Tuesday, October 5, 2010

ცეკვის გაკვეთილები სკოლებში


ჭორის დონეზე ვიცოდი, მაგრამ გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი.

ამ ფაქტის შესახებ ჯერ ერთ-ერთი რადიოდან (გადამიხადონ და სახელსაც ვიტყვი), მერე ჩემი ფავორიტი ტელევიზიის (ვიღაცები შემრაცხავენ ”კავკასიისა” და ”მაესტროს” ჟურნალისტობას, მაგრამ ვაგლახ, რომ საქმე არც ერთთან მაქვს) ეთერიდან გავიგე.

თურმე, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, სკოლის პროგრამაში ცეკვა სავალდებულო საგნად შედის. რატომღაც, სიუჟეტის ავტორმა, ცეკვის სარგებლიანობაზე ქორეოგრაფის ჩაწერა გადაწყვიტა. მის პასუხზე არ დავიხარჯები (გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, მოცეკვავეს რომ ეთქვა, ჯერ რაც საჭიროა, ის საგნები ასწავლეთ და მერე ცეკვა დაამატეთო).

გუშინვე გამოცხადდა ცეკვის პედაგოგთა კასტინგი. მსურველებს ორწლიანი სამუშაო სტაჟი და მოცეკვავეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი უნდა ჰქონდეს. თუმცა, კასტინგი როგორ გაიმართება, დეტალები უცნობია.

დამახასიათებელი გახლდათ ერთ-ერთი სკოლის დირექტორის კომენტარი: ბევრ მშობელს არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა, რომ შვილი ცეკვაზე ატაროს და ეს მშვენიერი შანსიაო.

ცეკვა იქით იყოს და, ტელევიზორში უკვე ტრიალებს ახალი რეკლამა: სასწავლო პროგრამას სპორტის 12 სახეობა ემატება. მოსწავლეს, სურვილისამებრ შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი და გადააკვდეს. სამწუხაროდ, ცეკვაში მათ არჩევანი არ აქვთ. პრინციპში, მე დიდადაც ვერ გავიგე, თუ რომელ სახეობას მიექცევა მეტი ყურადღება: ნაციონალურს, ევროპულს, ბრეიქს, რივერს, როკენროლს თუ აფრიკის რომელიმე ტომის რიტუალურ ცეკვას?!

განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ: ეს ხომ ჯანმრთელობაა. მაგრამ იმ პირობებში, როცა კახა ლომაიას მიერ დაწყებული ესტონური განათლების მოდელის დანერგვის მცედლობა (ამ ადამიანისადმი ჩემს სიმპათიებს ვერასოდეს ვმალავ) მისმა შემცვლელებმა ათასგვარად გადააკეთეს და დღეს, ფაქტობრივად, განათლების რეფორმა აღარ გვაქვს, მაშინ როცა განათლების დონის მიხედვით, მსოფლიო ცხრილში, საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზე გადის, ვფიქრობ, მეტი ყურადღების დათმობა არა პრაქტიკულს, არამედ, ტექნიკურსა თუ ჰუმანიტარულ საგნებს სჭირდებათ.

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ქუთაისში ცურვას სწავლობდნენ. აუზი არ ჰქონდათ, ამიტომ, ბავშვები ხალიჩებს იატაკზე შლიდნენ და მწვრთნელი თეორიულად უხსნიდა, რა უნდა გაეკეთებინათ.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პრაქტიკულთან ერთად,  სკოლებში ცეკვის თეორიული სწავლების დანერგვაც იგეგმება. თუმცა, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რას ნიშნავს ცეკვის თეორიული სწავლება?

თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ, ეჭვი მაქვს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მალე ცეკვას უნარებზე დიდი კოეფიციენტი ექნება. აი, მერე არ ვიცი რა მოხდება. როგორ შეაფასებენ აბიტურიენტებს იდენტიფიკაციის გარეშე, ნიღაბს გაუკეთებენ?!
უი, მაპატიეთ, სკოლაში ხომ ცეკვის პროგრამას ბავშვები თეორიულადაც გაივლიან!.

რუსი ხალხის მსგავსად მაქვს რა ქართველი ერის ნიჭისა და შემოქმედებითობის დიდი იმედი ცეკვა/თამაშ/სიმღერაში, ვიმედოვნებ, რომ ბავშვთა მიერ ახალი საგნები უახლოეს მომავალში გადაბრდღვნილი იქნება და მტერს 56746354-ედ დავუფსობთ -35 მხედველობის მქონე თვალებს.

თუმცა, მთავარი ახალი სასწავლო პროგრამები კი არა, მთავარია, რა იქნება შემდეგი? თუმცა, ხმლებსა და ქარქაშებზე იმ ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, ვერც აქ გაიგებ, განათლების რეფორმაა ჯანდაცვისაში, ჯანდაცვისა - სპორტისაში, ორივე ერთად განათლებისაში თუ, ხმლებისაგან განსხვავებით, ამ რეფორმებს საკუთარი, მათ მსგავსად წარმოსახვითი ქარქაშები არ აქვთ?!

6 comments:

undone said...

აი გუშინ ”კლუბს” უყურებდი და ისე მშურდა რა მაგრად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. აი, ესეთ თანამედროვე ცეკვებს თუ შეასწავლიან ნეტა?

თუ ხალხურს მხოლოდ :(((

taa said...

Tam, shen Etaloneli xar xo?

vasasi said...

კი, თა..

ასე, ოთხი წლის წინ მოვიგე.. :)

რაო?

DreaMar said...

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ქუთაისში ცურვას სწავლობდნენ. აუზი არ ჰქონდათ, ამიტომ, ბავშვები ხალიჩებს იატაკზე შლიდნენ და მწვრთნელი თეორიულად უხსნიდა, რა უნდა გაეკეთებინათ.sasaciloa, satirali rom ar iyos :|

agaTa said...

kargi postia
!!
!

nick_el_son said...

რა მარაზმია ბლინ :|

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger