Tuesday, October 12, 2010

ქალიშვილობის უნივერსიტეტი

1991 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობა რომ დიდი ამბით გამოვაცხადეთ, ინსტიტუტებს სახელები შეეცვალა და უნივერსიტეტები დაერქვა.

ამ ნიადაგზე, ერთი მოკრძალებული წინადადება მაქვს: არ შეიძლება ქალიშვილობის ინსტიტუტსაც რომ გადავარქვათ სახელი და უნივერსიტეტი ვუწოდოთ?
ვფიქრობ, სიტყვა "ინსტიტუტი", რაღაც, აკნინებს მის მნიშვნელობას.

ბუნებრივია, პირველ რიგში, უნივერსიტეტისათვის ადგილი უნდა შეირჩეს. ვერა, ვაკე, საბურთალო, რუსთა+ველი არ გამოგვადგება. მანდ გარყვნილების ბუდეებია. სადმე გარეუბანი იდეალური უნდა იყოს. მაგალითად, აფრიკა. შენობის კუთვნილ ტერიტორიას შემოვსაზღვრავთ ეკლიანი მავთულხლართებით, რათა დავიცვათ ჩვენ-ჩვენი ქალიშვილობა ათასი გადამთიელისაგან.

გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტი ლიცენზირებული იქნება, განათლების სამინისტრო კი აკრედიტაციასაც გასცემს, მასში მოსახვედრად მსურველებს "ერთიანი ეროვნული გამოცდების" ჩაბარება მოუწევთ.
მაგრამ ნუ ინერვიულებთ! ქალიშვილობის უნივერსიტეტში მოსახვედრად, უცხო ენისა და მათემატიკის ჩაბარება საჭირო არ იქნება. ჭეშმარიტმა ქართველმა ქალიშვილმა ხომ მხოლოდ მშობლიური ენა და ზოგად უნარჩვევები (ძირითადად, თავდაცვით ინსტიქტზე აგებული) მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იცოდეს (ქარგვას, ჭურჭლის რეცხვას, სადილის მომზადებასა და ოჯახში მოქცევის წესებს უნივერსიტეტში შეასწავლიან). ასევე, დამატებით საგნად ჩაბარდება სამედიცინო შემოწმება. ამ გამოცდას ივა კუზანოვი უხელმძღვანელებს. მიზეზი მარტივია: ბატონი ივა საკუთარ ნახელავს მაშინვე იცნობს და ქალიშვილობის უნივერსიტეტი ზედმეტ სირცხვილს გადარჩება.

ალბათ, ყველას გაინტერესებთ, რას და ვინ ასწავლიან ამ უნივერსიტეტში.
ვფიქრობ, რექტორის თანამდებობაზე უპრიანი იქნება ეს ადამიანი, რომლის შემართება, გამოხედვა და ჩაცმის სტილი ზუსტად ეხმაურება თანამედროვე საქართველოს მოთხოვნებს:



რაც შეეხება საგნებსა და ლექტორებს, ისინი ჩვენი უნივერსიტეტის მიერ აღიარებული პროფესორები იქნებიან. ძირითადად, მოწვეულები.  მათ შორის:

პროფესორი მაია ასათიანი - წაიკითხავს პრაქტიკულ ლექციას პირადი გამოცდილებიდან თემაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ქალწულობა მაშინაც კი, როცა არ ვართ;
სრული პროფესორი თინა კანდელაკი - სალექციო კურსი: "როგორ ამოვიცნოთ სულით ლამაზი" (სიტყვა "ლამაზს" ძველი ქართული ვარიანტი შეუსაბამეთ);
ასოცირებული პროფესორი ერეკლე დეისაძე - სალექციო კურსი: "რატომ არის სერობიდან სირობამდე ერთი ნაბიჯი და როგორ არ გადავდგათ ის";
სრული პროფესორი ავთანდილ უნგიაძე (მმკ) - სალექციო კურსი "შევინარჩუნოთ განძი, რომელიც გადაარჩენს ქართველი ერის მომავალს" ;
ასისტენტ-პროფესორი გივი სიხარულიძე - სალექციო კურსი "ჩვენ მუდამ 25 წლამდე ახალგაზრდები ვართ";
არასრული პროფესორი შალვა რამიშვილი - სალექციო კურსი "ყვავილისა და ანტიკვარის ჭეშმარიტი სახე";
აქვე იქნება შემდეგი თეორიული კურსები:
"ინდური ტრადიცია - კამასუტრა და არატრადიციული სექსი: ამორალობის ზეობა" - სტუდენტები გაივლიან დაწვრილებით თეორიულ კურსს;

"რატომ უნდა ვერიდოთ ველოსიპედს და ბოძს?!" (ეს სალექციო კურსი ჩატარდება სტრიპტიზ კლუბ "დივაში", სადაც სტუდენტებს მომსახურე პერსონალი უჩვენებს სრულიად ამორალურ ცეკვებს, და აუხსნიან ტექნიკას, რათა მსგავსი ცხოვრებაში არ გაიმეორონ);
სალექციო კურსი "როგორ ჩნდებიან წეროები?!", განგვიმტკიცებს ბავშვობაში მშობლების მიერ გაცემულ პასუხს კითხვაზე: როგორ ჩნდებიან ბავშვები?!

უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანი იქნება, მისი დასრულებისთანავე კურსდამთავრებულები სამშობლოს მუდმივ ქალიშვილობას შეჰფიცავენ, რის შემდეგაც გადაეცემათ ქალიშვილობის უნივერსიტეტის ლიცენზირებული დიპლომი და მუდმივი ქალწულობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მისანიჭებლად ქალიშვილობის უნივერსიტეტში სპეციალური კურსი არ იმოქმედებს. ხარისხზე მომუშავეები მაგისტრობის მისაღებად ორი წლის შემდეგ დაბრუნდებიან და ივა კუზანოვი მათ სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, მაგისტრები გახდებიან. დოქტორის ხარისხის მისაღებად კი, მაგისტრებს, იმავე პროცედურის გავლა, ოთხი წლის შემდეგ მოუწევთ. უნივერსიტეტში დასაქმებისას პრივილეგია მიენიჭებათ იმ ქალიშვილებს, რომლებსაც ბიჭისთვის ერთხელაც არ ექნებათ ნაკოცნი.

ახალ სასწავლო სეზონამდე ტელეეთერში, დაახლოებით, შემდეგი შინაარსის რეკლამაც დატრიალდება:
- პირველად მსოფლიო ისტორიაში! უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ინიციატორიც საქართველოა! იჩქარეთ, მიიღეთ საფუძვლიანი განათლება და გამოადექით სამშობლოს!

უნივერსიტეტის სლოგანი იქნება: "რაღა დროის ინსტიტუტი, საქართველოში ქალიშვილობის უნივერსიტეტი მოქმედებს".

მეგობრებო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ფული სჭირდება, ყველაფერს ლეგალურ სახეს მივცემთ. პატიოსნად გადავიხდით გადასახადებს: იქ საშემოსავლოს, აქეთ სხვადასხვა კომუნალური გადასახადებს და ვიცხოვრებთ ბედნიერად!
ჰა, როგორია?!

P.S. ახლა ვფიქრობ, ორი დიპლომის ხათრით, ხელმეორედ ხომ არ ჩავაბარო უმაღლესში და უპირატესობა ქალიშვილობის უნივერსიტეტს მივანიჭო?
მაგრამ ვაგლახ, რომ მთელი ცხოვრება ქალიშვილად დარჩენას არ ვაპირებ.

21 comments:

agaTa said...

magari provikatori xar ra tamuna, magram es provokaciuli postebi arachveulebrivad gamogdis!!
ase rom ganagrdze asee!!

Zurriuss said...

ერთი შენ და ჰექსე არ ჭმუჭნიდეთ ამ ქალიშვილობის აპკით ტვინებს და საქართველოს ეკონომიკას ძაღლი არ დაჰყეფდა.

Anonymous said...

ამ თემაზე პოსტების აზრი რა არის? აღმზრდელობითი? ვინმეს გინდათ ჩამოყალიბებული აზრი შეაცვლევინოთ? რაც უფრო მეტს ილაპარაკებთ მით უფრო უშედეგო იქნება. ისე,ეგ "ქალიშვილობის ინსტიტუტი" ისევ ქალების დაარსებულია. მე არ მინახავს კაცს კაცისთვის ეთქვას ბოზი ცოლი გყავსო. ხოლო და, დედა, ბებია კი ხშირად წამოაძახებს ხოლმე.

vasasi said...

Zurriuss: კარგი, ზურა.. მაგაზე აღარ გაწყენინებ: ვაჟიშვილობაზეც დავწერ..:)

Anonymous: არა, პოსტს არანაირი აღმზრდელობითი, გაკიცხვითი თუ მისალმებითი მიზანი არ აქვს: უბრალოდ, პროვოკაციულია, მეტი არაფერი..
:)

sun_waiting said...

ვაიმე, როგორ მინდა კომენტარის დატოვება და არ გამომდის : \

sun_waiting said...

ვიხალისებდი გადაღეჭილი თემა რომ არ იყოს .

ისე, უნივერსიტეტისთვის ბიზნეს-გეგმაც შეადგინე და მმართველ მენეჯერად უპრობლემოდ დაინიშნები [რა თქმა უნდა, ქალიშვილობის დაკარგვამდე : D ]

NM said...

აი - http://www.youtube.com/watch?v=XFztAMes0lI -ამ ქალისთვისაც უნდა გამოინახოს ადგილი მაგ უნივერსიტეტში, ალბათ, სადომაზოხიზმის კათედრაზე, ანდა წაიკითხოს ლექციების კურსი ”რა მანძილია სიყვარულიდან სიძულვილამდე, და რა განსხვავებაა სიყვარულსა და ძალადობას შორის, ანუ ”крайности сходятся”

vasasi said...

sun_waiting:

მე გადაღეჭილ თემაზე არ დამიწერია: იდეა შემოგთავაზეთ სრულიად ახალი უნივერსიტეტის..

:)

Mako Qavtaradze said...

აი საღოოოლ!! ვაშეარებ!!

კატიე said...

თემა კი გადაღეჭილია , მაგრამ ბიზნესგეგმა კარგადაა ჩამოყალიბებული :D ორიგინალურია :D

geee said...

es ar ginda?
http://img827.imageshack.us/img827/3685/capturasy.jpg

vasasi said...

geee: მინდა..

ვინ მაჩუქებს?

:|

Michael said...

ლოოლ, გურჯისტანში ზოგი ამ წინადადებას სერიოზულად და სიხარულით მიიღებს :))

undone said...

ვაჰმე ვასასო, მაგ უნივერსიტეტში ვაჟიშვილების ადგილი თუ მოიძიება? :დდდ

გურამი said...

რა ჯიგული იყო ლექტორების ჩამოთვლა! :)

diasworld said...

შენ გაიხარე! ვხოხავ. და ეს მარტო ახლა რატომ ვნახე?

vasasi said...

undone: არა, მხოლოდ ქალიშვილების.
ვაჟიშვილების უნივერსიტეტი თემქისკენ იხსნებაო, გავიგე.. :))

diasworld:
გურამი:
Michael:

მიხარიათ, რომ მოგეწონათ, მეგობრებო.. :))

taa said...

ჰაჰ, კარგი იყო ძალიან :)

გამოსაყენებელ ხორცზე კომენტარს არ გავაკეთებ

margusha said...

loooool
ძაან მაგარი ხარ:)))

vasasi said...

taa:
margusha:

გმადლობთ, ბავშვებო.. :)

Anonymous said...

ბოდიში, მაგრამ ტელეგონიის ფენომენის შესახებ გაგიგიათ? შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი დოკუმენტური ფილიმი მამაკაცის კოდი შემდეგ მისამართზე:
http://rutube.ru/tracks/2031000.html?v=5f984a3a7ec9d8f091fee93ff516a7b8

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger