Monday, August 23, 2010

როცა სოფიკოს სოფიკოთი ანაცვლებენ...

სოფიკო (ორიგინალში სოფია) - ძველბერძნული სახელია და სიბრძნეს ნიშნავს, მაგრამ საქართველოსთვის ის საკრალურ მნიშვნელობას ატარებს.
თეორიულად დამტკიცებულია, რომ სახელ სოფიკოს მატარებელნი მუსიკალური ნიჭით გამოირჩევიან (მერე რა, რომ იმავეს ვერ ვიტყვი ჩემი ჯგუფელის მეზობლის რძალზე). აღნიშნული თეორია რამდენიმე წლის წინ პრაქტიკულადაც დამტკიცდა, როცა იურმალაზე სოფიკო ხალვაშმა მესამე საპატიო ადგილი დაიკავა. მას შემდეგ საქართველოში სოფოხალვაშიზაცია დაიწყო. სოფო ხალვაში იყო ყველგან, სადაც ვინმე დაფდაფს შემოჰკრავდა თუ სინთეზატორს ჩართავდა.
ასე გრძელდებოდა ბედკრულ 2008 წლამდე. მანამ, სანამ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თმაგაწეწილმა, ლოყებდახოკილმა გოგომ წითელი ხიდი არ გადმოლახა. მესაზღვრე ეკითხებოდა, ამ გაგანია ომში სად მიდიხარო, გოგომ კი ამაყად უპასუხა: ჩემს სამშობლოში ვბრუნდებიო.
გოგონა სოფიკო ნიჟარაძე გახლდათ. ბუნებრივია, სახელისათვის შესაფერისი ვოკალური მონაცემებით. 16 წლიდან ის რუსეთის დედაქალაქში მოღვაწეობდა, საკმაოდ წარმატებითაც (ჯულიეტას როლი ხუმრობა ხომ არ არის?!), თუმცა ომის შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნებულა, როგორც თავად ამბობს, მორალურად იქ მუშაობა აღარ შეუძლია (ლირიკული გადახვევა: ჩემი პატივისცემა მას).
იქიდან მოყოლებული, რაც სოფიკომ ჯო ბაიდენს უმღერა და ქართველებს დაგვიმტკიცა, რომ ამ სახელის ღირსეული მატარებელია, სოფიკოხალვაშიზაცია ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა და წინა პლანზე სოფიკონიჟარაძიზაციამ გადმოინაცვლა.
მას შემდეგ ევროვიზიაზე სოფიკოს პროგრესულ გამოსვლაში 800 ათასი ევრო დავხარჯეთ (წინა წელთან შედარებით, ერთი საფეხურით წავიწიეთ წინ), საქართველოში სინთეზატორი თუ დაფდაფი ისე არ ჩაირთვება, სოფო ნიჟარაძე მაშინვე მიკროფონით ხელში, დიდი წითელი კაბით რომ არ გაჩნდეს. ინსტრუმენტებს ვინ ჩივის, კონცერტის გასამართად მსოფლიო დონის დიდ თუ მცირე ვარსკვლავს ისე ვინ მოუშვებს საქართველოში, თუ, სოფოსთან დუეტში მინიმუმ, ერთი სიმღერა მაინც არ შეასრულა.
გავა კიდევ რამდენიმე წელი და გამოჩნდება მორიგი სოფიკო, რომელიც ნიჟარიზაციას რაღაცაგვარიზაციით ჩაანაცვლებს, მერე კიდევ, მერე კიდევ და ასე გაგრძელდება (თუ 2012-მა არ გვიმსხვერპლა).

ასეა, მეგობრებო. სოფიკო მიდის, სოფიკო მოდის, ნამდვილი სოფიკო კი მუდამ რჩება:



18 comments:

gijmaj said...

ნამდვილ სოფილოს შემოევლოს ჩემი მელოტი თავი. :)

Agasfer said...

ლოლ :)))

Andy said...

აუფ ... იმდენი მაგას რა ვუთხარი , რომ თავის სამშობლოს ბედი ადარდებდა და მაგიტომ დაბრუნდა.
სამთავრობო მომღერალია , როგორც კრემლში ბასკოვი :D

knuti said...

ვასასიკო, იყვარხარ :სუნ:
რა კარგად იტყვი ხოლმე :სუნ:


ნპ.ს. ნამდვილი სოფიკო სულ სხვაა (სმირკ)

სიყვარულოვნა said...

ვერ ვიტან ნიჟარაძეს.
არ მჯერა რომ უბრალოდ ადგა და კარიერა მიატოვა :|
არ მევასება ეს ქალი რა.
ყვავას ნამდვილი სოფიკო მირჩევნია

Da-v-iD said...

:)
სოფო ხალვაშს დიდი პატივიცემა ჩემგან. არაჩვეულებრივი ადამიანია და უნიჭიერესი მომღერალი :) მისი პირველი სიმღერები ჩემთან დატრიალდა :) კარგი დრო იყო.
ნიჟარაძეს რაც შეეხება. მშვენიერი გოგოა, მშვენიერი ნიჭით. მაგრამ ამომჩემებლის გამო ცოტათი ძალიან იბევრა ყველგან. ასეც არ ვარგა..
ვასასი. შენი გამოთვლით გოგოებს კაი და ბიჭებს საერთოდ აღარააქვთ ხო შანსი სცენაზე "ლუბიმჩიკი" რომ გახდეს :))
ახლა არ თქვა დაირქვას სოფიკო დაეგებ ეშველოსო :))))

მარი said...

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ორივე მომწონს. ძალიანაც ნიჭიერები არიან. უბრალოდ გადამეტებული არაფერი ვარგა ზოგი შეიძლება გააღიზიანოს.
ნიჟარაძე კი სულ არ მაინტერესებს რატომ დაბრუნდა საქართველოში, უბრალოდ მიხაროა რომ ასეა. დიდი ხანია ვიცი მის შესახებ რუსული notre dame de paris-დან და ძალიან მომწონს.

c. said...

:))))))

რაღაციზაცია საერთოდ ჩვენი სენია, ქართველების :)

კატიე said...

რაც არ მომწონს არის ის, რომ ისეთი კარგი გოგონები და მომღერლები, როგორებიც სოფო ხალვაში და სოფო ნიჟარაძე არიან, გადამეტებული რეკლამირების გამო, თავს აბეზრებენ ბოლოს მაყურებელს და კრიტიკის ობიექტებად იქცევიან.

მარკეტინგში არის რაღაც ნორმები, რა დოზით შეიძლება გაუვა რეკლამა, რომ უკუშედეგი არ მიიღო და ისე არ მოაბეზრო თავი მაყურებელს, რომ შენი პროდუქტისკენ გამოხედვაც აღარ უნდოდეს.

იგივეა აქაც.
ორივე სოფო ძალიან ნიჭიერია, ძალიან ლამაზი, ძალიან სასიამოვნო, ძალიან ხალისიანი და ა.შ.
ნაკლი ერთი აქვს ორივეს: ყველა შემოთავაზებას თანხმდებიან.

litterator said...

ხალვაში რომ ნიჟარაძეს ჯობია ვოკალური მონაცემებით ამას წყალი არ გაუვა.
ზედმეტი რეკლამა უკუშედეგს იწვევს ცხადია, მაგრამ ასეთი წიკვინა ხმაც უკვე საქს :(((

და რუსეთიდან ჩამოსვლას რომ სამშობლოს ტკივილით დაბრუნებით ამართლებენ ამას ვერ ვიგებ, სამშობლოს აგვისტოს ომამდეც სტკიოდა ჩემო კარგებო და რუსეთი აგვისტოს ომამდეც ოკუპანტი იყო, შევახსენებ იმ ხალხს ვინც ამას ამბობს.

Zurriuss said...

ვინც ხალვაშისა და ნიჟარაძის ხმებს ერთმანეთს შეადარებს, ურჩევნია, ხალვა ჭამოს და ნიჟარების თამაშით გაერთოს.
ორი სრულიად სხვადასხვა ტიპის ხმის შედარება გაგონილა?
რომელი უფრო მაგარია: ელა ფიცჯერალდი თუ ჯენის ჯოპლინი? - ეგრე ნუ დაგემართებათ.
ჰოდა ახლა გატრიალდით და იმას უპწკინეთ, რომ გადამლაშებული რეკლამებით გვიჭედავენ ყურს.
ვასასო, კარქი გოგო ხარ :)

Andy said...

@litterator - ზუსტად , აქამდეც იყო ოკუპირებული საქართველო ამდგარიყო და მაშინ ჩამოსულიყო თუ ეგრე შესტკიოდა გული :))

@Zurriuss - აშკარად ხალვაში სჯობს თავისი ლამაზი ღიმილით და ფიზიონომიით. :))

vasasi said...

შემოვიჭყიტე ბლოგზე და რა ხდება.. :)

Andy: არ ვიცი რა ადარდებდა და როგორ. ფაქტია, რომ რუსეთში აწყობილი კარიერა მიატოვა, რა დაპირებები მისცეს აქედან და როგორ დეტალები, სამწუხაროდ, არ ვიცი.. :)

Da-v-iD: დათო, სოფო მეც ძალიან, ძალიან მომწონს. კარგი ხმა აქვს, გულიდან ამოსდის და თან ეტყობა, კარგი ადამიანი უნდა იყოს. ეს პოსტი, ზოგადად, ხალვაშისა და ნიჟარაძის დაკნინებას არ ეხება, ასე მქონდა ჩანაფიქრში.. :)

Zurriuss: ბოლო აბზაცში რა გიწერია, რას მოვესწარი შენგან... :D

Anonymous said...

ra kai DZU DZU amchnevia tanamedrove sofos : )

pativiscemit
ME :)

meanderdze said...

რა რეკლამირებასა და მარკეტინგზე ლაპარაკობთ ხალხო, თქვენ რა მართლა გგონიათ რომ იმედი ან რუსთავი–2 ისეთი უტვინოებით არიან გამოტენილი – ის აღარ იციან, რომ ერთი და იგივე პროდუქტი მილიონჯერ არ უნდა უჩვენო მაყურებელს???

მაგ ყველაფერს ჩვენი მიხო წყვიტავს – რა, ეხლა გაიგეთ? ნანუკას შოუში არ აჩვენეს ვიღაც არქიტექტორისგან რომ მოუვიდა მესიჯი – ეს შენობა რა ფრად შევღებოთო???

"Lady in reeeeeeeeeeeeeeed
is dancing with meeeeeeee
nobody else
just you and meeeeee..."

Sofia - lady in red :DDDD

Taa said...

yvavaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

omg
xaxaxaxaxaaaaaaa

უცნობი said...

ლოლ ლოლ
კარგი იყო :)

Anonymous said...

რატომ არ უნდა მიყვარდეს შენნაირები?
კარგი ადამიანი ხარ – ნება მომეცი შენობით მოგმართო.
"ოფიციალური" ბლოგების კითხვისას გულის რევის შეგრძება მაქვს ხოლმე.
აქ, ამოვისუნთქე... ვგრძნობ კარგი გაგძელება იქნება.
მოკლედ როგორც ერთი ტელეჟურნალისტი იტყოდა ხოლმე ოდნავ დაგვიანებით – გამარჯობა!

დისიდენტი

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger