Tuesday, September 14, 2010

რბილი "ლ" ჩემი პრეზიდენტის ლექსიკონში


  • რადგან ქართული ოპოზიცია, ჯერჯერობით, ზვიადად დუმს, ხელისუფლებაზეღა ვღადაობ.
     ისე, ოპოზიციის სიჩუმე მმართველ სექტასაც დაეტყო. 

მაგალითად, თუ ადრე, თავის გამოსვლებში ჩემი პრეზიდენტი რუსეთსა და ოპოზიციას ლანძღავდა, დღეს აშკარაა, რომ უკანასკნელ ფლანგზე სათქმელი შემოელია და ადამიანურ, მტკივნეულ თემებზე გადავიდა.

არა, რა სიძვირე. რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე ხომ პრეზიდენტმა თავად შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ საკვებზე ფასი არათუ გაიზარდა, არამედ დაიკლო (მერე რა, რომ ჩემთან ახლოს მდებარე მაღაზიებში ყველაფერი გაძვირდა, მე ჩემი პრეზიდენტის მჯერა).

საქმე სხვა ადამიანურ თემას ეხება.

საქართველოს 4 მილიონი მოსახლედან, ალბათ, ნახევარზე მეტს უჭირს ერთი შეხედვით მარტივად წარმოსათქმელი ”ლ” ბგერის ამოშაქვრა. მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა აშკარაა, რომ რბილი ”ლ”-ს მქონენი ნერვიულობენ და ჭირის ოფლი ასხამთ.

მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საჯაროდ გააკრიტიკა მაგარი ”ლ”-ს წარმომთქმელნი და დაიცვა ჩაგრულნი, ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა 2013 წლისათვის საკუთარი საარჩევნო კამპანია 3 წლით ადრე გახსნა (თუ 2012-ში არ ამოვწყდით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას რა უნდა?!).

ეჭვი მას შემდეგ უფრო გამიმძაფრდა, რაც რბილი ”ლ”-ს მქონე ქართველი პატრიოტები ჩემმა პრეზიდენტმა აგერ უკვე მეორედ, რამდენიმე წლის წინ მის მიერ დახურულ და ორი დღის წინ მის მიერვე ზარზეიმით გახსნილ კადეტთა კორპუსის პრეზენტაციაზე ახსენა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტი ნიჭიერი კაცია და, სხვა მრავალთან ერთად, აქტიურად ითავსებს ჟურნალისტის როლსაც (შეგახსენებთ რამდენიმე კვირის წინ ”ერორზე” გასულ ვითომ პირდაპირ ჩართვას, სადაც პრეზიდენტი სხვადასხვა მხარის გუბერნატორებს ტელეხიდის მეშვეობით ესაუბრებოდა), მისმა აურაცხელმა და გამოცდილი ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა პრესცენტრმა, ვერ აუხსნა, რომ ”Stand up-"ის სათვალით ჩაწერა არ შეიძლება. ბუნებრივია, იურისტ კაცს ჟურნალისტიკის ეს დაუწერელი კანონი სად დაესიზმრებოდა?!
ამიტომაც, ყელამდე აწეულ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი ჩემი პრეზიდენტი, ამაყად საუბრობდა ტრიბუნიდან. 20 წუთიან გამოსვლაში იმდენჯერ იმეორა, არც ერთი იყო რუსი და არც მეორე ფრანგი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენო, რომ ეჭვი გამიჩნდა, ქუთაისში გამგზავრების წინ ”მამლუქი” ხომ არ ნახა და საზეპიროები ხომ არ ამოიწერა?!

ისე, თემიდან გადავუხვევ და, ამხელა პიარშიკ კაცს როგორ ეშლება ჩაცმის ამბავი? იმ შარვალს მაინც ყელამდე იწევს, დაამაგროს ერთი ღილი ქამრის ნაცვლად და შეიკრას ამ ყელთან კოხტად, ჯიბეებთან ხელების ადგილი გამოხვრიტოს და პერანგის ფულსაც დაზოგავს. ნუ, მართალია, მიშა ტანისამოსს მხოლოდ ხელვაჩაურში ყიდულობს და პერანგი 5-10 ლარზე მეტი არ უჯდება, მაგრამ ამ ფულს ბიუჯეტში შეიტანდა და თავის ხალხს მოახმარდა. მსგავსი საქციელით კი, აღმაშენებლობისკენ თუ არა, სტალინობისკენ მაინც ხომ გადადგამდა 1-2-3 ნაბიჯს (თან 21/XII - 21/XII საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს)?!

მართლა, ქუთათურებო, გულწრფელად ვწუხვარ, რომ დღეში 45623-ჯერ გესმით გელათის ზარების რეკვა. რას ვიზამთ, მიტროპოლიტი გყავთ ასეთი, მიშას მიერ რიკოთის ყოველ გადალახვას აღმაშენებელს რომ გელათის ზარების გუგუნით ამცნობს საფლავში. 

დავუბრუნდები რბილ ”ლ”-ს. 
ეჭვი მაქვს, უახლოეს მომავალში პრეზისდენტი საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვითაც რბილი ”ლ”-ს მქონე ხალხისათვის შეურაცხყოფის მიყენება, უპირველეს ყოვლისა კი, შენიშვნის მიცემა გირაოს შეფარდების გარეშე, 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ხოლო ნორმალური ”ლ”-ს მქონე ადამიანებს დაეკისრებათ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ კანონპროექტს კანონად აქცევს, 2013-ში (ვიმეორებ: თუ 2012-ში კოლექტიურად არ ამოვწყდით) სააკაშვილი არჩევნებს ისევ გაყალბების გარეშე მოიგებს, ხოლო ნორმალური მეტყველების მქონე ადამიანებს, ამდენი ჯარიმის გადამკიდეთ, ან ბანკის ვალი დაახრჩობს, ან მტკვარი, ანდაც ჭერზე მიმაგრებული სარეცხის თოკი, რომელზეც მათი მეუღლეები კვირა საღამოს სათუთად ფენენ გარეცხილ თეთრეულსა და სხვადასხვა ინტიმურ ნივთებს.

ეჰ, მეგობრებო. ეს ჩემი პირველი აღმოჩენა არაა (იხილეთ წინა), მაგრამ მიუხედავად ცხვირამდე აწეული შარვლისა, მიუხედავად თითიდან გამოწოვილი თემებით მანიპულირებისა, მიუხედავად დიპლომატური ეთიკის არცოდნის ან იგნორირებისა და, საერთოდ, მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიყვარს ჩემი პრეზიდენტი, მიყვარს იმდენად, რომ ხანდახან მგონია, მასზე დიდი მიშისტი ვარ. 

12 comments:

taa said...

Ra davcero ar vici :)
martla ar vici - garda imisa rom nichieri xar :)

agaTa said...

vici rom "ukomentarodac" komentaria, magram mainc ukomentarod!! :D

ibzzz said...

იმ შარვალს მაინც ყელამდე იწევს, დაამაგროს ერთი ღილი ქამრის ნაცვლად და შეიკრას ამ ყელთან კოხტად, ჯიბეებთან ხელების ადგილი გამოხვრიტოს და პერანგის ფულსაც დაზოგავს.
:D:D
მწვანე სპორტულები, წითელი სპორტულები, ცოტა ხნის წინ ფოტო ვნახე - ჯინსის სქინები ეცვა მუხლებამდე უბით!
მალე თქვენი საყვარელი ბალიშებითაც რო გაეძროს, ნუ გაგიკვირდებათ :D

undone said...

შე მართლა ვასასო შენა!!! :))) კარგი იყო ;))

KoKo said...

Shavi ,,ackii" iyo qutaisshi mtavari, shavi, qurduli ,, achki'' :)

კოპალა said...

მაგარი ხარ ვასას მაგარი :))))))

gtkesh said...

არ გეთანხმები თითქმის არაფერში :)

vasasi said...

gtkesh: ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება..

მე ამ უფლებას არ გართმევ, მეგობარო.. :)

ჰექსე said...

ვა ჰა ჰა ჰა
ყელემადე აწეულ შარვალზე იმდენი ვიცინე ცრემლები მომდის :)

sophie said...

sasaciloa satirali rom ar iyos :| kargi xar vasasi kargi :)

გურამი said...

ბოლო ფრაზაზე გულიანად შემომეღიმა. :)

daliela said...

ჩვენი მიშა ჯერ ახალია,ვაცალოთ და გამოიბრძმედება ჩაცმა-დახურვაში. ხელვაჩაურში მეტს ვერ შოულობს და. ეკონომიკას ააყვავებს,არმანის ბუწიკს გაუხსნის იქაურებს და მერე კარგ ზმანზე დადგება :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger