყოჩაღ.

nino101 said...

დღეს დოდკამ თუ თაამ, მოკლედ რომელიღაცამ ან ორივემ თქვეს რომ კარგი ბლოგი გაქვს, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბე :)

vasasi said...

ვუიჰ..
მეც არ ვთქვი გუშინ, რატომ მასლოკინებს-მეთქი.. :)

კი არა, დიდი მადლობა ორივეს რომ მახსენეს..

შენ კი, იმედი მაქვს, ხშირად შემოხვალ ხოლმე აქ.. :)

გმადლობ, რომ მოგეწონა.. :)

Anonymous said...

კარგი იყო:))განსაკუთრებით ბოლო აბზაცი:))))ბეჭდური მედიის ეტალონები მომეწონა:)))))

ანი said...

კონფიტი არის ის ბრჭყვიალა ქაღალდები, ზემოდან რომ ცვივა ხოლმე. :დ

მეც არ ვიცოდი, გუშინ გავიგე :ც

terms said...

kargi iyooo :D

fiqro said...

ფოტო რა კოშმარია :დ

Anonymous said...

viaddress. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად და იაფად გამოიწეროთ ნოვთები ამერიკიდან.უბრალოდ დარეგისტრირდით, იყიდეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ მათი საფასური სახლიდან გაუსვლელად!არ დაგავიწყდეთ მისამართის მითითება.

Anonymous said...

ქართული ბომონ"ძ"ეეეე

Irinola said...

გაიხარე ვასასი, მაგარი სტატიაა :D :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger