Monday, September 20, 2010

The Crusaders in Tbilisi ანუ, საკონკურსო პოსტი

ის 1960-ში ჩამოყალიბდა. მაშინ, როდესაც "ბითლზი."
სახელი ოთხჯერ შეიცვალეს ("The Swingsters," "Nite Hawks", "The Jazz Crusaders", "The Crusaders" 1971 წლიდან), "ბითლზმა" - სამჯერ.

არასოდეს ყოფილან ამა თუ იმ ჯაზური მიმდინარეობის გამოკვეთილი მიმდევრები. ასრულებდნენ ჯაზს, სოულს, ჯაზ-ფანკს...

პიანისტი - ჯო სემპლი, დრამერი - სტიქს ჰუპერი, საქსაფონისტი - უილტონ ფელდერი და ტრომბონისტი - ვაიან ჰენდერსონი.

თავიდან ჯგუფის წევრები მხოლოდ ეს ადამიანები იყვნენ. მოგვიანებით, როცა ჯაზ-ფანკის სტილში დაიწყეს მოღვაწეობა, ბაზი და ელექტროგიტარაც დაამატეს.

სერიოზული ფინანსური წარმატება ჯგუფს, 1979 წელს ქუჩის ცხოვრებამ მოუტანა. ალბომი გამოუშვეს ასეთი "street life". მათი ჰიტები სოულისა და (გაგიკვირდებათ, მაგრამ) დისკოს ჩარტებში წამყვან ადგილებს ინაწილებდნენ. 

ჯგუფი "ბითლზის" დაშლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ დაიშალა.
მოტივი ძველია - ჩვენ ამოვწურეთ საკუთარი შესაძლებლობები.
წევრებმა სოლოკარიერა განაგრძეს, ისევე, როგორც "ბითლზის" შემთხვევაში.

ჰოლივუდური ფილმების ფინალისა რა გითხრათ, მაგრამ მე ყოველთვის მიჩუყდება გული, როცა რეალურ ცხოვრებაში ასეთ ფინალს ვაწყდები: 2003 წელს სემფელმა იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, ჯგუფის წევრები კვლავ ერთად შეკრებილიყვნენ.

ასეც მოხდა.

2003 წლის შეკრებას ალბომი " Rural Renewal" მოჰყვა, რომლისთვისაც გიტარის პარტიები ერიკ კლეპტონმა და რეი პარკერმა ჩაწერეს, მომდევნო წლებს კი ახალი ალბომი "Soul Axess" მოჰყვა.
მათ კონცერტზე ვარ.
ჩამოსვლა ეღირსათ.
ბილეთის შოვნა არ გამჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ ფილარმონიის სალაროსთან ჩემს წინ რამდენიმე პეროიანი თავი მოძრაობდა.
მრავალრიცხოვან რეპერტუარს შორის, ჩემი უსაყვარლესი მომღერლის "Eleanor Rigbey"-ს ქავერიც არის.

ველოდები. წესით, საკონცერტო პროგრამაში არ უნდა ჰქონდეთ შეტანილი, მაგრამ რა იცი რა ხდება?!

დარბაზი ნელა ივსება. მოდის ყველა კატეგორიის ხალხი. ახალგაზრდები, ძველგაზრდები, გამოპრანჭულები. მე მორცხვად დავცქერი ჭუჭყიან კედებს.
ჯანდაბა. გამეწმინდა მაინც წამოსვლის წინ.
შესასვლელთან ის შავი მანქანა ვნახე, მე და ერთმა რომ ვიცით. ანუ, ჯაზმენები ადგილზე არიან.
შემოსვლისას ინციდენტსაც გადავაწყდი: გაცრეცილპერანგიანი მოხუცი დაცვას დარბაზში შეშვებას სთხოვდა. ხელში ფორთოხალი ეჭირა (ტიპების მოქრთამვა უნდოდა, ალბათ) და უხსნიდა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ამ კონცერტზე დასწრებას. ჰო, და მის ზურგს უკან გოგო-ბიჭები მოდიოდნენ, სახეზე ეწერათ ყველაფერი.
არა, რა ჩემი საქმეა, მაგრამ მაინც.

იწყება.
როგორია ჯაზი?!
ჯაზკონცერტზე, თუ არ ვცდები, პირველად ვარ, მაგრამ ჩანაწერების მოსმენა/ყურებას თავისი ემოცია მოაქვს. თუ ხვდები, რასთან გაქვს საქმე, არ შეიძლება არ აგიყოლოს, არ ჩაგითრიოს, თავის ნაწილად არ გაქციოს. კონცერტი სხვაა. ჩანაწერს ვერ შეადარებ. აწყვეტილი ემოციები თავს გაკარგვინებს.

სურვილი მაქვს, რომ ან საქსაფონში შევძვრე, ან სემფლის როიალში; მგონია, ასე უკეთ გავიგებ ბგერებს.
კონცერტის დაწყებისთანავე მიჩნდება სურვილი, რომ სადღაც ქანდარაზე კი არა, არამედ, სცენის კიდესთან ვიდგე და მთლიანად შევისრუტო ყველა ბგერა. 

შთაბეჭდილებები საკონცერტო პროგრამასავით დიდია. ამ უკანასკნელს ვერ გადავხედე, მაგრამ eleanor rigbey-ს ჯიუტად ველოდები.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვარიანტი ჩემშია გათავისებული. ჯაზური ვერსიას სხვანაირად მოაქვს, ცოცხალ შესრულებას, განსაკუთრებით:

2 comments:

agaTa said...

auf!!! auf!! auf!!!
mokled yvelaferi daswrebazea ra
eleanor rigbey!!
mec!! :D
warmatebas gisurveb konkurshi

Anonymous said...

found your site on del.icio.us today and really liked it.. i bookmarked it and will be back to check it out some more later

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger