Thursday, October 21, 2010

ნუღარ დამიმახინჯებთ გვარს

სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში 710 კარელიძე ცხოვრობს.ჩემი გვარი იშვიათია, მაგრამ არცთუ ძნელად გამოსათქმელი. ამიტომ ძალიან მწყინს, როცა მიმახინჯებენ.
როდის ხდება ეს?
სულ, 24/7-ზე..
ადამიანების უმეტესობისათვის ან ქარელიძე ვარ, ანარელი, ან კრელიძე, ან კლიძე..
ყველაზე ხშირად, უპირატესობას მაინც კერესელიძეს ანიჭებენ, სინამდვილეში კი კარელიძე ვარ.

წარმოშობით მთიული გახლავართ, მლეთიდან. კარელიძე ჩვენი მესამე გვარია. ადრე არაბულები ვყოფილვართ, შემდეგ, არაბულების გვარს ერთი შტო გამოეყო და კარიაულებად იწოდნენ (როგორც ვიცი, მლეთასთან ახლოს იყო სოფელი კარი (თუ კარე), არაბულების ეს ნაწილი იქ ცხოვრობდა და მაგიტომ). დაახლოებით, სამი-ოთხი საუკუნის წინ თიანეთი ოთხი გვარის რამდენიმე შტომ დატოვა: კარიაულებმა (ბარში კარელიძეები გავხდით), ვალიშვილებმა, ქუმსიაშვილებმა და მეოთხე არ მახსოვს.
მიზეზი უცნობია, თუმცა ემიგრანტებს თან ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ლოდი წამოუღიათ, რომელიც გორთან ახლოს ერთ-ერთი მთის წვერზე დადეს და ნიში გააკეთეს.
გვარები შიდა ქართლში, ატენის ხეობაში და მის ზემოთ დასახლდნენ. ჩემს სოფელს, სადაც ჩემი დიდი პაპა ცხოვრობდა, ბნავისი ჰქვია (პაპაჩემი, გასული საუკუნის 30-იან წლებში, გორში გადმოვიდა საცხოვრებლად). ამ სოფელში აბსოლუტურ უმრავლესობას კარელიძეები შეადგენენ.
ლომისობა ჩვენი გვარის დღესასწაულია, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ, ჩვენს სოფელში დღეობაა ხოლმე და უნდა ნახოთ, რა ხდება. ასე, ოთხი წელია, ლომისობაზე არ ვყოფილვარ და გული მწყდება.

მლეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ერთხელ ვარ ნამყოფი, სამი წლის წინ. ემოციები არასოდეს დამავიწყდება.

სისხლის ყივილი გიგრძვნიათ როდესმე? რამდენჯერაც თიანეთს მივუახლოვდები, ისტერიკა მეწყება. მიუხედავად იმისა, რომ პირად მე, უკვე აღარაფერი შეხება არ მაქვს ამ მხარესთან, ანანურიდან მლეთამდე ერთი გიჟური სურვილი მიჩნდება: მინდა, მანქანიდან გადმოვიდე, მიწა ვკოცნო, ვიბღავლო, ვიტირო, ვიყვირო.. საოცარი ის არის, ყაზბეგს რომ ვუახლოვდები, ეს სურვილი მიქრება.

არა, რაღაცა მართლა არსებობს. წინაპართა სულებიც, სისხლის ყივილიც, გენეტიკაც და ყველაფერი!.

მინდა, რომ თუ საშუალება მექნება, პატარა მიწის ნაკვეთი ვიყიდო, სახლი ავაშენო და რომ დავბერდები, სიცოცხლის ბოლო წლები ჩემს ისტორიულ კუთხეში გავატარო.

P.S. პოსტის მორალი: ან კეთილი ინებეთ და დაიმახსოვრეთ ჩემი გვარი, ან საერთოდ, არ მომიხსენოთ.

15 comments:

კატიე said...

მეც ხომ ქარელიძე მეგონე, უბრალოდ იმიტომ, რომ მარტო ფბ-დან ვიცოდი შენი გვარი და ქარელიძე უფრო ხშირად მსმენია, ვიდრე კარელიძე. მაგრამ მე დავიმახსოვრე :D

ანალოგიურად, ამდენი ხანია Katiee-ს ვწერე, მერე კატიე, ბლოგის სათაურად დიდი ასოებით მიწერია "მე მქვია ეკა"-თქო, თან ორ ენაზე და... მაინც ვერ დავამახსოვრებინე ამ ხალხს რომ ქეთი არ ვარ და ეკა/ეკატერინე ვარ :D

მარა დ და თ ვერ დაიმახსოვრეს და გვარი თუ შეეშალათ, დიდი ამბავი :D

თამუნა said...

კარგად მესმის შენი, მეც ზუსტად იგივე პრობლემა მაქვს გვართან დაკავშირებით. მანთიძე ვარ და როცა მეკითხებიან, რამდენჯერმე მიწევს გამეორება, მარცვალ-მარცვალ. ლექტორებიც კი, დაწერილ გვარს წაკითხვის დროს არასწორად გამოთქვამენ. ერთმა მანთიაც კი დამიძახა :))
უკვე სერიოზულად ვბრაზობ ამაზე.

kakato said...

არ მეგონა შენს გვარს თუ დამახინჯებით მოიხსენიებდნენ, ალბატ იმიტომ რომ შეჩვეული მაქვს ყური :)
აბა მე ვიკითხო, ხან მერაბიშვილი ვარ ხან მერაბაშვილი :დ დავიღალი ერთი და მეორის გამეორებით მერებაშვილი ვარ! :დ პირადობის მოწმობაში მერაბიშვილი ჩამიწერეს, სახლში მოსულმა აღმოვაჩინე და აღშფოთებული მივეჭერი :)

გურამი said...

..იუ ჰევ თუ მით ვიზ აუარ ფრენდ. ჰიზ ნეიმ იზ - კარელიძ. ზი ჰაუს იზ ინ ზე ფაია. რექსიუ კარელიძ იმიდიეთლი! ..სო, იუ არ კარელიძ? - ფრაზები "სპლინტელ სელი"-დან. (თამაშია ეგეთი, საქართველოში იწყება :) )

მოხეტიალე said...

აი როგორ მესმის შენი. ჩემ გვარსაც გამუდმებით ამახინჯებენ. ქველიაშვილი ვარ და არ მახსოვს ოდესმე ჩემი გვარი სწორად გამოეთქვათ.
ხვალიაშვილი, ყველიაშვილი და რა ვიცი კიდევ.


საერთოდაც შედარებით უცნობი გვარის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ასეთი პრობლემები.

Anonymous said...

კარგი პოსტია. გვიყვარს შენნაირები.

Anonymous said...

babuxadia vinc aris gvarad iman raga qnas?! 9jer ameorebineben xolme.

p.s. qarTuli Srifti Senc gaakete komentarebSi raa

vasasi said...

ბლოგსპოტზე მაქვს ბლოგი და ვერ დავაყენებ ქართულ კლავიატურას..

:(

Anonymous said...

miuxedavad imisa rom eg gvari ar gamigia...mainc sworad gamomitqvams tavidanve :)
chemi gvaric ishviatia da mec mimaxinjebdnen xolme geguchadze var...xan geguchidzeo,xan guguchidzeo riavici aba :D.... im dges chemi dzma modis skolidan da meubneba,am maswavlebbleba rit ver gaiges rom geguchadze var da ara "geguchidze an guguchidzeo" heheh gamaxsenda mere chemi analogiuri periodi :D

babisa said...

es witeli kacunia
saidan gyavs
an ratom mogwons ase zalian
ai eg ver gavige
tore gvari arasdros shemshlia :P

vasasi said...

ნინ, მილანის სიმბოლოა ეს კაცუნა..
ჩემი მეორე ავატარია და ყველგან ეს მქონდა..

დროთა განმავლობაში მივეჩვიე..

ახლახან გადავწყვიტე შეცვლა და რომ შევცვალე, დააბრუნე კაცუნაო..

ჰოდა, აწი, ვერასოდეს შევცვლი ალბათ.. ჩემთან ასოცირდება უკვე.. :))

მატასი said...

იყავი კერესელიძე და მენათესავე:))

vasasi said...

მატასი, მიყვარს მე ჩემი გვარი და მისი ისტორია.. :))

Anonymous said...

შენი კომენტარი რომ წავიკითხე მეგონა ჩემი დაწერილი იყო, მეც კარელიძე ვარ და მგონი ჩვენ ნათესავებიც უნდა ვიყოთ:)))იმიტომ რომ ჩემი წინარებიც ბნავისიდან არიააან

vasasi said...

შესაძლოა. :)

სასიამოვნოა, მოგვარევ. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger