Thursday, October 14, 2010

გალაკტიონის ”მამულის” ჩემეული ვერსია

ბოლო დროს ფსიქიატრიულში იმდენს დავრბივარ, რომ მგონი. რაღაც გადამედო, თუმცა გალაკტიონის ”მამული” (განსაკუთრებით, პირველი ორი ხაზი) რომ ძალიან მაგარი ვარიაციების კეთების საშუალებას იძლევა, კარგა ხნით ადრე აღმოვაჩინე.
ვინც მიცნობთ, იცით, რომ ლექსები დიდად არ მიზიდავს, თუმცა ვალდებულებისა თუ შემთხვევითობების წყალობით, მაქვს პატივი, ვიცნობდე ქართულ პოეზიას (სამწუხაროდ, უცხოურში, ჩემი ლექსებისადმი დამოკიდებულების გამო, ფაქტობრივად, ვერ ვერკვევი).

გუშინ სახლში მარტო გახლდით: ეული და მიუსაფარი. ინტერნეტი, ამ ეტაპზე, არ მოგვეპოვება, ამიტომ, ჯერ კითხვით გავსკდი, მერე მომინდა რამე მესექტანტა და პირველი ”მამული” წამომიტივტივდა თავში.

დავჯექი და დავწერე.

დიდად არ მიწვალია, სადღაც, 10 წუთში ”შედევრი” გავაშანშალე და, გადავწყვიტე, თქვენთვის გამეცნო.

ალბათ, თქვენც მიხვდებით, მაგრამ თავს ვიზღვევ და უვიცობა რომ 56342452-ედ არ დამწამოთ, კარაქიანი კარაქის პრინციპს ვიყენებ: ლექსში არის ისტორიული უზუსტობები (ალაგ-ალაგ ცილისმწამებლურიც), რადგან რითმა მოითხოვდა და ზედმეტად თავი არ გამიცხელებია, რომ ყველაფერი ზუსტად ჩამესვა.

მაშ ასე, ვარიაცია თემაზე - ”მამული”:

ცვრიან ბალახზე თუ ”ბოტასებით” არ გაიარე,
რაა მამული?!
სპარსელებისგან წავიდა ყველა,
ჩინელთა ისმის აქ ჟრიამული.

ნაზად დაბერა ჩრდილოეთიდან
და მელანდება მე მის წიაღში:
მოხუცი თურქი, ის ათათურქი
სატევრით ხელში დადის ვენახში.

აქ ყველა სახლი და ყველა ქუჩა
რუსზე ოცნებით განიმსჭვალება.
მძლავრად აყვავდა ოცნება ”უესტზე”,
დავდივარ, ვწუხვარ და მეცინება.”

7 comments:

agaTa said...

ise ra

qilipa said...

შესავლის გარეშე, მხოლოდ ლექსი უფრო მომეწონებოდა მგონი... არა იმიტო რომ შესავალი არ მომეწონა, იმიტომ რომ საერთოდ ზედმეტი იყო (ია ტაკ დუმაიუ)

vasasi said...

გეთანხმები, ირაკლი.. :)

Da-v-iD said...

თუ სველ შიშველი ფეხ ბალახი არ გაიარახარ სად ხარ მამული!? :)

კარგი იყო :)

გურამი said...

უესტი რა არის ვასი?

მე ეს ფრაზა მომეწონა:

"სპარსელებისგან წავიდა ყველა,
ჩინელთა ისმის აქ ჟრიამული"

vasasi said...

დასავლეთი არ არის?! :))

juvika said...

good ))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger