Thursday, August 26, 2010

რატომ ვერ შევალ თანამედროვე ელიტაში?!


კნუტმა დამთაგა. ამ თაგომანიის ისტორია მისსავე პოსტშია მოთხრობილი. მე, უბრალოდ, გავაგრძელებ თამაშს დ ვიტყვი, თუ რა ნაკლი მაქვს ისეთი, რის გამოც ელიტასთან მიახლოება მეკრძალება:

1. ზურიკელასავით ვარ. მართალია, საშემოდგომო გამოცდა არასოდეს მქონია, მაგრამ ერთი (ჯინსის) შარვალი მაქვს, რომელსაც მაშინ ვცვლი, ქუჩაში ჩასაცმელად რომ უვარგისი ხდება (კარგი გამახსენდა, საყიდელი მაქვს უკვე);

2. მაქვს მოტოროლა L6. კარგი შენახულია, მეხუთე წელია, მიძლებს. ვრეკავ - რეკავს, მესიჯს ვწერ და ვიღებ. სრულიად კმაყოფილი ვარ;
3. ყოველ სეზონზე ახალ ტანსაცმელს არ (ვერ) ვყიდულობ. რატომღაც, ამის გამო დეპრესიაში არ ვვარდები;
4. როცა ტანსაცმელს ვყიდულობ, მაისურებს ”მალსიში” დავეძებ (იაფია და ბამბის. ჩემთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია), ჯინსს - ვაგზალზე. მაცვია კედები, რომელთა შესაძენად, ასევე, მდაბიოთათვის განკუთვნილ სავაჭრო ადგილებს მივმართავ ხოლმე;
5. მაქსიმალურად ვცდილობ, ვილაპარაკო ქართულად, არ ვიხმარო ბარბარიზმები, განსაკუთრებით, ინგლისურენოვანი სიტყვები. მე ძალიან მაღიზიანებს, არადა, უამბარბაიზმოდ არაფერი ხარ ელიტაში;
6. რაც შეეხება მუსიკას, აქაც ვერ გამოვირჩევი დიდად, რადგან თანამედროვე მუსიკას ორი წელი ვუსმენდი, ისიც DJ დათოს ხათრით (იხილეთ დამატებით ინფორმაცია). იმდენად ძველმოდური ვარ, რომ ბითლზებს, ფლოიდებს, დორსის, ლედ ზეპელინს (ერთ დროს სერიოზულად ვჭედავდი) და ა.შ. ვუსმენ, ცოტა ბლუზს და ცოტა ჯაზიც შემომესმინება ხოლმე. თანამედროვე მომღერლებიდან ვიცი ბრიტნი სპირსი, მადონა (თუმცა ვერ გავრკვიე, რამდენად თანამედროვეა, კარგი 50 წლისა ხომ არის უკვე?!), ლედი გაგა. ამ უკანასკნელის თაყვანისმცემელი ჩემი მეგობარია და ამას წინათ სულ ძალით მომასმენინა ახალი სიმღერა (ალეხანდრო თუ რაღაც), შთაბეჭდილებები არ მომთხოვოთ ახლა;
7. მსახიობებიდან ვიცი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი. რეჟისორებიდან გამიგია სპილბერგი, პოლანსკი, ანტონიონი (ამ უკანასკნელზე ისიც კი გამიგია, ფელინის ბაძავდაო), საოცარია და, კარგად ვიცნობ ფელინისა და აბულაძის შემოქმედებას (მარიაჟობა დავიწყე უკვე, ეს მცდელობაა, რომ იქნებ როგორმე ამ რეჟისორების ხსენების ხარჯზე მაინც შევეტენო ელიტაში);
8. ფილმები არ მიყვარს, თუმცა ჩემი საყვარელი ფილმია ”მონანიება” (წინა პუნქტის მცდელობა წყალში ჩამეყარა).
აი, სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ჩემს შესახებ.
ძალიან მწყინს, რომ არასოდეს მეყოლება ისეთი მეგობრები, როგორებიც არიან ჯაბა ქარსელაძე, თამთა გოგუაძე, ნინო ჩხეიძე..
ჩემი უდიდესი ნაკლის გამო არასოდეს მეღირსება თიკო სადუნიშვილთან ერთად შარდმდენზე სეირნობა და ბიჭოლას ბალიშზე (არათუ კაბაზე) ოცნებაც არ მიღირს.
თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ კარგი ტიპი ვარ.

ვთაგავ კლოუნს, gijmaj-ს, ჩორვენს. აბა თქვენ იცით, არ შემარცხვინოთ.. :)

15 comments:

Nino said...

გულს ნუ გაიტეხ, ოდესმე ჩვენნაირების ქუჩაზეც მოვა გაზაფხული :)

Sophie Golden said...

ლოლ
რაღა დროს მადონა და ბრიტნი სპირსის თანამედროვეობაა :პ აი, განათლდი: =))))

http://www.youtube.com/watch?v=7uceCz0nltQ

მეც ახლა ვნათლდები ;)

ჩორვენი¹³ said...

lol uih davtagdi :D mash svanetis istoriebis shemdgom davcer amazec :d
magram me ukve imxela nakli maqvs rom shemizlia ert punqtshi chavetio :D

gijmaj said...

ეს ვერ კი არა, ეგ ის მიზეზებია, რატომაც "არ" შეხვალ თანამედროვე ელიტაში. თუმცა მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს - ძალით მარიაჟი ფულიანი ტიპები სულ ცალ ფეხზე მკიდია. მირჩევია იმ სამყაროში ვიყო სადაც კომფორტულად ვგრზნობ თავს, ვიდრე იქ, სადაც ბევრი რამე გულს მირევს და მეზედმეტება :) ფინანსებს რაც შეეხება - ეგ გაცილებით იოლი მიღწევადია, ვიდრე ჰარმონიული პიროვნების/ცხოვრების წესის ჩამოყალიბება. :) ეს მოკლედ და, თუ არ დამეზარა ჩემს ბლოგზე დავაგრძელებ ამ თემას :D

კოპალა said...

ძალიან გემრიელი ხარ ვასას, ღიმილი არ მომშორებია სახეზე კითხვის დროს.
მეც ძალიან მწყინს, რომ არასოდეს მეყოლება ისეთი მეგობრები, როგორებიც არიან ჯაბა ქარსელაძე, თამთა გოგუაძე, ნინო ჩხეიძე..: D :D:D
გაიხარე გკოცნი :*

ჰექსე said...

სული მემტვრევა ვასასი რა გახდა ეს ბიჭოლას კაბა რა :(((

მეც დატაგული ვარ და ვფიქრობ დავწერო არ დავწერო :))

Agasfer said...

შენ და ჰექსე რომ არ იყოთ, სულ არ მეცოდინებოდა, ვინაა ბიჭოლა. რას ჰგავს თქვენი საქციელი :D

Michael said...

ჰაჰ... რა სამწუხაროა, ყველაზე მეტად ბიჭოლას ბალიშები მომხვდა გულზე :)))

ისე თუ მოინდომებ შეგიძლია ელიტას ოდნავ მაინც დაუახლოვდე, სადღაც ზესტაფონისკენ გზაზე უზარმაზარ ტრაფარეტზე წავიკითხე, იყიდება ელიტარული ლეკვებიო... ეს მართლაც ახალი რამეა საქართველოში, ელიტარული - ყველაფერი არსებობდა აქამდე, მხოლოდ ლეკვებიღა იყო დარჩენილი და ეგეც გამოჩნდა. :D :D :D

litterator said...

ისე ვაგზალზე უფრო ძვირი ღირს მე თუ მკითავ თან არ გიკლებენ 5-10 ლარის დაკლება რა არის :(
ასე რომ მაღაზიებში ფასდაკლებებზე უფრო იაფად გამოვდივარ ხოლმე :)

AniUuSh... said...

posti momewona :P

ise, netav rad ginda qartul "elitashi" shesvla ???
mainc dzalit magartipgoimebi arian :) :X

vasasi said...

Agasfer: ჯერ სად ხარ, ისე უნდა გაგანათლოთ, ვინ იცის, ქართული ელიტ-ტუსოვკების ერთ ფართისაც არ ტოვებდე.. :))
AniUuSh: რა მინდა ქართულ ელიტაში, ბომონდის განუყოფელი პეროები ინერვიულებენ მე რომ იქ მოვხვდე, თქვენთან მირჩევნია,ა მიტომ.. :))
კოპალა: მადლობა.. :))

Sophie Golden: აი ეგრე ყურებით რომ დამიჭერს ხოლმე ჩემი მეგობარი და მასმენინებს..
არა, არ შემიძლია სოფ, თავი მტკივდება სერიოზულად.. :(

Zurriuss said...

არადა, ასე რა კარგი გოგო ხარ... :))

გიო რგაშვილი said...

ელიტა ... რა უცნაურია, რომ ელიტაში ბიჭოლა-ჭოლები მაისაზრებიან :/
ჰო, ნუ, პრონციპში, შეიძლება კიდევ გაქვს შანსი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთ მშვენიერ დღეს ელიტაში გაიჩითო, მაგრამ... ნუ, ყველაფერს ეშველებოდა, ყველაფერს მოგიტევებდა ელიტა და თიკო სადუნიშვილი კურთხევას მოგცემდა ამ სექტაში გაჩითულიყავი, მაგრამ... მმნ.. აი, ნუ, მოკლედ, ვაგზალზე ნაყიდი ჯინსი მიუტევეელი ცოდვაა :/ ტაკ შტო, შენ ვერასდროს მოხვდები ელიტაში და კარგია ამაზე გული რო არ გწყდება :დ
პ.ს.დონთ ვორი, მეც ამ მიზეზით ვერ შევდივარ მაგ სექტაში :დ

Clown said...

მადლობა ვასო დათაგვისთვის ^_^

::*

ibzzz said...

:):):) ჩემთვის ჩარაზულია მანდაური სასუფევლის კარი. სხვას თავი რო დავანებოთ - ქუთეისელი ვარ..ჰეჰ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger