Saturday, October 9, 2010

წერილი ჯონ ლენონს

დაბადებიდან 70 წელი.
შენ რომ იცოდე, რამდენი მიფიქრია, თუ რას დაწერდი ბოლო 30 წლის მანძილზე.
ჯონ..
ის ხუთი ტყვია რომ არა..
ჩეპმენი რომ არა, მჯერა, დღემდე ცოცხალი იქნებოდი.
გეცოცხლა, ჯონ..
გეცოცხლა.
ამისთვის გეცოცხლა.



და ამისთვის:


როცა შენი გარდაცვალების ვიდეოებს ვუყურებ. იმას, თუ როგორ ტირის ქუჩაში გამოსული მილიარდობით ხალხი,  მინდა, მეც გავაკეთო ისეთი რამ, შენი მოპოვებული სიყვარულის, თუნდაც, მეოთხედი რომ დავიმსახურო.
მაგრამ მე ხომ გენიოსი არ ვარ?!

ჯონ..
შენ სტილი ხარ: მრგვალი სათვალეები შენამდე ძალიან დიდი ხნით ადრე იყო, მაგრამ დღეს მათ ლენონებს ვეძახით.

ჯონ..
შენ ეპოქა ხარ: ძალიან, ძალიან ლამაზი ეპოქა, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ გაიმეორებს.

ჯონ..
შენ იდეა ხარ: მშვიდობის, თავისუფლების, სიყვარულის, გამბედაობის იდეა.

შეშლილი იდეალისტების კერპი ხარ, ჯონ!

ჯონ..
შენ ის ხარ, ვინც ადამიანებს ბრძოლის ჟინი გაუღვივა, ის, ვინც მათთან ერთად ითხოვდა მშვიდობას, ის, ვინც არა მსოფლიოს კერპი, არამედ, რიგითი მოქალაქე იყო, რომელიც "რუპორით" ხელში მათთან ერთად დადიოდა, ის, ვისთვისაც ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი თხოვნით შეეძლო მიემართა და დარწმუნებული იყო, რომ ამომწურავ პასუხს მიიღებდა.

ჯონ, მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ პოლ მაკარტნის "Hou do you sleep" დაუწერე. სიმღერა, რომელსაც არასოდეს გაპატიებ: შენ ეს უღირსი ნაბიჯი არ გეკადრებოდა.

ჯონ...
მიყვარხარ, რადგან შენ მე ახალი სამყარო მაჩუქე. სამყარო, რომელსაც ჯონ ლენონი ჰქვია.

ჯონ...
მიყვარხარ, რადგან შენ ერთი ხარ და მრავლისმომცველი.

ჯონ...
მიყვარხარ, რადგან შენ და იოკო (იქნებ პირიქითაც) 70-იანებში ტაბუს ანგრევდით.

ჯონ...
როცა შემიყვარდება გპირდები, რომ შენს სიმღერებს სხვანაირად მოვისმენ. იმათ, ახლაც რომ რაღაცები მემართება ხოლმე შიგნით..

ჯონ..
მიყვარხარ.
მიყვარხარ.
მიყვარხარ და ასე ბანალურად, ასე არაფრისმთქმელად გილოცავ დაბადების დღეს.

შენ რომ მართლა იცოდე, რამდენს ვფიქრობ, რას დაწერდი ბოლო 30 წლის მანძილზე..
მაგრამ მეც ხომ მოვკვდები, ჯონ?!
ოდესმე ხომ მოვკვდები?!
ჰოდა აუცილებლად მოვალ შენს კონცერტზე.
იქ მოვალ.
მოვალ და ყველა იმ სიმღერას მოვისმენ, რაც ამ 30 წლის მანძილზე უნდა შეგექმნა.

ჯონ, მიყვარხარ, მიყვარხარ და გმადლობ.
გმადლობ, რომ არსებობდი.
რომ ისეთი იყავი, როგორიც იყავი.
რომ მუსიკა მაჩუქე.
მუსკა - რომელიც ჩემთვის ყველაფერია.

12 comments:

Lord Vader said...

მეც ხელს ვაწერ :)

ნასტასია said...

ბითლომანის მილოცვა მაინც სულ სხვაა რა ;))

თინი said...

i swear, ცრემლები მომაწვა კითხვა რომ დავიწყე და რომ დავამთავრე წამომცვივდა კიდეც...

ჯონსაც ვულოცავ და შენც გილოცავ, ვიცი რამდენს ნიშნავს მისი არსებობა შენთვის.

vasasi said...

http://www.youtube.com/watch?v=kEpaBLhcchs&feature=channel

qilipa said...

გენაცვალე სიყვარულში! მალადეც! დარწმუნებული ვარ ჯონისაც გული აუჩუყა ახლა ამან და მოსვლა და ჩახუტება უნდა, მაგრამ ვერ დგება, რომ შენამდე მოვიდეს :შ

ნათია said...

ვაიმე რა კარგად დაწერე, რამდენი ემოცია გაქვს ჩაქსოვილი, ყოჩაღ, ძალიან კარგი პოსტია. აი მესმის მილოცვა :)

Anonymous said...

aeeeeeeeeee shen ra, himnografiis agorzineba gadawyvite? ra uazrobaa :D

Anonymous said...

ვასასი, რა საყვარელი ხარრრ!!! :):):)

kanario said...

რამხელა სიყვარული იმალება შენში... არა, კი არ იმალება, უბრალოდ იმხელაა, რომ მთლიანად არ ჩანს... :*

Sophie Golden said...

გილოცავ, ჯონ და ყოჩაღ იოკოს, წლების მერეც არ დაუკარგავს კომერციისადმი კარგი ყნოსვა ;)

მადლობა ჩეპმენს, ჯონ, თორემ ბათუმში მოგიწევდა სოფიკო ხალვაშ–ნიჟარაძესთან ერთად სიმღერა :/

თამო, ჩემი სარკასტული შესავალი იოკოს, ქართველ "ვარსკვლავების ჩამომყვანებს" და იუთუბ–გუგლ–დუდლს ეხებათ მხოლოდ. პოსტი ნამდვილად კარგი იყო და როცა დავამთავრე, მერე გამახსენდა, რომ შენ აქამდე მაკარტნი გიყვარდა და არა – ლენონი, თუ მეშლება?

vasasi said...

სოფ, მე ორივე მიყვარს, მაგრამ მაკარტნი - განსაკუთრებით, რადგან ამ ადამიანის დამსახურებაა ბითლზი. ფაქტობრივად, ასეა..

ჯონ ლენონი ჩემთვის ბითლზი არაა. ჯონი სხვა მუსიკაა.. <3

ნუ, ჩემი პოლი ყოველთვის ჩემი ფუმფულა იქნება.. <3

Anonymous said...

<3 damajriala...ra kargi postia:)mec moval im koncertze da mec movismen yvela im simgheras romlis dacerac ver moascro.... happy birthday! peace and love john:) <3

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger