Monday, August 16, 2010

ღია მიმართვა მედიასახლ ”პალიტრას”


როგორც იცით, გამომცემლობა ”მედიაპალიტრა” ოქტომბრიდან აპირებს გამოსცეს 50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო. ჯერჯერობით, დაუდგენელია წიგნების სახელები და, ასევე, ფასი, რადგან გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.
დაახლოებით, ორი დღის წინ, ”ბიბლუსის” ბლოგზე აღმოვაჩინე გამოკითხვა შემდეგი სათაურით: უნდა შევიდეს თუ არა ”ბიბლია” ორმოცდაათეულში?!
ამ ეტაპზე გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ ”ბიბლია” აუცილებლად უნდა შევიდეს წიგნების ამ ჩამონათვალში, 29% კი წინააღმდეგია.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მრავალეთნიკურ და, შესაბამისად, მრავალრელიგიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ (რითაც 24/7-ზე ვამაყობთ), პირადად მე, მიმაჩნია, რომ ”ბიბლია” არ უნდა შევიდეს 50-ეულში, რადგან ეს იქნება სხვა რელიგიური აღმსარებლების არაპირდაპირი დისკრედიტაცია.
ის, რომ ”ბიბლია” რელიგიური წიგნია, სულაც არ ავალდებულებს მაჰმადიანს, იეზიტს, ბუდისტს, ათეისტსა თუ რომელიმე რელიგიური სექტის მიმდევარს, რომ ის აუცილებლად უნდა წაიკითხოს, ხოლო თუ რელიგიური წიგნის შეტანა გვინდა, რატომ უნდა იყოს ეს მაინცდამაინც ”ბიბლია”, ამ ადამიანებისათვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი იქნება.
თუ საკითხს შინაარსისა და სიბრძნის მიხედვით ვუდგებით, ამ პრინციპით ”ბიბლიაზე” არანაკლებ ბრძნულია ყურანი, ასევე, ბუდისტური წიგნები, რომლებიც, ახალი და ძველი აღთქმის მსგავსად, ფილოსოფიურ საკითხებთან ერთად მსოფლიოს აღქმის თავისებურ და უნიკალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობენ.
მე მესმის, რომ ”ბიბლია” ხალხის მოთხოვნაა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ბევრ რამეს ვითხოვთ, რომელთა დიდი ნაწილი ზოგჯერ არარეალური ან არაეთიკურია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი მოკრძალებული აზრი. გმადლობთ ყურადღებისათვის.

28 comments:

Dv0rsky said...

არ გაითვალისწინებენ. სამწუხაროდ.

vasasi said...

Dv0rsky: ”იმედი ბოლოს კვდებაო”, ამბობენ და ვნახოთ აბა.. :)

ბიბლუსი said...

@Dv0rsky , შევა თუ არა ”ბიბლია” ორმოცდაათეულში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. გამოკითხვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

temo said...

ყველაფერში გეთანხმები :)

Taa said...

ramdeni cigns bechdaven am bolo dros :D :D :D

meanderdze said...

1. ამ საკითხში წამოჭრილ პრობლემას ჩემი 1.ზრით სხვანაირ ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენ.

2."პალიტრა მედია" და მისი შვილობილი კომპანიები საქართველოშია დარეგისტრირებული და შესაბამისად გამოკითხვაც საქართველოს მოქალაქეებში მიმდინარეობს.

3.ქართველი ხალხის ძირითადი ნაწილი ქრისტიანი–მართლმადიდებელია და შესაბამისად, როდესაც მას თხოვენ საყვარელი წიგნების 50–ეულის შედგენას – სრული უფლება აქვს აირჩიოს თუნდაც "ბიბლია", ისევე როგორც მაჰმადიანს "ყურანი".

4."ბიბლიის" გამოცემით არაქრისტიანი ხალხის უფლებები შეილახება" – ეს მაპატიე, მაგრამ სრული აფსურდია.

5.მთავარი პრობლემა ის არის, თუ რამდენად მიზანშეწონილია სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებებთან "ბიბლიის" დაყენება? როგორც ვიცი 50–ეულში მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა უნდა შევიდეს. აბა, სად პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსი"(მაგალითად) და სად "ბიბლია".

6. ისევ და ისევ ქრისტიანებისთვის იქნება შეურაცხყოფა! "ბიბლია"(არც ყურანი ან სხვა რელიგიის წმიდა წიგნი) არ არის ასეთი ხელწამოსაკრავი წიგნი, რომ ვისაც უნდა და სადაც უნდა რაღაც 50–ეულებში ან 20–ეულებში შეიყვანოს!

7.ნუ მისცემთ დადებით პასუხს გამოკითხვას – ეს ისევ და ისევ ჩვენი უგუნურების დამამტკიცებელი იქნება ხალხო!!!

ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე...

vasasi said...

Taa: პირდაპირ ელვის სისწრაფით, მერე როგორია, რომ ცდუნებას გაუძლო და ასე იაფად შემოთავაზებული წიგნი არ იყიდო.. :დ

არა, მერე კი დავდივარ მთელი კვირა მშიერი, მაგრამ, სამაგიეროდ, წიგნს ვკითხულობ და ანეიტრალებს.. :დ

vasasi said...

meanderdze: "ბიბლიის" გამოცემით არაქრისტიანი ხალხის უფლებები შეილახება" – ეს მაპატიე, მაგრამ სრული აფსურდია.

მე არ მიმაჩნია ეს აბსურდად. დამავიწყდა, რომ კიდევ ერთხელ გამომეყენებინა კარაქიანი კარაქის პრინციპი, რაც ასე ხშირად მჭირდბა ხოლმე, რომ ყველაფერი ავხსნა, რისი ახსნაც საჭიროდ არ მიმაჩნია (ვფიქრობ, მკითხველმა უნდა იგულისხმოს, რომ ვიცი ისედაც). გასაგებია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა მართლმადიდებელი და ეთნიკურად ქართველია. მე მიმაჩნია, რომ არამართლმადიდებლების უფლებები შეილახება, რადგან მათთვის ყურანი თუ თორა გაცილებით მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ბიბლია, ისევე, როგორც ჩვენთვის..
მიმაჩნია, რომ მათ პატივი უნდა ვცეთ.

ჰო, სხვა ყველაფერში გეთანხმები.. განსაკუთრებით, მეხუთე და მეექვსე პუნქტებში..

დიდი მადლობა კომენტარისთვის.

meanderdze said...

meanderdze: "ბიბლიის" გამოცემით არაქრისტიანი ხალხის უფლებები შეილახება" – ეს მაპატიე, მაგრამ სრული აფსურდია.

მე არ მიმაჩნია ეს აბსურდად"

1.შენი აზრია, მგრამ კონსტიტუცია სხვანაირად ფიქრობს :დ
2.5,6 ში რომ მეთანხმები მე–3მ რა დააშავა,უბრალოდ მასშტაბებია განსხვავებული.
3.ერთ აზრზე მაინც შევთანხმდით – "ბიბლია" არ უნდა გამოუშვან და მორჩა!
4.შე ვასასო შენ! :დ

vasasi said...

meanderdze: :)))

მთავარი საბოლოო შეთანხმების არსია, შემადგენელ ელემენტებს რა მნიშვნელობა აქვს?!

:)

gijmaj said...

დაცხრით, ჯიგიტებო :) ბიბლია ის წიგნია, რომელსაც ქრისტიანობასთან ერთად მაჰმადიანები და იუდეველებიც ეყრდნობიან. ძველ აღთქმა საფუძვლად უდევს ორივე აღმსარებლობას და სხვებსაც. შესაქმე, წარღვნა და სხვა ამბებიც.. გადაშალეტ ყურანი, იქ პირდაპირ ნახავთ მითითებებს ბიბლიაზე, უფრო მეტიც, იესო და მარიამიცაა მოხსენიებული.

vasasi said...

gijmaj: ეჭვიც არ მეპარება, რადგან ისლამი ქრისტეს, როგორც ალაჰის ერთ-ერთ მოციქულს, ისე აღიარებს..

საერთოდაც, ძველი აღთქმის ფესვები მითებიდან მოდის, ერთსა და იმავე თემატიკას მსოფლიოს ყველა მითში რომ ვხვდებით - იქიდან.. :|

ნუ, ახლა სხვა თემაზე გადავდვართ..

meanderdze said...

aq mgoni forumi ixsneba :DDD

ჩორვენი¹³ said...

ისა და ბიბლიას გამოცემას ვინც ითხოვს იქიდან რა პროცენსტ აქვს (ნახევრამდე მაინც ჯანდაბას) წაკითხული?? : )))

იეხ ააფრინე ალალიო ასეა ეს საქმე : )

phantom said...

საერთოდ რა წესია ეს, წიგნების სია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო..
არ მინდა და არ წავიკითხავ, ან მინდა და წავიკითხავ, რა სულელური დატვირთვის მქონე პროექტია : |

მარი said...

რაღაც არ მგონია ბუდისტები და იეზიდები მართლმადიდებლების უფლებებზე ისე ზრუნავდნენ, როგორც ამ პოსტით შენ ზრუნავ საქართველოში მათ უფლებებზე. რა არის იცი? მართლმადიდებლებმა (ქართველებმა) ჯერ საკუთარი უფლებები დავიცვათ ჯობია. არაფერი ჭირთ იმათ ჩვენი დასაცავი. ცოტა ხანში მართლმადიდებლებს დაგვერქმევა სექტანტები მგონი საქართველოში

meanderdze said...

მარი +1

vasasi said...

მარი: როდესაც ტოლერანტული ქვეყანა გქვია და ამით ამაყობ, კეთილი უნდა ინებო და ბოლომდე ტოლერანტული იყო.

განვმარტო, რა არის ტოლერანტულობა?

შენი კომენტარიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არამართლმადიდებლები წარმართები არიან, რაშიც კატეგორიულად არ დაგეთანხმები..

რაც შეეხება სექტობას, სექტა, თავისთავად, სატანური სიტყვა არ არის. სექტა ნიშნავს ადამიანთა გაერთიანებას, რომლებსაც ერთი იდეები აწუხებთ..

მარი said...

ტოლერანტულობა ისედაც არ გვაკლია ქართველებს. უფრო მეტიც, ზოგჯერ მარაზმშიც კი გადაგვდის და ეს მხოლოდ ჩვენი მატრაკვეცობის ბრალია.
შენ თუ არ მიხედე და გაუფრთხილდი შენს საკუთარს, სხვას სულ ფეხებზე ჰკიდია. ერთი მუჭა ერი ვართ ისედაც და იმის მაგივრად რომ საკუთარის გადარჩენაზე ვიფიქროთ, კიდევ სხვებს ვაყენებთ ჩვენზე წინ, ჩვენივე ქვეყანაში. ზედმეტი არაფერი ვარგა.

vasasi said...

მარი, სხვა თემაზე გადავდივართ..

ბიბლია ძალიან ბევრი მიზეზის გამო არ იმსხურებს ამ ჩამონათვალში შესვლას..


პირველ რიგში, ის სულაც არ არის მხატვრული ლიტერატურა და მისი ამ ნუსხაში შეტანა სწორედ შენ მიერ ნახსენები ქართველების მატრაკვეცობის ბრალია, მეტი არაფერი..

მარი said...

გეთანხმები. აი ზუსტად ეგ არის რეალური მიზეზი რის გამოც არ უნდა შევიდეს მაგ ჩამონათვალში :) და არა იეზიტთა უფლებები საქართველოში.

გიო რგაშვილი said...

თამუნა, სხვათაშორის, პროექტის ბრიტანულ (ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი არა მარტო ბრიტანულ) ანალოგში შევიდა ბიბლია ... არ ვიცი, ნამდვილად სადავო თემაა... უკვე არც ის ვიცი, მინდა თუ არ მინდა ბიბლიის შესვლა ამ ორმოცდაათეულში.
@phantom, მეგობარო, გადახედე პროექტის ანოტაციას! http://biblusi.blogspot.com/p/50_13.html

vasasi said...

გიო რგაშვილი: დიდ ბრიტანეთში ყაყაჩოების აქციაც იმართება ვეტერანების პატივსაცემად.. :)

რა ვიცი, როგორც გინდათ, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო, ბიბლია არ უნდა შევიდეს ამ ჩამონათვალში, ასე ვფიქრობ მე.. :))

Toma said...

ჩემი აზრით ბიბლია უნდა შევიდეს ამ 50-ში. და რელიგია სრულიად არაფერს შუაშია.

keso said...

ნუ, ცოტა დამიგვიანდა წაკითხვა და კომენტარი, მაგრამ მაინც ვიტყვი. მითუმეტეს, თუ უზრდელობად ჩამეთვლება უკომენტაროდ წასვლა აქედან:):):).
აბსოლუტურად ვიზიარებ აზრს და შენს არგუმენტებს. ამიტომაც, არ გავმეორდები.
უბრალოდ, კომენტარებში ტოლერანტობაზე იყო საუბარი და მომინდა ერთი რიტორიკული კითხვა დამესვა - ნეტა, მართლა ტოლერანტები ვართ ქართველები?!
მე ამ საკითხს დიდი ეჭვით ვუყურებ. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში არც თუ იშვიათად ”წამოცდენილ” ბევრ ფრაზას კარგად თუ დავუკვირდებით (შე სომეხო! მოიცა რა, ებრაელი ხომ არ ვარ?!; ჩვენ რა ზანგები ვართ?! და ა.შ), აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ფსევდოტოლერანტობაა.

nino101 said...

ერთი კარგი იოგას წიგნი მოაყოლონ :) დანარჩენი მგონი ყველაფერი გადავიკითხე :)

http://nino101.wordpress.com/2010/08/28/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98/

mariiiiami said...

saintereso mosazrebaa da garkveulwilad getanxmebi kidec, magram faqtia dges mosaxleobis umravlesoba martlmadidebelia, xoda am gamokitxvis shedegebsac umravesoba wyvets. (am gamokitxvebidanac gamochnda es) tanac analogiuri gamokitxva chaatara"NEWSWEEK"-ma iqac 50 wignia shercheulii da zustad maxsovs biblia shedis am chamonatvalshi. anu aq aravitari diskriminacia sxva religiebis mimart ar igulisxmeba d a yvelafers martlmadideblebs nu miawert. me magalitad ar viqnebodi winaagmdegi bibliastan ertad yuranic rom daebechdat. vfiqrob es ori wigni sianteresoa dzalian da adamians martlac rom cxovrebashi unda qondes wakitxuli

Katiee.Ge said...

არ ვიცი, რა წერია კომენტარებში, მეტისმეტად ბევრია, მაგრამ პოსტი წავიკთხე და არ გეთანხმები.

ეს უკვე მექანიკური მიდგომაა, რომ არ შეიტანო ბიბლია (ან რომელიმე ერთი), იმის გამო რომ არ შეილახოს სხვისი უფლებები.

ბიბლუსი არის კერძო გამომცემლობა და არა სახელმწიფო, ეს გამოცემებიც მე მგონი სახელმწიფოს ფულით არ სუბსიდირდება. შესაბამისად, პასუხი მარტივია: უნდა გამოსცეს ის, რაც მეტად დააინტერესებს ხალხს და უკეთ გაიყიდება.

50 ეული არ იქნება უნიფიცირებული და იდენტური მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებისთვის, დიდოსტატის მარჯვენა, რომელიც მგონი შესულა უკვე ამ 50ეულში, არათუ ბევრ უცხოელს, მეც არ დამაინტერესებს და არ ვთვლი, რომ აუცილებლად წასაკითხ 50ეულში უნდა იყოს, მაგრამ თ მე უმცირესობაში ვარ და დიდოსტატის მარჯვენას ბევრი იყიდის, უნდა გამოსცეს ბიბლუსმა.

+ კიდევ ერთი,
ამ 50ეულს პირობითად ჰქვია, "რაც უნდა წაიკითხო" და ეს "უნდა" არ არის სავალდებულო, არავინ აძალებს ამათ წაკითხვას არც სკოლაში, არც ინსტიტუტში და არც მათ გარეთ.

შესაბამისად, არანაირ შელახვას ადამიანის უფლებებისა, არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი ამ შემთხვევაში.

ნუ იქნებით პაპზე მეტი კათოლიკები :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger