Saturday, October 2, 2010

(უძველესი) პროფესიაც არის და პროფესიაც

დიდი ხანია, საზოგადოება ორი უძველესი პროფესიის არსებობაზე თანხმდება. ერთი საკუთარი სხეულით ვაჭრობა, მეორე კი - ჟურნალისტიკაა.

ამ ორს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს იმის გარდა, რომ სექსუალურ მოთხოვნილებებთან ერთად, ადამიანს, ინფორმაციის მოთხოვნილებაც ყოველთვის გააჩნდა.
  • ბოზი - ძველქართული სიტყვაა და ლამაზს ნიშნავს.
  • სირი - ასევე, ძველქართული სიტყვაა და ჩიტს ნიშნავს. დიახ, დიახ. მფრინავ, პატარა და საყვარელ ჩიტუნიას, რომელთა ჟღურტულიც პოეტურ განწყობაზე აყენებს ადამიანთა უმეტესობას.  
ზოგადად, მიმაჩნია, რომ ადამიანს ყველაზე ღირებული (სიცოცხლეზეც კი) რაც აქვს - ეს ღირსებაა, მის შესანარჩუნებლად, ხშირად, ბევრ რამეზე უარის თქმაა საჭირო. სამწუხაროდ, ყველას არ გვყოფნის ნებისყოფა (მიზეზები: ოჯახი, ბავშვებს ჭამა უნდათ, ცოლი მინდა მოვიყვანო, მოხუცი მშობლები მყავს, აქ კარგად მიხდიან, მერე რა, ვინც გინდა, ის იყოს უფროსი, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ა.შ. ). ეს მტკივნეულია. ორმაგად მტკივნეულია მაშინ, როცა ღირსებას ჰკარგავს ნიჭიერი, განათლებული, კრეატიული ადამიანი და უძველესი პროფესიის იმ წარმომადგენელს ემსგავსება, რომელიც, ამ სიტყვებთან ასოცირდება
.
ვფიქრობ, ამ ქვეყნად ყველაფრის გაკეთება და გაყიდვა შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი კარგადაა შეფუთული, ადვილად იჭმევა. მაგრამ როდესაც ამას ვეღარ ახერხებ, ან, ნიჭი არ გყოფნის, ფულის შოვნა ათასი გზით შეიძლება. სჯობს, სხვა საქმეს მოკიდო ხელი: ხაჭაპური გამოაცხო, შეშა დააპო, ბუღალტერი იყო და ა.შ...

როდესაც ჟურნალისტი გქვია და აკეთებ კომერციულ ან, არხის მიმართულებიდან გამომდინარე, სამთავრობო თუ ოპოზიციურ სიუჟეტს, პლუს, წლების გამოცდილება გაქვს, შეფუთვა მაინც უნდა იცოდე. შეფუთვა თუ არა, ის მაინც, თუ რა არის სიუჟეტი. ანუ, მაქსიმუმ, 3 წუთში ამომწურავად გადმოცემული ამბავი დრამატრუგიული განვითარებით.

ბუნებრივია, ქართულ სინამდვილეში ასე არ ხდება. უკვე რამდენიმე თვეა სერიოზულად ვფიქრობ, ვიცით თუ არა, რა არის სიუჟეტი?!

მაგალითად, მე დღეს ერთ-ერთი პოპულარული არხის პოპულარულ გადაცემაში (უფრო ტელემარკეტში, რადგან, ორ წელიწადზე მეტია, სარეკლამო/საპიარო სიუჟეტების გარდა, აქ არაფერი გადის) არც მეტი, არც ნაკლები, ცხრამეტწუთიანი სიუჟეტი ვიხილე. მთავარ გმირზე არ დავკონკრეტდები, მაგრამ ცხრამეტი წუთის მანძილზე კადრში მანქანის სალონს ვხედავდი, რომლის საჭესთან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იჯდა, უკან კი - გლეხი ცოლ-ქმარი. ეს სამი ადამიანი ქართული განათლების რეფორმის, გაგეცინებათ და, წარმატებაზე საუბრობდა.

არა, მე სხვა სიუჟეტებიც მინახავს: შოკოლადის, ლუდისა თუ ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნებზე, მსგავსი სარეკლამო სერიალი ფარმაცევტული ფირმის ისტორიის, დამაარსებლის, სამუშაო პირობებისა და გარემოს თაობაზე, საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგოსადმი მიძღვნილ უმაგრეს სიუჟეტიც (ყურადღებას ნუ მიაქცევთ ფაქტს, რომ ეს გოგონა ერთ-ერთი ჟურნალისტის ქალიშვილია).

ხშირად, ამ პროცესებს ტექნიკური წუნი აქვს: ხმები დაუბალანსებელია, მონტაჟში სხვა კადრები იპარება, ბევრია წახტომი (ინტერვიუს ჭრისას უხეშად ჩანს გადაბმის ადგილი)..
მაგრამ, ტექნიკურ წუნს ვინ ჩივის, როცა შენი აზრის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის საშუალებას ტელევიზიის, ამ საშინელი ზემოქმედების მანქანით გაძლევენ (მერე რა, რომ ოთხმილიონიანი აუდიტორია სამეგობრო წრე არ არის, სადაც ყველაფერს შეულამაზებლად ამბობ), როცა სიუჟეტში დედის ირიბი გინებაც მოსულა და თითიდან გამოწოვილ თემებზე მანიპულირებაც, რომელიც შენი - როგორც ჟურნალისტის უსუსურობას აჩვენებს.
  • მეგობრებო, ბოზი ძველქართული სიტყვაა და ლამაზს ნიშნავს. სულით ბოზი კი - სულით ლამაზს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც ადამიანური ღირსებაა მთავარი. 

9 comments:

lasharela said...

ყოჩაღ თამო და მადლობა - რომ ასე ხმამაღლად ამბობ!

Andy said...

ვასასი ნამდვილი ბლოგერი ხარ რაა :)

ადეიშვილმა დაიწყო სულ სხვა ნოტაზე სიუჟეტი და ამ დროს ეს მიშა თუ არ შეტენეს ყველგან ისე არ გამოვა , მითუმეტეს ყველა სამთავრობო არხმა აჩვენა მაგ ტრიოს საუბრები და მიშას ყუთების თრევა.

ამაში დამნაშავე არის ერორი და კიკალიშვილი.
კიკალიშვილი მაგარი ხეა , თვალები მოჭუტოს

ჰექსე said...

ადრე დავწერე კაცობრიობა ბურატინოსავით წაგრძელებულ ცხვირს ჟურნალ-გაზეთებშიც თუ ჩაჰყოფდა უთუოდ აღმოაჩენდა მეორე უძველეს პროფესიასაც რომელთა წარმომადგენელები ისეთებს კადრულობენ პორტის მეძავი გაწითლდებოდა- მეთქი, ნუ ეს პრაიმ ტაიმსს ეხებოდა მაგრამ აზრი იგივეა. :)
უნდა ვნახო სიუჟეტი :)

agaTa said...

..

ibzzz said...

kargia, yoCaR vasasiko :)
ho, marTla, rac Seexeba im biWs (Cven ro viciT), aTSi mis qorwilSi var dapatiJebuli.
es tut mier leid :(

vasasi said...

ibzzz: ეეჰ, მე ხომ ბედი არა მაქვს..
არ მიმართლებს ბიჭებში.. :gigi:
არაუშავს, გამოჩნდება კიდევ სხვა, მილიბენდის ორეულები დაილია?! :)))

ბავშვებო, გმადლობთ..

(ნეტა ვინმე გამოჩნდეს ახლა და თავზე დამახუროს ყველაფერი :))

გურამი said...

მე ბოლო ფრაზა მომეწონა: სულით ლამაზი. შე ლამაზო! ვინაა შენი ლამაზი?! ეს სიტყვა ძველქართულად ლამაზს ნიშნავდა.. ხოდა შენი ლამაზი დედა შევალამაზე.. მდაა, როგორი სცენარისტი დადგებოდა ჩემგან.. :)

Anonymous said...

კარგი პოსტი იყო და კარგი გოგო ხარ შენ.

ბურბუშელა said...

კარგი პოსტია:) და საერთოდაც მგონია, რომ "კარის ჟურნალისტი" უნდა იყო, ჯობია პიარში წახვიდე ან საერთოდაც პური გამოაცხო:)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger