Thursday, October 7, 2010

კონკურსი ფეისბუქის მომხმარებლებს

ვაცხადებ კონკურსს ფეისბუქში ყველაზე ხშირად მპოსტავი ადამიანებისათვის:
ის, ვინც სამი დღის ვადაში ყველაზე ბევრსა და არაფრისმთქმელ სტატუსს დადებს, თვის ბოლოს (ანუ, ხელფასზე) გადაეცემა სპეციალური პრიზი: თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ბოლო მოდელის უნიტაზი.

უნიტაზში ჩამონტაჟებულია ფეისბუქის სისტემა, ჩართულია ინტერნეტში, აგრეთვე, კარგად იჭერს ვაირლესს. ამას გარდა, გააქტიურებულია SMS ფუნქციაც - იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის, თუ ინტერნეტის ქსელი გაწყდა, ან მეზობელმა ვაირლესს პაროლი დაადო.

ეს ყველაფერი ემსახურება კონკურსის გამარჯვებულის კომფორტს, რათა მას სტატუსების განახლება გაცილებით გაუმარტივდეს.
იჩქარეთ!.
დროში შეზღუდულნი ხართ.
გისურვებთ წარმატებებს.

3 comments:

agaTa said...

ooo, ra sazizxgari gogo xar!! :D
ise cdad girs xo? :D

გურამი said...

Tamuna Karelidze მგონი, სულ ტყულიად გავრეცხე დილას ჩემი ერთადერთი შარვალი: დასველებული დამხვდება.. ;(

სტატუსიდან ვიგებთ, რომ თამუნამ იცის რეცხვა, აქვს მარტო ერთი შარვალი, რომ არაა წინდახედული, უყვარს ფიქრი და შეუძლია დასკვნების კეთება. :პ

vasasi said...

გურამ, შარვლის რეცხვის გარდა უამრავი რამ ვიცი.. ;)

დასკვნების გაკეთება შენც გიყვარს, თუმცა ვერ ვხვდები ქვეტექსტს..


რაც შეეხება ჩემ მიერ გამოცხადებულ კონკურსს, აქ მდეც ისევე ვმონაწილეობ, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger