Wednesday, September 8, 2010

სალომე გველესიანის მარგალიტები


პირველი, რომელიც აღმოვაჩინე, პოსტიც მივუძღვენი.

მას შემდეგ გამიტაცა ამ ადამიანმა და "თბილისელების" რვა ნომრიდან მარგალიტების ამოკრეფას შევუდექი.

1. ინტერვიუ ავთანდილთან. აღმოჩნდა, რომ ავთო ლონდინისა და ნიუ-იორკის დაპყრობას აპირებს.
"თბილისში საუბარი იყო, რომ შენ არ გაგიჭირდება ლონდონის და ნიუ-იორკის დაპყრობა. ბოლობოლო, საკუთარი თვითმფრინავით დაგხვდნენ."  ინტერვიუში ყველაზე მთავარი, სწორედ ეს დეტალი გახლდათ.

2. შორენა ბეგაშვილის დაბადების დღე:
ა) "მსახიობი შეუდარებელ ფორმაში იყო. თოჯინას ჰგავდა, რომელიც პირდაპირ საკუთარ დაბადების დღეზე ჩამოფრინდა".
ბ) "ყველაზე საინტერესო "თბილისელების" საჩუქარი აღმოჩნდა. შორენას დიდი ყუთი დახვდა, საიდანაც მშვენიერი აღნაგობის მოდელი - ლაშა სამადალაშვილი ამოვიდა და შორენას უცეკვა. მაისურიც კი გაიხადა";

3. ბიჭოლას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ნიუსი. მას შემდეგ, რაც ბეთანია ქართულმა ელიტამ თავზე დაიმხო:
"როგორც მოგვიანებით გავიგეთ, იმ უამრავ სასაჩუქრე პარკებში, რომელიც ერთ ადგილას იყო დახვავებული, ბიჭოლამ მხოლოდ სახლში აღმოაჩინა შიგთავსის რაობა. ესენი იყო: "დოლჩე და გაბანას" პერანგი, მაისური და ქამარი კახა კალაძესა და ანუკა არეშიძისგან, "შანელის" პარფიუმის კრებული თიკო სადუნიშვილისა და ალანა არველაძისგან, 21 სუნამო, უძვირფასესი ვისკები, მაისური დიზაინერის გამოსახულებით და სხვა."

4. ინტერვიუ დათო ევგენიძესთან:

"მას შემდეგ თუ შეიცვალა რამე, რაც პრეზიდენტის ნათესავი თქვენი სიძე გახდა?" აქცენტი: დათო ევგენიძე პრეზიდენტის ყვავი ჩხიკვის მამიდის ნათესავია უკვე.

სალომე აქტიურად ცდილობს, საკუთარი ინტელექტი გვიჩვენოს, აგერ, მაგალითებიც:

5. ინტერვიუ ნანიკო ხაზარაძესთან ინტიმურ დეტალებზე:
"როდესაც ოპრა უინფრიმ თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ხმამაღლა თქვა, როგორ გააუპატიურა არასრულწლოვან ასაკში მამობილმა, ის მილიონერი გახდა." - მისასალმებელია, რომ სალომე საკუთარი ცოდნის გამარიაჟებითაცაა დაკავებული, თუმცა, როგორ დავიჯერო, რომ მხოლოდ ოპრას ამ განცხადებას უკავშირდება მისი მილიონერეობა და სხვა, არაფერი გაუკეთებია ჟურნალისტიკაში?!.

 6. ინტერვიუ ქეთა ლორთქიფანიძესთან:

"ერთ ფილმში შონ კონერზე ამბობენ, 60 წლისაა და მაინც საყვარლების როლები აქვს, მე კი 40 წლის ქალი ვარ და ბებიას ვთამაშობო." - საინტერესოა, ვინ ამბობს ამ სიტყვებს. ნუთუ სალომე ინტრიგას ტოვებს?
აქვე: "დროს როგორ ანაწილებ? აი, ახლა ჩემთან რომ ზიხარ და მესაუბრები, ამის დრო როგორ გამოძებნე?" - გულწრფელი გაკვირვებაა. მე არც ერთ წუთს არ გამოვყოფდი ამ ჟურნალთან, მით უმეტეს, სალომესნაირ ჟურნალისტთან სასაუბროდ

7. ინტერვიუ დანიაში მცხოვრებ ქართველ დიზაინერთან. სალომესეული შეფასება:

"ასე მგონია, ევროპის პატარა ქვეყნებმა და შორეულმა აღმოსავლეთმა უფრო შეინარჩუნეს ფილოსოფია მოდაში."
აქვე საუბრობენ მოდაზე. დიზაინერი ამობობს, რომ ჟივანშისთვის მუზა ოდრი ჰეპბერნი იყო, ივ სენ ლორანისტვის - კატრინ დენევი. სალომე: "სალვადორ დალისათვის ცოლი - გალა."

8. ""ქალაქურის" კლუბს ძალიან ცნობილი რუსული ჯგუფი "სლივკი" ეწვევა. არ ვიცი, რატომ შეარჩიეს თავიანთი ჯგუფისთვის რძის პროდუქტის სახელი კარინამ დაშამ და ირამ, მაგრამ ქართველ მამაკაცებს რძის პროდუქტებზე მეტ სიამოვნებას რომ მოუტანენ, ფაქტია."

9. ინტერვიუ თეა თუთბერიძის შვილის მამასთან, რომელმაც სამი ცოლი გამოიცვალა:
"ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შენი ძალიან უცნაური პორტრეტი დაიხატა - ხომ არ შეიძლება, ბიჭს სამჯერ არ გაუმართლოს? ეტყობა, ბიჭი არ ვარგა". - რა სასიამოვნოა, როცა ამას გეუბნებიან.

სალომე საგამოძიებო ჟურნალისტიკიტაც ფრიად დაინტერესებულია: "ერთი თვე გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობაო. ანუ, ეს, დაახლოებით, ხუთი თვის წინ იყო. რადგან თეა ახლა ოთხი თვის ორსულია";

სალომესეული დასკვნა: "ანუ, ეს ერთადერთი სექსის შედეგია?"

10. ფრანგული საღამოს შესახებ:
"კაფეში შეკრებილი სტუმრები რამდენიმე საათით მოსწყდნენ დაძაბულ ყოველდღიურობას და ფრანგული მუსიკისა და სიმღერის ფონზე ისეთი განწყობა ჰქონდათ, თითქოს, თბილისში კი არა, პარიზში, ეიფელის კოშკის ერთ-ერთ რესტორანში იმყოდებოდნენ."

11. ამავე გვერდზე სალომე ვინმე ანუკა ქებურიას დაბადების დღესაც ეხება (როგორც შემდეგ გავიგე, ეს გოგო დიზაინერი ყოფილა), რომელიც "ბამბა ლაუნჯში" აღინიშნა. სალომე გვიყვება ფეშენის უმაღლესი ტენდენციების კივილზე და ბოლოს დასძენს: "მომავალ, ოქროს დაბადების დღეს, დიზაინერი უფრო მასშტაბურად გადაიხდის."- მთელი საქართველო ელის ანუკა ქებურიას ოქროს დაბადების დღეს. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოა.

სალომე პირველი მომხვდა თვალში, თორემ ამ ჟურნალს მსგავსი და უფრო მაღალი მასშტაბის მოლუსკები ჰყავს (მოლუსკები - მარგალიტების მწარმოებლები) მარიკა ხიდურელის, ნათია უტიაშვილის, ეკა პატარაიას და სხვების სახით.

მეგონა, სალომე გველესიანი პატარა, 20 წლამდე გოგო იყო, მაგრამ ფეისბუქზე ვიპოვე და 28 წლის ჩამოყალიბებული ადამიანია. მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვხვდები, როგორი ტვინი უნდა გქონდეს, ასე რომ წერო?!

ჰექსუს... 


15 comments:

agaTa said...

"უამრავ სასაჩუქრე პარკებში,"ამაზე გავაფანატე!! მიყავრს ჟურნალისტები, რომლებიც გამართული ქართლით წერენ
"თბილისელების" ნომრები უნდა მქონდეს სადღაც და გადავათვალიერებ, არასოდეს შემინიშნავს ბეჭდური მედიის ასეათი გამორჩეული მარგალიტი :)

შენ ძალიან ნიჭიერი ხარ და რაც მტავარია ახერხებ სწორად წერო!
გადაჭარბების გარეშე!
WE LOVE VaSaSSi

agaTa said...

არ დამზარებია, მოვძებნე ძველი ნომერი და სალომეს ინტერვიუებიც ვნახე!! "თბილისელებში" განსაკუთრებით დამაინტრიგებელი სატაურები მიყვარს "რატომ?" "ვინ" "სად?" "ვისი?" კითხვებით გაჯერებული!! ეხლა ვკითხულობ სტატიას "რას გაითვალისწინებს მოდის კვირეულზე თაკო ჩხეიძე და ვისი კოლექცია იყო ყველაზე განსხვავებული" განსაკუთრებით მომეწონა ერთი ტერმინი "წითელი ხალიჩა ცნობილი ადამიანების გამოვნებასა და აზროვნებას აშკარად "აფრეშებს"" (ც)სალომე გველესიანი! აქ "აფრეშებზე" აღვფრთოვანდი, სალომე ქართულ ენაში მისი შესატყვისია განახლება, გამოცოცხლება !!!!ასევე ძალიან მომეწონა რამდენჯერმე ნახსნები "სელებრითი" და "ფეისი" ვარსკვლავი და ცნობილი სახე აღარ კმარა ხო? ასევე გამოსარჩევია "სელებრითული ამინდი"!! სალომე გეტყვი რომ "ქეჟუალსაც" აქვს თავისი ქართული სესატყვისი! ლექსიკონში ჩაიხედე ცალი თავლით მაინც! მგონი ეს ტერმინები სტატიისათვის გლამურული ეფექტის მისაცემად გამოიყენა სალომემ, რადგან რუბრიკას ქართული მოდა ჰქვია? ჰმმ!! ძალიან ბევრს ვბოდიალობ, მაშინ როცა უნდა მეძინოს, მერე კიდევ ამოვყრი! უი ხო ბიჭოლას და მის ბალიშებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ და სტატიის დომინანტი თემაა :)

mapatie :D

vasasi said...

გმადლობ, აგათა.
კი არა, საპატიებელი რა გაქვს? :დ


ბედნიერი ვარ, რომ წიგნების გამოცემა შეწყვიტეს.. :)

ibzzz said...

ეჰ, თინეიჯერობაში რომ "ვარსკვლავებს" ვკითხულობდი, იმის მერე ბულვარულ პრესას აღარ გავცნობივარ, იმ მიზეზით, რომ მექსიკური, მახინჯი ტელესერიალების სცენარების და მსახიობების არ იყოს - პირდაპირ მაგიჟებს ყველაფერი რაც იქ მხვდება. ჰოდა, ახლა კიდევ მაგით ვიშალო ნერვები :) თქვენ საღოლ გოგოებო, მაგარი ნერვები გაქვთ, ორბის თვალი და არწივის კლანჭი! :D
მაგრამ, ავად თუ კარად, FB-ზე დავიმატე პრაიმ ტაიმსი და ბოლო რამოდენიმე სტატიას გავეცანი, კონკრეტულად ნანუკა ხაზარაძეზე (მის ეხ-ქმარზე) და ზურა ხაჩიძეზე (ქეთას სიყვარულზე) და რასაც ქვია - რწყევის პარაშოკია!
ადამიანი, რომელიც ასე ცდილობს რასაც სხვა ლაპარაკობს ამოატრიალოს და დაამახინჯოს და ეძებს, ეძებს რაღაცას, როგორც ღორი ნეხვში საკბილოს - ჩემი აზრით მაგარი საცემია! აი, წაიკითხეთ და ნახავთ.. და ვის მოსწონს ნეტავი ეს სტატიები? როგორი გემოვნების მკითხველზე გათვლილი..
მოკლედ, რატო დავწერე ეს.. პრაიმ ტაიმსსაც ჩახედეთ ხოლმე პლიიზ :)

ჰექსე said...

აქ ვარ ვასასი :)
სალვადორ დალი თუ დიზაინერი იყო აღმოჩენაა ჩემთვის :დ
გოგო არ უნდა გაუგზავნო ეს ნაწერი? ჩემი აზრით კარგი იქნება თუ წაიკითხავს.

სალომეს მხოლოდ 2 ინტერვიუ მაქვს წაკითხუკლი და ისეთი მარგალიტებიანი რომ აუცილებლად დავწერ ამის შესახებ როგორც კი თბილისების 35-ე ნომერი დაიდება ნეტში :) ანუ ამ ისტორიის გაგრძლებეა იხილეთ ჩემს ბლოგზე :)

ibzzz
საერთოდ ყვითელი პრესის კითხვა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჩავხედე უკვე პრაიმ ტაიმსაც და პოსტიც დავწერ, დღეს ან ხვალ გამოვაქვეყნებ :))

ბაჩო said...

მარიკაც რამე მარგალიტებს წერს? :)

kanario said...

რატომაა ასეთი ხალხი ჟურნალისტიკაში?! :? ნეტა ვინმე მათ უფროსად დაგნიშნავდეს, ვასას!

bushka said...

ვასასი, როგორ მესმის შენი...ეხლა ბიზნეს კურიერს ვუსმენ რატომღაც და ისეთ გრამატიკულ ზეიმს წავაწყდი, ეგრევე პოსტის დაწერა მომინდა :)))))

taa said...

ვინმე ანუკა ქებურიას

vinmeeeeeeeeeee?
eg ar gagigos gogo :D :D :D :D :D

sxvata shoris blogerobs eg gogo :D :D :D :D

http://www.vasassi.com/2010/09/blog-post_08.html
datkbit, vzitkebze aqvs mititebuli
blogis kontentia namdvilad idealuri - araferi zedmeti :D :D

vasasi said...

hexe: გოგო, ვფიქრობ, შეიძლება გავუგზავნო, მაგრამ ვფიქრობ, წარმატებული ადამიანის შეურაცხმყოფელ პოსტად მიიჩნევს. ხომ იცი, პოპულარობა რომ მსხვერპლს მოითხოვს, ბოღმიანი და შურიანი ადამიანებით რომ არის სავსე სამყარო.. :დ

ბაჩო: აბა მარიკა? უი, ხიდურელი თუ ხიდაშელი? რომ არ წამეკითხა, ხომ არ ვახსენებდი?! :)

kanario: რა ვიცი, ეგ კი არა, უარესები არიან.. მე ვინმეს უფროსობამდე ჯერ ბევრი მიკლია, ჩემო სალომე.. :)

bushka: დაწერე მერე, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.. :)


taa: უი, არ ვიცოდი.. იმედია, არ დამწიწკნის.. :)

kanario said...

ჰოდა, პირველ რიგში, ასეთი გულწრფელი თავმდაბლობის გამო უნდა იყო ეგეთების უფროსი! ;-) :*

kakato said...

loool..........

სალომესეული დასკვნა: "ანუ, ეს ერთადერთი სექსის შედეგია?"

albatobis teoriastan mwyraladaa etyoba :D

Anonymous said...

ნათია უტიაშვილის მარგალიტები მე მომხვედრია თვალში მრავლად :)ეპითეტად ხშირად იყენებს სიტყვას "საყვარელი"
მახსოვს, კახი კალაძემ ცოლი რომ შეირთო, მაშინ წავიკითხე მისი სტატია. დღემდე მახსოვს, ისე შემზარა :)

Anonymous said...

"Tbiliselebi" erterti yvelaze kargi JURNALIA, tavis jurnalistebianatt, aba erti gadaxedet gzas,sarkes,reitings da mere imsjelet salome gvelesianis qartulis codnaze : ):)

orkutxa said...

Anonymous,
ჩვენ ცუდსა და უარესს შორის არც ერთს არ ვირჩევთ, საერთოდაც.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger