Monday, September 13, 2010

ჩემი პირველი ექსკლუზივი

მინდოდა, ძალიან კარგი გამოსულიყო, მაგრამ ხმა ექსტრემალურ პირობებში ჩაიწერა და ამიტომ არის კატასტროფული, ასეთსავე პირობებში აეწყო (რამდენიმე საათი გვქონდა გასაკეთებლად). გარდა ამისა, მონტაჟს არ ვესწრებოდი.

ისე, ცხოვრება მართლა საინტერესოა:
2004 წელს რას ვიფიქრებდი, რომ ექვსი წლის შემდეგ ჯარჯი ზვიადაური ჩემი რესპოდენტი იქნებოდა და ექსკლუზიურ ინტერვიუსაც მომცემდა.
მინდა ვთქვა, რომ გარდა კარგი სპორტსმენობისა, პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანია და, ცირეკიძისაგან განსხვავებით, თავში არ აქვს ავარდნილი.

ძალიან გთხოვთ, თუ არ დაგეზარებათ, შენიშვნები მომეცით, თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

ესეც თქვენ, ჩემი პირველი ექსკლუზივი ილიას ილიადისისგან..


P.S. ორი დღის წინ, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯარჯიმ ოქროს მედალი მოიგო. დღეიდან ის არის ძიუდოისტი, რომელსაც ყველა ტიტული აქვს მოგებული.

14 comments:

agaTa said...

vamayob sheniT :)

undone said...

ძალიან კარგი იყო! ;)))

Da-v-iD said...

ცოდო არაა ასეთი ვაჟკაცი საბერძნეთის სახელით გამოდიოდეს? თან ასე უნდა საქართველოსთვის მედლის მოგება!!!! ეგ ამბავი მისახედია.
გაიხარე ჯარჯი...სადაც არ უნდა იყო ჯიგარი ხარ!

vasasi said...

დათ, ჯერ არ აპირებს საქართველოს სახელით ასპარეზობას, კარიერის ბოლოს დავბრუნდები აქო, ასე მითხრა.

საერთოდ, მოსწონს საბერძნეთი. თავს კარგად ვგრძნობო.

ასეთი მონდომებული ადამიანი, მე მართლა არ მინახავს. არ სჭირდებოდა მითითება ვარჯიშზე, რა უნდა ეკეთებინა. თან, აშკარად ეტყობა, რომ უდიდეს სიამოვნებას იღებს ჭიდაობისგან. ისეთი ღიმილით ჭიდაობს.. :)

”გაიხარე ჯარჯი...სადაც არ უნდა იყო ჯიგარი ხარ!”

მართლაც, რომ.. :)

Da-v-iD said...

გასაგებია რომ მოსწონს და კარგადაცაა.. მაგრამ სად გვყავს ასე გასაშვები ჩემპიონები? მაგრამ ვაი რომ ვერ ვპატრონობთ სათანადოდ თორე... ეჰ... ისე საღოლ. დასაკვეხნი მაინც მაქვს ბერძნებთან- ქართველმა მოგაპოვებიათ გამარჯვებები თქო ;)

გიორგი კალატოზიშვილი said...

ცუდია, რომ მონტაჟს არ ესწრებოდი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სულ სხვა სიუჟეტი გამოვიდოდა. აქ მხოლოდ ”კატასტროფულ” ხმაში არ არის საქმე. ამ შემთხვევაში ხმა მეორეხარისხოვანია, მთავარია ვიზუალური რიგი, მონტაჟი, რომელიც, ჩემი აზრით, არ არის სწორად აგებული. მაგალითად, შეიძლებოდა კომენტარის ფონზე გეჩვენებინათ მისი ვარჯიში. შეიძლებოდა მსხვილი ხედიც უფრო მეტი ყოფილიყო.

გიორგი კალატოზიშვილი said...

ხო, კინაღამ დამავიწყდა მეკითხა - რომ წერ, რას წარმოვიდგენდი 2004 წელს იმას, რომ 6 წლის შემდეგ ჩემი რესპონდენტი იქნებოდაო - რა ხდებოდა 2004 წელს? ტყუილად არ ახსენებდი ამ წელს. ამ დროს ხომ არ დაამთავრე?

vasasi said...

კი, გიორგი, გეთანხმები აბსოლუტურად. მე როცა ვნახე, უკვე გადაცემაში იდო.

ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან აბსოლუტურად სხვა კადრები მქონდა შერჩეული და ძალიან ეფექტურიც.

კარგი უნდა გამოსულიყო.

ძალიან დიდი მადლობა შენიშვნისათვის.. :)

vasasi said...

არა, არა..
2004 წელს ჯარჯი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ძალიან დამწყდა მაშინ გული, რომ სხვა ქვეყანას მოუტანა ოქრო..

ზურამაც მაშინ მოიგო ოლიმპიადა და, გახსოვს ალბათ, რაც ხდებოდა საქართველოში..

ჯარჯის ძალიან დიდ პატივს ვცემ იქიდან მოყოლებული და მართლა ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, რომ როდესმე ექსკლუზიური ინტერვიუ მექნებოდა.. :)


წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, ჯერ ბაკალავრის ხარისხი მაქვს. მომავალ წელს მინდა მაგისტრატურაში ჩავაბაროთ და ვნახოთ, თუ ცოცხალი ვიქენი.. :)

Anonymous said...

ჩემი მეგობარი სპორტული ჟურნალისტისგან ვიცი, რომ ცირეკიძეს სულაც არა აქვს თავში ავარდნილი...

Anonymous said...

თამუნა, ვითომ 2004 წლამდე საბერძნეთში ცოტამ თუ იცოდა, რა იყო ძიუდო?
პ.ს. ზემოთა ანონიმიც მე, ირმა ვარ :))

vasasi said...

ირმა, ჩემი თვალით რაც ვნახე ცირეკიძეზე იმას ვამბობ, შეიძლება, სპორტულ ჟურნალისტებთან სხვანაირია.. :)

ჯარჯიმ მითხრა ასე, ბევრმა კარგად არც იცოდა რა იყო ძიუდო, რომ გეკითხა, შეიძლება ეთქვათ, კარატეაო, და მაგიტომ ვთქვი.. :)

გურამი said...

ვას, სწრაფად ლაპარაკობ. და ექო აქვს ხმას.

vasasi said...

გურამი: აღნიშნული მაქვს ზემოთ ეგ ფაქტები.
ხმა ექსტრემალურად ჩაიწერა და მაგიტომ აქვს ექო..
სტუდიაში რემონტი გვქონდა. :)
სწრაფად ლაპარაკი ჰო, ჯერჯერობით, ჩემი სენია.. :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger