Sunday, September 26, 2010

შოთა, ვაჟა და გალაკტიონი??

მახსოვს, ბავშვობაში ეკლესიაში რომ შევდიოდი, სანთლებს ყველა ხატთან ვანთებდი. მაგრამ ერთხელ რომ ილია ჭავჭავაძის ფრესკა დავინახე, პირდაღებული გავჩერდი.
კი ვიცოდი, რომ წმინდანი იყო, მაგრამ ხატი მეტისმეტი აღმოჩნდა. ტრადიციისამებრ, სანთელი დავანთე, მაგრამ დისკომფორტი ვიგრძენი და ჩემს თავს ვკითხე:
  • რატომ?
ილია გააწმინდანეს და აგერ, აკაკი წერეთლის სახლმუზეუმის დირექტორს კითხვა გაუჩნდა, აკაკიმ რაღა დააშავაო?
- ილიას სული მოითხოვს აკაკის გაწმინდანებას, - ამბობს ცეზარ ლაშხი.
მისი იდეა ეკლესიამ განიხილა. კრებას ლაშხიც ესწრებოდა.
ბუნებრივია, დაისვა კითხვა: აკაკის რომ ქალები ნამეტნავად უყვარდაო?! სახლმუზეუმის დირექტორის მტკიცებით, კომისიამ შეისწავლა და დოკუმენტალურად დაადგინა, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აკაკის მხოლოდ ის უყვარდა, ვისაც ლექსებს უძღვნიდა, თანაც პლატონურადო.
  • ღვთისმოშიშო და, ამავდროულად, ხორციელ სიამოვნებაზე უარის ვერმთქმელო ადამიანისებრნო, გიხაროდეთ! ღმერთისთვის მთავარი ის ყოფილა, თუ ვინ გიყვარს (პლატონურად, ბუნებრივია), თორემ პატარ-პატარა ეშმაკობები სათვალავში არ არის ჩასაგდები. თანაც იმდენად, რომ თუ ჯვარი გაქვს დაწერილი, ოჯახი გაქვს, მაგრამ ცოლი/ქმარი არ გიყვარს, უღალატე რამდენიც გინდა. იქ, ზემოთ, მთავარია, ვინ გიყვარს პლატონურად. 
არადა, აკაკი ცნობილია თავისი მექალთანეობით. სხვიტორში დღემდე ამბობენ, რომ ახალგაზრდა, ლამაზ გოგონებს სოფლისგან მოშორებით მალავდნენ, რათა აკაკის მათთვის თვალიც არ მოეკრა. არსებობს ეჭვი, რომ ივანე მაჩაბლის ამბავი სწორედ მისი მეუღლისა და აკაკის ურთიერთობას უკავშირდება და ა.შ.

ისე, საინტრესოა, მისი კანონიზაციის შემთხვევაში, აკაკის ზეწოდება რა იქნება. მგოსანი, პოეტი თუ პირდაპირ აპკთმმუსვრელი (აკაკის კარგი იუმორი ჰქონდა და ვიცი, არ მიწყენს)?

თქვენი ნებართვით ბოლოში ჩემს აზრსაც ჩავაკვეხებ: წმინდანი ჩემთვის არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ნამდვილ ღვთისმსახურებაში გაატარა ან ქრისტიანობისათვის ეწამა. ამ კატეგორიაში საერო პირების გარევა ჩემთვის მიუღებელია.
მგონია, დავით აღმაშენებელს, ილია ჭავჭავაძეს ან, თუნდაც, ცოტნე დადიანს რომ საკუთარი კანონიზაციის შესახებ გაეგოთ, საკუთარი ხელით მოიკლავდნენ თავებს.
ბოლოსდაბოლოს, წმინდანობა ღირსების ორდენი ხომ არ არის, ყველა მეორეს რომ გულზე ჰკიდია ჩვენში?
  • ჩვენ პოეტთა დიდი ხუთეული გვაქვს: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი..აკაკის გაწმინდანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოვითხოვ შოთას, ვაჟასა და გალაკტიონის კანონიზაციასაც!
 ვიცი, იტყვიან, გალაკტიონმა თავი მოიკლა და მას არასოდეს შერაცხავენ წმინდანადო, მაგრამ სადაც გამსახურდიას მკვლელობის დასამტკიცებლად ცოდვილობენ (რასაც, სავარაუდოდ, მისი გაწმინდანება უნდა მოჰყვეს, რადგან დიდი ხანია საზოგადოების ნაწილი ამაზე საუბრობს), იქ გალაკტიონის მკვლელობის დასაბუთება რა გახდა? დარწმუნებულები ვართ, რომ შურიანმა და ბოროტმა მედდამ არ ჰკრა ხელი მუზით შეპყრობილ გალაკტიონს?

 და ბოლოს: ყველაზე მახვილგონიერი პასუხი ამ საკითხზე.

P.S. მე, იმედი მაქვს, რომ ცეზარ ლაშხის დიდი სურვილის მიუხედავად, საპატრიარქო ამ თემას სერიოზულად არ განიხილავს და თემა მალე ჩაკვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად მე, ფაქტის შეფასებაც კი გამიჭირდება.

18 comments:

knuti said...

გუშინ ათეისტს ვესაუბრებოდი და ასეთი რამ მითხრა: წმინდანები ჩემთვის არიან ადამაინები, რომლებმაც თავისი პიროვნული განვითარების უმაღლეს საფეხურზე რომ მოახერხეს ასვლაო (მთლად ამ სიტყვებით არა, მაგრამ ამ შინაარსით).
სწორედ ამ პრინციპით რაცხს ეკლესია აკაის მგონი წმინდანად.

ამ ლოგიკით, აკაკიც წმინდანად უნდა შევრაცხოთ, გალაქტიონიც, გრანელიც, ნიცშეც კი, თქვენ წარმოიდგინეთ:D

ვისაც საქართველოსთვის აქვს ნაღვაწი, ყველა რომ წმინდანად შევრაცხოთ, საქართველოს ისტორიის წიგნებში ყველა მოხსენიებული სახელის წინ “წმინდას” ჩამატება მოგვიწევს მაგ: წმინდა მეფე გიორგი 99999999 )) წმინდა გლეხი ბოსტოღანაშვილი, წმინდა ინგილო გოგო, ერეკლეს რომ თავზე ქლიავი გადმოაყარა და ა.შ. :D

წმინდანობისთვის, ჩემი სუბიქტური მოსაზრებით, ცოტა მეტია საჭირო… თუნდაც რელიგიისთვის რამის გაკეთება… წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო, მაგრამ წმინდააა ჩემთვის, იმიტომ, რომ ის საკუთარი რელიგიისთვის ეწამა წიმნდა ნინო წმინდაა, რადგან საქართველოში მან გაავრცელა ქრისტიანობა…. ხვდებით იმედია, რისი თქმაც მსსურდა , მეტ მაგალითს აღარ მოვიყვან.

ნან said...

აბსურდია რა. მოკვდებოდა ილია სიცილით რომ იცოდეს რომ წმინდანია! და ილიას სული ითხოვს აკაკის გაწმინდანებასო ეგ მართლა თქვეს თუ შენი ინტერპრეტაციაა??? იმდენი რა ვუთხარი მაგათ! სულ გაგიჟდა ეს ხალხი.

vasasi said...

არა, ნან..

მე არაფერი მომიგონებია. აკაკის სახლმუზეუმის დირექტორი ამბობს, ილია ითხოვს აკაკისო.. :D

agaTa said...

ცეზარ ლაშხი.(bavshvoba gamaxsenda) :)
tam sruliad gasagebi damisagebia sheni pozicia da isic ra gashfotebs, magram saqartveloshi dges iseti tendenciaa moulodneli ar iqneba yvelaferi es moxdes!!
xalxi:"chven wmindanebi gvchirdeba!!" aseti damokidebulebaa ra
chemi pasuxi sheidzelab dzalian uxeshia da araqristianuli, magram mgini sakmarisad gvyavs :)
:)

vasasi said...

იცი რა, აგათა..
წმინდანობა მართლა ზეა და საეჭვო ადამიანების კანონიზაციით მე ამ რაღაცას მინგრევენ.

არ მომწონს ეს.

agaTa said...

mesmis da zustad igives vgrdznob mec! chemi azrit araa sachiro rom eklesiashi shesulebma yovel meores (mapatiet kidev ertxel) vuntot santeli, chemtvis titoeuli xatis wina antebuli santeli dzalian mnishvnelovania, da miuxedavad imisa rom me shenc mier zemot chamotvlil pirovnebebs geniosebad vtvli sulac araa sachiro wmindenebad sheracxon, magram es chemi da sheni gadasawyveti araa,
seriozulad midioda saubari vajas wmindanad cheracxvaze, amirebdnen gvamis eqsgumacias da tu gauxrwneli agmochndeboda kidec sheracxavdnen, es sakitxi droebit shecherebulia rogorc vxvdebi da vnaxot ra iqneba :)

Jupaaaao said...

"სხვიტორში დღემდე ამბობენ, რომ ახალგაზრდა, ლამაზ გოგონებს სოფლისგან მოშორებით მალავდნენ, რათა აკაკის მათთვის თვალიც არ მოეკრა" - დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის ავტორს წაუკითხავს აკაკის აღსარება ტასო მაჩაბლისადმი, რომელიც მართლაც "ზე"-ა, როგორც კანონიკური, ისე არაკანონიკური და ზოგადადამიანური გაგებით; ამიტომაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, საეჭვო "ცნობებისა" და ჭორების გამომზეურების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, ის მასალა დაგედოთ, რომელიც ბიბლიოგრაფიულად დადასტურებულია.. : ))
ხოლო, რაც შეეხება ქართველი სახალხო მგოსნის, საქართველოს ბულბულის (პრინციპულად არ ვსვამ ბრჭყალებში)გაწმინდანების იდეას, გეთანხმებით აბსოლუტურად.. ან ვინ არ დაგეთანხმებათ.

agaTa,

ჩვენ წმინდანები კი არა, ზნეობრივი გმირები გვჭირდება; ამასვე ითხოვს ხალხი; სამწუხაროდ, რატომღაც, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს ტერმინი ბევრს აღიზიანებს.

vasasi said...

Jupaaaao: არ მაქვს წაკითხული... ვნახავ აუცილებლად..
აკაკის შენეულ შეფასებებს არც მე ჩავსვამდი ბრჭყალებში. იმიტომ, რომ ეგრეა.. ;)

agaTa said...

jupaaao
zneobrivi gmirebi?! srulad misagebia!! wmindanoba sul sxva ramea!~

ნან said...

ჩვენ გვჭირდება მოქალაქეები. კანონმორჩილი ადამიანები და სახლემწიფო სადაც ეს ადამიანები იქნებიან დაცული. აღარ შემიძლია ამდენი გმირები, გმირობა არის ერთჯერადი აქტი, კარგია გადასარევია, მაგრამ მგონი სკამარისია უკვე ამდენი გმირი და წმინდანი.

Agasfer said...

აააა :@

anina said...

vasasi said...

არა, ნან..

მე არაფერი მომიგონებია. აკაკის სახლმუზეუმის დირექტორი ამბობს, ილია ითხოვს აკაკისო.. :D


ილია ამბობს, აკაკი დაიდოსო ;D :D

Natalia said...

ვასასი, წმინდანი ყველა ის ადამიანია, ვინც გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში მოხვდება. ანუ, ნებისმიერი საერო ადამიანი შეიძლება იყოს წმინდანი, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით მათ შესახებ. უცოდველი ვინ არის ამქვეყანაზე, მითხარი ერთი? :))

ვიცი ბევრი დაიწერება ამ საკითხზე და კიდევ ერთი საქილიკო მასალა გამოუჩნდებათ ადამიანებს. თუმცა ამ შემთხვევაში, არც მე მხიბლავს აკაკის წმინდანად შერაცხვის იდეა. როცა სულ სხვა შეხედულებები გაქვს ადამიანზე, ძნელია ერთ დღესაც წმინდანად აღიქვა და მასთან ილოცო. ასევე ვარ მეც ილიაზე.

Michael said...

ვასას გეთანხმები. მაშინ ვაჟამ შოთამ და გალაქტიონმა რა დააშავეს? ყველა წმინდანად შევრაცხოთ ვისაც კი რამე ნორმალური უკეთებია ამ ქვეყანაში, პურს გვთხოვენ თუ წყალს? ხატების დამზადებაზე არც ძალიან ბევრი ფული წავა.

Ginevra said...

ნამდვილად გეთანხმები... არ მიმაჩნია სწორად საერო პირების გაქრისტიანება.

ესეც მგონი იმ ლოგიკის ნაწილია "რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ" – ჩვენ რომ საზოგადო მოღვაწეები გვყავდა, ისეთი...



P.S. წინა კომენტი წაშალე გთხოვ : )

vasasi said...

Ginevra: არის, ბატონო.. :)

Ginevra said...

ეტყობა ახალი რომ ვარ ბლოგ სივრცეში იმის ბრალია ჯერ საიტის მისამართი არასწორად შევიყვანე, მერე 'წმინდანად შერაცხვის' მაგივრად 'გაქრისტიანება' დამიწერია... და კიდე ვფლუდავ ბლოგს. მე მაპატიეთ :blush: :)

რუსო said...

აკაკის კარტიც ძალიან უყვარდა და ნარდიც, საერთოდა აზარტული თამაშები, რაც შეეხება კანონიზაციას, ხალხო არ შეიძლება ასეთ პატარა ერს ამდენი წმინდანი და მოწამე ყავდეს. აკაკი იმიტომ მიყვარს პირადად მე, რომ მაგრად კაიფობდა იმდროინდელ სიტუაციაზე, იჯდა თავისთვის, ღადაობდა, ქეიფობდა და ნაშებში გრიალებდა. კაი კაცი იყო, ყველა ილია ვერ იქნება, ილიას დაუფასეს რო? აკაკი იყოს ისევ ისეთი, ნაღდი იმერელი კაცი და შევეშვათ მის თავზე შარავანდედის დამონტაჟებას, აკაკი უბრალოდ აკაკია

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger