Thursday, September 2, 2010

რა სჭირს ოლეგ პანფილოვს?

გადავახტები ჩემთვის მტკივნეულ თემებს - მედროვეობას, კომფორმისტობასა და აფერისტობას. ასევე, ექსტრემალური ჟურნალისტიკისათვის ისეთ სამოთხეს, როგორიც საქართველოა, პანფილობის სიტკბოს, რომელსაც სრულიად საქართველოს მოაზროვნე ელიტა (ილიაუნის სექტას ვგულისხმობ, აქა-იქ მმართველი პოლიტიკოსებით) 14 აგვისტოს აღნიშნავს და მას სამდღიანი შიმშილით ელოდებიან (წელიწადში ხომ ერთხელ ეძლევათ ტაჯიკური ფლავის დაგემოვნების საშუალება), იმას, რომ ოლეგ პანფილოვი პალიკო კუბლაშვილივით ყველაფრის ექსპერტია, ყველაფერზე აქვს პასუხი და ღრმადდაფიქრებულს მსურს ჩემი მჭმუნვარე ფიქრები გაგანდოთ:

იმ უკიდურესად მკაცრ ექსტრემალურ რეჟიმს, რომელშიც ბატონ ოლეგს ვაცხოვრებთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. იმათ, ვისაც ფეისბუქის მეგობრებში ბატონი პანფილოვი გვიმშვენებს გვერდს, მთელი დღის მანძილზე გვაქვს მის მიერ დატოვებული ფოტოების ნახვის შესაძლებლობა, რომელიც დღის განმავლობაში ასე გამოიყურება:
1. დილა
2. შუადღე
3. საღამო 1საღამო 2
საღამო 3
საღამო 4
და ა.შ.
მე გამოვთქვამ ევროკავშირზე ღრმა შეშფოთებას და სპეციალური განცხადებით (რომელზეც, იმედი მაქვს, ამ ბლოგის აურაცხელი მომხმარებლებიც მომიწერთ ხელს) მივმართავ ხელისუფლებას, რომ იყოს ბოლომდე სტუმართმოყვარე და ძვირფას ჩრდილოელ მეგობარს მიასწავლოს ის საეჭვო და, ამავდროულად, საჭირო ადგილები, სადაც ყოველ საღამოს ყველა ტიპის მამაკაცი იყრის თავს ერთი ტიპის მანდილოსნების სანახავად და სერვისით გათვალისწინებული მომსახურების შემდეგ პატიოსნად უსწორდებიან.
თუ თბილისის მერია და, შემდგომ პარლამენტი, არ დააკმაყოფილებს ჩემს განცხადებას, მე მივმართავ უკიდურეს ზომებს და გავხსნი ყულაბას წარწერით: დავეხმაროთ ოლეგ პანფილოვს, სადაც ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება მოწყალების გაღება. მიღებული შემოსავალი მოხმარდება ზრუნვის ობიექტისათვის მრავალჯერადი მოხმარების ე.წ. რეზინის ქალის შესყიდვას. სამწუხაროდ, საპატიო მიზეზის გამო, მისი თბილისში შეძენა ვერ მოხერხდება, ამიტომ, იმედი მაქვს ონლაინშოპინგში გამოწრთობილი ბლოგერების დახმარებისა.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება არამხოლოდ ჩვენი ჰუმანურობის, არამედ, ქართველების ინტერაქტიური ნაწილის მადლობა ოლეგ პანფილოვის მიმართ იმ თავდადებისა და გმირობისათვის, რაც ომის პერიოდიდან დღემდე ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა (ამ საქმეთა ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ ერთის გახსენებაც კი არ ძალუძს ჩემს უბადრუკ გონებას).

P.S. რამდენიმე ხნის წინ ფეისბუქზე მსგავსი წინადადებით გამოვედი, რასაც ჩემი ერთი (როგორც შემდეგ მეორემ თქვა, პანფილოვოფილი) მეგობრის პროპანფილოვური კომენტარი მოჰყვა, რომელიც ნოდარ ლადარიამ ხელის მარტივი მოძრაობით ”დაალაიქა”, თან ისე ნაჩქარევად, რომ ეტყობა, უსაფუძვლო შიშის მიუხედავად (ოლეგის ”სოლნიჩნაია გრუზიას” ექსტრემში ქართულის სწავლა არ შედის), მაინც იფიქრა, ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ ემანდ პანფილობა არ გააუქმოს ან არ გადაიტანოსო. მე შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, ბატონო ნოდარ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იტალიური და ინგლისური (და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენი ენა იცით) ნაწარმოებების თარგმნისას უფრო მომეწონებოდით, ვიდრე ცხვრის ქონში მოხარშული ბრინჯის ჭამისას, ტაჯიკური ტრადიციის მიხედვით, ორი თითით რომ შეექცევით. :)

PP.S. ჭორად გავიგე, რომ ოლეგს ცოლი მოჰყავს. ასე რომ, შეიძლება ჩვენი საჩუქარი არ დასჭირდეს. თუმცა, მე ამ პოსტს მაინც გამოვაქვეყნებ, რადგან სრულიად რუსეთი რომ დაგვიპყრობს (ბოდიში, დაგვიპყრობს კი არა, მთელი თავისი ბრწყინვალებით რომ ამაყად შემობრძანდება და ჩვენ ყვავილების ქნევით ორრიგად ჩამწკრივებულები დავხვდებით) და გვკითხავს, რას აკეთებდით ერთ დროს რუსეთის მოქალაქეების კეთილდღეობისთვისო, საბუთი ხომ უნდა მედოს, რომ ვაჩვენო, ჩვენი კოლექური ნერვიულობა ექსტრემალური ჟურნალისტის შესაბამის პირობებში ყოფნის თაობაზე.
დიახ, მეც ხომ თქვენსავით ქართველი ვარ, მეგობრებო!.

29 comments:

Zurriuss said...

არ ვიცოდი, ასე ძალიან თუ გშურდა პანფილოვის ამ-ქვეყნიური წარმატებებისა!
აფერუმ შენს ჟურნალისტობას!
როგორ გაიმეტე ამ ხნის ძიაკაცი, რომელსაც მთელი რუსული პუტ-ი-ნკები სცემდნენ პატივს და მერე რომ უმუხთლეს?
არ მეგონა, ასეთი ღვარძლიანი თუ იქნებოდი მათ მიმართ, ვინც დამსახურებულად ატარებს ჟურნალისტიკის ექსპერტის ტანგას!
ნუ... აღარ ვიცი, რა უნდა ვთვა. მე ამას ყველაფერს ოლეგს ვუთარგმნი და დანარჩენს, ალბათ, ის დაამატებს.
ეს არის ჩემი კომენტარი :|

vaaax_chemi said...

ამ ზურიუსმა ხო ბოღმის და შურის მეტი არაფერი იცის რა :-))))))))))

ამის შიშით კაცს სიტყვა ვერ გითქვამს :)

წადი რა შვილო დაანძრიე :-)))))))))

vasasi said...

vaaax_chemi: არ შველის... :|

litterator said...

რა კარგია რომ მეგობრებში არ მყავს, არც მყოლია და არც არასოდეს მეყოლება :))))

აქ არასოდეს თქვა არასოდეს აღარ ჭრის :))))

ეგ მიშას კარის ბლოგერი ეგა :)))

kikito said...

xuliganit budem? :D:D:D:D

Agasfer said...

LOOL

Lord Vader said...

ვინაიდან მე ბატონი პანფილოვის მეგობრობის და არც ფრენდობის პატივი არ მაქვს, მის სურათებსაც ვერ ვახულობ, ჰოდა შემიძლია ვთქვა რომ ლოგიკურია ყველაფერი. უზმოზე - პრეზიდენტი და მწუხრის ჟამს ტიტველი ქალები... შუადღეც დაგედო ბარემ სრული სურათისთვის. ეჭვი მაქვს იქ ლუდი, ვისკი და ჩაცმული ქალების სიჭარბე იქნება.
მარშრუტი დაცულია.

სოფი SUNNY გოლდენი said...

იეა! უთარგმნეთ ეს პოსტი პანფილოვს და საღამოობით მარტო აღარ დარჩება, თავის ბებრულ აზაბოჩენობასთან!!!! =))))

vasasi said...

Lord Vader: შუადღისასაც მიშა ჰყავს. აგერ დევს ფოტოები.. :)

Anonymous said...

ფლავი უზბეკური, ტაჯიკური არა... თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს :-)

Taa said...

იმედი მაქვს ონლაინშოპინგში გამოწრთობილი ბლოგერების დახმარებისა.


sheni gulistvis ras ar gavaketeb :)
movixible am statiit :)

თამრი said...

ძალიან საინტერესო გამოვიდა ეს სტატია. ასე ძალიან პანფილოვის მიერ დადებულ სურათებს არ დავკვირვებივარ.
ონლაინ შოპინგის გაგებაში არ ვარ, ასე შეიძლება ითქვას, ამაში ვერ დაგეხმარები :(

Lord Vader said...

აჰა, ზნაჩიტ მიშა, მიშა და ბოლოს ქალები...
:)

ისე კი, აზაბოჩენობისა არ ვიცი და პანფილოვი რამდენადაც ვიცი ნანა კიკნაძე in relationships არის ბატონ პანფილოვთან. ლამაზი ქალია იმჰო. აზაბოჩენობის დრო სად რჩება კიდე?

Giorgi said...

მე კიდევ რა მეგონა თავიდან, იცით, რომ ამ სტატიის ავტორს მიშას დღის თუ კვირის გრაფიკი აქვს ფოტოებში ასახული: დილით ასე იწყებს, შუადღეს პატრიოტიზმის ნოტაზეა და მერე, საღამოს - ქალები, ქალები, ქალები... :))

NM said...

ეტყობა მე დილისა და შუადღის სურათები არ შემხვედრია :D

გურამი said...

ისაა.. მე ვერაფერი გავიგე და რატომ ნეტა? ჩემი აი ქიუ უკვე საგანგაშოდ დაეშვა? :(

agaTa said...

saocari kontrastia, ai mesmis bednieri dgeebi :D

ჰექსე said...

ვაიმე არ ვიცი ვინ არის ეგ კაცი, სადაურია, საიდან მოხვდა და რას აკეთებს საქართველოში და განმიმარტეთ რა :)

Kate said...

ააააააა, ძალიან მაგარი პოსტია...
თამარა, ყოჩაღ!!!

კატიე said...

რას ერჩით ამ ბუნჩულა კაცს. საკუთარი ქვეყანა მიატოვა და ახლა აქაც არ აყენებთ? :)))
მე დავაჰაიდე ტიტველი ქალები, ბიჭები ბლომად ყავს პროფილში და იმათ დავუთმე ;)

ისე, გულწრფელად რომ ვთქვა, აბო თბილელიც არ მიყვარდა, თავისი ქვეყნის და რელიგიის მიმტოვებელი და ჩვენთან გადმობარგებული, მერერარომ ის ცუდი ქვეყანა იყო და აბოს ტრანსფორმაცია - ჩვენი სასარგებლო.
არც პანფილოვის მესმის. საერთოდ საკუთარი, თუნდაც რუსეთისნაირი ქვეყნის სიძულვილის არ მესმის. თუ, ჩვენ რა ვიცით "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია?"

კატიე said...

vaaax_chemi
ჰოდა ისა,
ზურიუსის კომენტარი მე ხუმრობად აღვიქვი და შევცდი ვითომ? :/

vasasi said...

Giorgi: მაშინ პოსტს მიშას დღის გრაფიკს დავარქმევდი, ბატონი ოლეგ პანფილოვი რა შუაშია მანდ? :)

ჰექსე: ტაჯიკელი ჟურნალისტია, მოსკოვში ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრს ხელმძღვანელობდა. სხვათაშორის, თავის დროზე რუსეთში იმავე მოტივით წავიდა, რა მოტივითაც ახლა საქართველოშია. ეს რომ გავიგე, ცოტა არ იყოს, ჩავფიქრდი.. :)

კატიე: რუსეთი არ არის პანფილოვის სამშობლო,. იხილე ჰექსესთვის გაცემული პასუხი..
და, საერთოდ, თავისი ქვეყანა მიატოვა, ჩემთან ჩამოვიდა, ეს ჩემზე არ მოქმედებს ისევე, როგორც ანდრეი ნეკრასოვის ბოდიშები აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა მისამართით. ეს ცინიზმის ზღვარსაც სცდება უკვე.

ჰო, ზურიუსის კომენტარი ხუმრობით იყო; საოცარია და, ამ საკითხში მეთანხმება.. :|

meanderdze said...

რა ოლეგა და პანფილოვა? მეტი საქმე არ გაქვთ? ქვეყანა თავზე გვექცევა!!!

ოლეგისაც და მაგის საღამოებისაც!

=)

Taa said...

meanderdze

da rashi gamoixareba es ngreva magalitad?

meanderdze said...

რაში და მაგალითად იმაში, რომ "ოლეგებისნაირებს" ვაჭმევთ!!!

mecmikvarkhar said...

კარგი იყო როგორც ყოველთვის :)

vasasi said...

მეანდერძე, საქმე სწორედ იმაშია, რომ ოლეგისნაირებს ვაჭმევთ.

ტიპი მართლა არ მალავს, რომ აქ კარგად ისვენებს..

ჭამს, სვამს, კოტრიალობს, ჭკუას ეკითხებიან, ფეხქვეშ ეგებიან..

არადა, ტრაგედია სწორედ ეს არის..

Anonymous said...

ტრაგედია ის არის, რომ, არჩევნების გასაშუქებლად რომ იყავით, მოვალეობა დაიკიდეთ და ყველაფერი გაუპრავეთ. აჰა - შედეგი.

vasasi said...

არადა, არჩევნებზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, არმცთუ მის გასაშუქებლად.. :|


კი არა, ოლეგა რა შუაშია არჩევნებზე?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger