Friday, October 15, 2010

გავრცელდა საგანგებო ინფორმაცია

რამდენიმე წუთის წინ რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა საგანგებო ინფორმაცია:

"გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვის ფავორიტობის სტატუსის მისაღებად ქართული ოპოზიციის უმრავლესობა ერთმანეთს ხოცავს, კრემლმა ოპტიმალური გამოსავალი იპოვა. ფავორიტობის ტიტულის მოსაპოვებლად, ოფიციალური რუსეთი მარათონს გამოაცხადებს. თარიღი ამ დღეებში დაზუსტდება.

მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე, კობა დავითაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და ირაკლი ოქრუაშვილი.

მონაწილეებს დაურიგდებათ სპეციალური, რუხი შეფერილობის ფორმები, ზურგზე დაკრული პირადი ნომრებით. დასაფარი დისტანცია მოიცავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან წითელ მოედნამდე.

სპორტსმენები ვალდებულები არიან ქართულ, ტრადიციულ ნობათთან ერთად იქონიონ საკუთარი წარმოების ვაზელინი, დიდი რაოდენობით (რუსები სპეციფიურები არიან, ბევრი ვაზელინი სჭირდებათ).

გამარჯვებული გამოვლინდება ტრადიციული წესით. განცხადების შემოტანა მიმდინარეობს 15 ოქტომბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით შვეიცარიის საკონსულოში."

 საყვარელო ოპოზიციავ, სრულიად ქართველი ერის სახელით, სანუკვარ ბრძოლაში წარმატებას გისურვებთ.

9 comments:

Michael said...

=)) ისე სანამ ვაზელინამდე მივედი მართალი მეგონა. თუმცა ეს არც ისეთი უცნაურია, რუსები ისეთი დარტყუმლები არიან გამორიცხული არაა მართლა გამოაცხადონ ეგეთი რამე =))

agaTa said...

ver davamugame ragac arc didad ar momewonaa!! daabrunet vasassi!!!!! :D :D

vasasi said...

Michael: ნეტა გამოაცხადონ, ვიღადავებ.. :))

agaTa: მაპატიე, მაგრამ მაია ასათიანზე წერას აღარ ვაპირებ..\
\:)

agaTa said...

eg dzalian kargia rom maioa asatianze weras ar apireb agfrtovanebuli var mag gadawyvetilebit, magram tu esaa is seriozuli temebi shen rom saubrobdi sjobs isev maiaze weroo!! :))

vasasi said...

აგათა, ორ კითხვას დაგისვამ:
1.შენ როგორ ფიქრობ,ეს რაც მიწერია სერიოზულად წერია?!

2. თემა, რომელზეც ეს პოსტია,როგორ ფიქრობ, სერიოზულია თუ არასერიოზული?


(შენს ბოლო რეპლიკას უპასუხოდ დავტოვებ.)

agaTa said...

mec dagisvam ert shekitxvas :)
aseti araseriozuli da verc(arc) mtald sasacilo postebis danishnuleba ra aris?

vasasi said...

agaTa: მე ჟურნალისტი ვარ, კომიკოსი კი არა..

agata said...

da es jurnalisturia?! :D
mokled agar vidaot :) :)
ubralod arsebobs postebi, romlebic yvelas ar moewoneba!

vasasi said...

არა, ჟურნალისტური ეს ნამდვილად არ არის.

გეთანხმები, არსებობს პოსტები, რომელიც ყველას არ მოეწონება, მაგრამ ვისაც მოეწონება ჩემთვის ესეც სავსებით საკმარისია.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger