Saturday, September 25, 2010

ვის ბაძავს ქეთათო?

იმისათვის, რომ დასკვნა გამოიტანოთ, საჭიროა, კლიპებს უყუროთ.
ჯონ ლენონი და იოკო ონო:



ირაკლი და ქეთათო ჩარკვიანები:




რა დასანანია, რომ ირაკლის 5674545 სინათლის წელი აკლდა ჯონ ლენონამდე, მაგრამ, იოკოსაგან განსხვავებით, იქნებ ქეთათომ ვერ ივარგა?

14 comments:

ჰექსე said...

ახლა ინტრიგანი კი ნუ გეგონებით
ორივე წყვილი ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც მაინტერეებს იოკო ონო თუ იმღერებდა აფრებს?

vasasi said...

იოკო ცოცხალია, მოდი, ფეისბუქზე მივწეროთ.. :)

მაგრამ მაგას, მგონი, რაც ჯონი აღარ არის, ხმა არ ამოუღია.. :გიგი:

Michael said...

ხმა ამოუღია რომელია, ალბომები გამოსცა თავისი ავანგარდული კნავილით სავსე...
ისე ამ თემაზე ადრე ირაკლის და ქეთათოს ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: იოკოს და ჯონს ხომ არ ბაძავთო... რა უპასუხეს არ მახსოვს, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც პარალელები რომლებიც რეალურად არის, არ გვაძლევს საფუძველს რომ ვიფიქროთ სპეციალურად აკეთებდნენ თუ არა. რეავიც...

vasasi said...

არ მაქვს მე მისი სიმღერები ცალკე მოსმენილი..

ჯონთან ერთად რაც აქვს გაფუჭებული, ისიც მყოფნის..

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მე ამ ქალის მადლობელი ვარ ჯონის გამო.. <3

Michael said...

ჯონს რომ ნასკებს ურეცხავდა და ბავშვს რომ უზრდიდა მაგისთვის? :D :D :D

vasasi said...

არა, იმისთვის, რომ ჯონ ლენონი შექმნა..

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იოკოს არარსებობის შემთხვევაში ლენონი ის ლენონი იქნებოდა, ასე რომ გვიყვარს ყველას..

:)

Michael said...

კარგი ვასას რას ამბობ?ცოდვაა მაგის თქმა, ე.ი ჯონი იოკომდე არ არსებობდა? 1967 ჯონმა არაერთი შედევრი შექმნა დამოუკიდებლად და პოლთან ერთადაც. ჯონი ჯონია და არა აქვს მნიშვნელობა იოკოს მოიყვანდა ცოლად თუ საკეჯეევას. ჯონის კარიერა გენიალური ლირიკა, მუსიკა ყველაფერი რომ იოკოს მერე დაწყებულიყო კიდევ ხომ მარა არაა მასე. იოკო არაფერს წყვეტს ჯონის პიროვნებაში, იოკო რომ არა ჯონი უნიჭო იქნებოდა?

vasasi said...

არა მიშა, რას ამბობ..
როგორ ვიტყვი, რომ ჯონი უნიჭო იყო?
მაგრამ უამრავი ადამიანი არსებობს, რომელსაც იმ რაღაცის გამოსატანად დახმარება სჭირდება. ჯონი ასეთ ადამიანად მიმაჩნია.. :)
გენიალური იმიტომ იყო, რომ გაიხსნა და და იოკომ მოახერხა..
რომ წარმოვიდგენ, რამდენ რამეს შექმნიდა ამ 30 წლის მანძილზე, ცუდად ვხდები.. ;(

1967 წელი ახსენე..
მგონი, ჯონი და იოკო 1966 წლიდან იყვნენ ერთად.. ;)

Michael said...

არა ვასას 1966-ში იოკო ვინ იყო ჯონმა არ იცოდა... 1967-ში გაიცნო ჯონმა იოკო, იოკოს გამოფენაზე (მგონი პერსონალური იყო) 1968-ში შეუღლდნენ.
იოკოს რაღაც წვლილი აქვს რომ ჯონი ასეთი იყო, მაგრამ ის არ განსაზღვრავს ჯონის ნიჭს და მნიშვნელობას, იოკო არ იქნებოდა? - იქნებოდა სინტია ან მაყვალა ჯონს ამით არაფერი დააკლდებოდა. შექმნიდა სხვა სიმღერას მაგრამ არა ნაკლებად გენიალურს. ისეც არა მგონია რომ ჯონის შექმნისთვის მაინცდამაინც ვინმე ქალი იყო საჭირო, უბრალოდ ძნელია ისაუბრო სხვა ვარიანტებზე როდესაც ისინი რეალურად არ მომხდარა.

vasasi said...

არა, მიშა..
66-ში გაიცნეს ერთმანეთი..
დავეჭვდი შენ რომ დაწერე და გადავამოწმე: Ono first met John Lennon when he visited a preview of an exhibition of Ono's at the Indica Gallery in London on November 9, 1966

http://en.wikipedia.org/wiki/Yoko_Ono

შეიძლება, ჯონი უფრო მაგარი ყოფილიყო სხვა ქალის შემთხვევაში, რომელიც იოკოზე მეტად გახსნიდა. ჯონი იყო ჯონი, მაგრამ იოკომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ამ კაცს თავისი სიტყვა ეთქვა.

მე მართლა მიმაჩნია, რომ რომ არა იოკო, ჯონი ის ჯონი არ იქნებოდა, რაც ვიცით და ამაში ნათლად ვრწმუნდები, როცა ჯონის სიმღერებს ვუსმენ 66-მდე და 66-ის შემდეგ.. :)

Michael said...

ოჰ შემშლია?!
66-მდე არაერთი გენიალური სიმღერაა დაწერილი და პრინციპში 66 წელი არაფერს არ ცვლის არც 66-ში და არც 67-ში იოკოს გავლენა არ იგრძნობა, 68-ში და უფრო მკვეთრად 69-ში იწყება იოკოს სტუდიაში ჯდომა და შესაბამისად მისი გავლენა.
ჯონი ჯონია... იოკო უბრალოდ ატრიბუტი იყო,

vasasi said...

რომლები აბა?! 66-მდე რომლები დაწერა?
ჰელფი არ თქვა ოღონდ. ეგ ჯონი არ არის, უფრო ელვისია.. :))

Michael said...

გადახედე 66-მდე გამოსულ ალბომებს სიმღერების უმეტესობა ჯონის და პოლის ერთობლივი ნამუშევარია

vasasi said...

კი, მანდ ვარ მეც..
ცალ-ცალკეც წერდნენ, ბუნებრივია.. მაგრამ ჯონის სიმღერები...

რა ვიცი, რა ვიცი,.,.

მე მაინც ჩემს აზრზე ვარ, მაგრამ მთავარზდე ვთანხმდებით: The Beatles is All..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger