Sunday, September 19, 2010

ქართველი ჟურნალისტი ქეთა თოფურიას დაბადების დღის შესახებ


ქეთა თოფურიას დაბადების დღე თბილისში აღუნიშნავს.

არა, ამ ინფორმაციით არასოდეს დავინტერესდებოდი, მაგრამ ჟურნალისტის აღნიშვნა ისეთი იყო, რომ გვერდის ავლა გამიჭირდა.

სტატიის ავტორი ”რეიტინგის” ჟურნალისტი გახლავთ, თუმცა ვინაობა არაა დაკონკრეტებული. წერის სტილიდან გამომდინარე ვფიქრობ, ეს Dj Bukle უნდა იყოს (ბავშვობაში ”ეტალონს” ვთამაშობდი, ორი წელი ამ ჟურნალს ისტერიულად ვყიდულობდი და კარგად ვიცნობ სტრუქტურას). 
მაშ ასე, განვიხილოთ პუბლიკაცია, რომელიც შემდეგნაირად იწყება:

  • ”ჩვენი საყვარელი ქეთა თოფურია თბილისშია. ამის შესახებ ერთი ჩემი შოუბზინესში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული მეგობრისგან შევიტყვე, რომელიც თავისდა საუბედუროდ და ჩემდა სასიხარულოდ, "რდისონის" ახლომახლო ცხოვრობს.”
     

    ვასასი: ქეთა ჩვენი საყვარელი როდის აქეთაა? მას შემდეგ, რაც რუსეთს უმღერა, მას შემდეგ, ომის დროს მთელს ქართველობას რომ დაგვაიმასქნა თუ იქიდან მოყოლებული, კოლექტიურად რომ გვიწოდა დაუნები?! 
    ყოველთვის მეგონა, რომ ”Radisson” ქართულად როგორც ”რედისონი”, ასე ჟღერდა. თუმცა ბოლო ფრაზაში მთავარი ისაა, რომ ჟურნალისტს დაქალი ჰყავს, რომელიც რუსთაველზე ცხოვრობს.
  • ”გამოაღო თუ არა ფანჯარა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მთელი ქართული შოუბიზნესი შეისუნთქა. ხან დათო გომართელის ხმა ისმოდა, ხან "ვი დონთ ვანა პუტინ"-ების...”
    ვასასი: 
    ანუ, რომ მოვინდომო, დათო გომართელს შევისუნთქავ? და თავი ხომ არ გამეჩხირება სასუნთქ მილში? მაგრამ როგორ შევისუნთქავ, როცა ჟურნალისტის ნაცნობ ცოლ-ქმარს შეუსუნთქავს უკვე.
    თაკო, სწიოპა, ნინი და ქრისტინე, რა აწყენინეთ ჟურნალისტს, რომ "ვი დონთ ვანა პუტ(ი)ან"-ებად მოგიხსენიებთ?
  • ”ჩემს წყაროს მეგობარი ჟურნალისტი ვყავარ და გადაწყვიტა, ჩემთვის ინფოს შეგროვებით მაინც გაერთო თავი.  ქეთას 24 წლის შესრულება 9 სექტემბრის ღამეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად 12 საათზე გრანდიოზული ფეიერვერკით აღინიშნა.”
    ვასასი:
    ჩემო არაჟურნალისტო მეგობრებო, წარმოდგენაც არ გაქვთ, რა მაგარ პონტში ხართ, მე ხომ ჟურნალისტი ვარ?!
    უფრო სწორად, ვცდილობ, წარმოვიდგინო 9 სექტემბრის ღამის ზუსტად 12 საათი, ვძაბავ საფეთქლებს, ჭირის ოფლი მასხამს, მაგრამ ჩემს უბადრუკ გონებას არ ძალუძს, წარმოგიდგენიათ თქვენ?!
  • ”ისეთი ამბავი ატყდა ღამის თორმეტზე, ჩემმა მეორე მეგობარმა დამირეკა, მგონი, ომი იწყებაო, მაგრამ დავამშვიდე, ომი კი არა, ქეთაა თოფურია ჩამოსული და ისეთი ტუსოვკა გააჩაღა, მთელი თბილისი თავზე დაიმხო-მეთქი.”
    ვასასი:
    ვიმეორებ ზემოთ თქმულ სიტყვებს: ჩემო არაჟურნალისტო მეგობრებო, მაგარ პონტში ხართ. აწი თუ კივილი შეგაშინებთ, ნუ დაიბნევით, დამირეკეთ და გაცნობებთ, რომ ეს რუსი ოკუპანტები კი არ ძალადობენ ქართველ ქალებზე, უბრალოდ, რუსულ შოუბიზნესში მოღვაწე რომელიმე ქართველი ან ქართველის ცოლი მშობიარობს და ხმები ამ პროცესის ბუნებრივი დანართია.
  • ერთი ათი ათასი დოლარის ფეიერვერკი მაინც იქნებოდა, მერწმუნეთ. ეს ჩემი ნაცნობი ცოლ-ქმარი ისეთ დღეში ჩაცვივდა, ერთმანეთს სკაიპით ელაპარაკებოდნენ, რადგან ისე ხმა არ ესმოდათ.
    ვასასი: ნუ, რადგან 10 000 დოლარის ფეიერვერკი იყო, ნამდვილად ეპატიებოდათ. რაც შეეხება ”სკაიპს”, ვფიქრობ, ფაქტის აღნიშვნა, რომ ცოლ-ქმარს ორი კომპიუტერი აქვს სერიოზულ ინფორმაციულ ნაკლებობას შეიცავს. ჟურნალისტს გამორჩა ხაზი გაესვა, ლეპტოპები (ბოდიში, ლპტოპი მინდოდა მეთქვა) აქვთ თუ პერსონალურები? ამასთან, რომელი ფირმის და რა ფასიანი?! 
  • მე კი კიდევ ერთი ინფო მაქვს თქვენთვის ამ მომღერლის შესახებ - სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, მისმა ჯგუფმა ახალ კლიპზე დაასრულა მუშაობა. თურმე ქეთასგან რობოტს ააწყობენ, მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილისგან ქეთა-რობოტს ქმნიან და ეს როგორი კარგი საყურებელი იქნება, ხომ ხვდებით?
    ვასასი: ვაემეეეეე, ვერ ვხვთებეეეეეე, გოემე ვააარრ??? აუუუუუუუ, არ არსებოოოოობსს :(( 
    ისე, ნიუსი ძალიან საჭირო და მნიშნვნელოვანია. თან ექსკლუზიურად რომ ფლობ, მაგას სხვა მუღამი აქვს და საზოგადოებას ისე რომ აცნობ, გეგონება შენ შეგითანხმეს ახალი კლიპის დეტალები.

 და ბოლოს: მადლობა ანონიმურ ჟურნალსიტს, რადგან მრავალ წინამორბედთან ერთად მან კიდევ ერთხელ მომცა მაგალითი, თუ როგორი არ უნდა ვიყო ჩემს პროფესიაში. 


12 comments:

knuti said...

შენ არასდროს დაწერ ასე.
მადლობა ღმერთს :)

მე, როგორც შენი არაჟურნალისტი მეგობარი, ოდესმე დაგირეკავ სეშინებული და გთხოვ მითხრა, ომი დაიწყო თუ ისევ ქეთას 10 000-ს დოლარიანი ფეირვერკია :დ

agaTa said...

დარწმუნებული ვარ ბუკლიკო იქნება, მას უყვარს ასეთი "ფეშენ ივენთების" საინტერესოდ გაშუქება!!
შენს კომენტარებზე ისტერიული სიცილი ამივარდა!!
მე მიყვარს ვასასი!!

agaTa said...

წინა კვირას, ერთ მშვენიერ საღამოს, ის-ის იყო, სამსახურიდან ახალი დაბრუნებული მეუღლესთან ერთად ტელევიზორის წინ მოკალათდა და ქართული ტელეეთერით აპირებდა დატკბობას, ზუსტად ათ საათზე ისეთი ღრიანცელი მოაწყდა მის ფანჯრებს, ლამის წალეკა იქაურობა. ცოლ-ქმარი აზრზე რომ მოვიდა, მიხვდნენ, რომ ნაცნობი ჰანგები შემოესმოდათ და იმასაც მიხვდნენ, საიდან მოდიოდა ხმა - "რადისონის" ვერანდიდან. გამოაღო თუ არა ფანჯარა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მთელი ქართული შოუბიზნესი შეისუნთქა. ხან დათო გომართელის ხმა ისმოდა, ხან "ვი დონთ ვანა პუტინ"-ების...

OMG!!!!!!

Aleksandre said...

ჯაან დონე სტატიაა :D

ვეცემი ქართულს "ყვითელ" პრესაზე :D

Agasfer said...

"უფრო სწორად, ვცდილობ, წარმოვიდგინო 9 სექტემბრის ღამის ზუსტად 12 საათი, ვძაბავ საფეთქლებს, ჭირის ოფლი მასხამს, მაგრამ ჩემს უბადრუკ გონებას არ ძალუძს, წარმოგიდგენიათ თქვენ?!"

ჰაჰააა :D :D :D
LOOOOOOOOOOOOOOOOOOOOL

taa said...

:დ :დ :დ :დ :დ :დ

ვივა, ქეთამ თბილისში დაბადების დღის გადახდა იკადრა
თან რ–ა–დისონში :დ :დ :დ

Michael said...

მრავალი მარაზმი მინახავს გაზეთში და ეგეთი არსად შემხვედრია...

zorbeg said...

ROFLMAO

სააღოლ –)))

+1

Lord Vader said...

ნუ ბუკლია თუ ჭუკლი - ჩვენი საყვარელიო რომ ამბობს თავის მკითხველებს გულისხმობს... ჰოდა მართალია ამ ამბავში.
უყვართ და რა ქნან.
სიყვარული ბრმაა და ყრუ.
ხშირად ბრიყვიც.
ჰოდა, აცალე რა სიყვარული. მურმანის ეკალივით ნუ ხარ. :)

P.S.
ბაკურიამ როგორ დაიპყრო ჰოლივუდი - პალიტრაშია. გადახედე, მოგეწონება. :)

vasasi said...

Lord Vader: კი, გადავავლე და ბაკურიას ამ ბლოგზე ერთი პატარა პოსტის დათმობის ბედნიერება ეღირსება..

მერე რა ჩამოაწევინებს მაგას ცხვირს.. :))

გურამი said...

ვაიმე, თამო, შენ გაგახარებს ღმერთი, რამდენი ვიცინე! :D :D :D ჭირის ოფლი მასხავსო ამაზე ცუდად გავხდი და არ არსებობზეც არ დამემართა ნაკლები. კარგია, მომწონს, ძაან კარგი. :) ისე ჩემი სახლის წინ გუშინ სატვირთო მანქანას საბურავი დაეშვა და მთელი ღამე აკაკუნებდნენ. არ ვიცოდი ვისთვის მეთქვა ეს ამბავი და აი, პონტიც გაიჩითა - შეგიძლია კონტრაბანდის მზიდავთა უკუღმართ ბედზე დაწერო. :)

Lord Vader said...

ცოტნესა და პალიტრის ჟურნალისტის გასაუბრება სკაიპით იმდენად დიდი შედევრია, რომ მეც ვერ გამიძლო გულმა და პოსტი მივუძღვენი, თან ჩემთვის რეკორდულ ვადებში.
http://wp.me/pXQxp-u5

თან თუ არ გჯერათ, ბატონო - აგერ ფოტოებიცო, რომ წერენ. ეგ საერთოდ.
კოსტნერის დიდი ფანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ შემეცოდა მაინც... :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger