Saturday, October 23, 2010

სანაიას ზუკერბერგი და აღშფოთებული ელიტა

  • ღმერთო ჩემო, რას ვიფიქრებდი, რომ როდესმე ვახო სანაია ჩემი დასაცავი გახდებოდა?!
მაგრამ კარგია, რომ მის დაცვას არ ვაპირებ. დღევანდელის შემდეგ, სხვა, დამატებითი გულისტკივილი გამიჩნდა.

მთელმა ინტერაქტიურმა საქართველომ ნახა დღეს სანაიას გადაცემა. მეც ვნახე.
გადაცემის დასრულებისთანავე მთელი ფეისბუქი აღშფოთდა, ადუღდა და გადადუღდა:
ვინ გადაცემის ავტორებისთვის ჩივილს აპირებს, ნახევარი საათი მალაპარაკეს და ხუთწამიანი სინქრონი ჩასვეს, ისიც შეურაცხმყოფელიო, ვინ თავში ხელს იცემდა, რა სამწუხაროა, რომ უგემოვნო გადაცემის შეფასებისას პირველი "პროფილი" გახსენდებათ და არა "კურიერი",  "ქრონიკა" და "მოამბეო" (არადა, ეს უკანასკნელი ბოლო დროს, საერთო ფონზე, ავი თვალით არ ინახვის), მე კი არგუმენტად ჩემი ასაკი მოვიშველიე..

ადამიანები წუხდნენ იმაზე, რომ მაყურებელი იმედგაცრუებული დარჩა, რომ საქართველოში წარმატება რეიტინგით იზომება და არა ხარისხით (ხარისხის საზომი ერთეული ქართულ სინამდვილეში გოგი გვახარიას "წითელი ზონაა", რომლის ყურებისას ნახევარზე მეტი ვერ იგებს, რაზეა საუბარი გადაცემაში, მაგრამ ყველა ჯიუტად უყურებს: ეს ხომ მაღალ ინტელექტზე მიუთითებს და ელიტარულია?!) და ა.შ.

მოკლედ, საერთო ალიაქოთის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ სანაიას გადაცემა შედგა. თუმცა მე - იმედგაცრუებული ვარ.
იმედგაცრუებული ვარ არამხოლოდ კონკრეტულ გადაცემაში დაშვებული შეცდომებით (ცუკერბერგი ზუკერბერგი გახდა, თან სამი მილიარდით გაუზარდეს ქონება), არამედ, ზოგადად..
შემდეგი ანონსი ვნახე..
სიმართლე გითხრათ, ჩერნობილსა და ირანზე გადაცემების შემდეგ, სრული ფიასკოა. არადა, იმედები მქონდა..

კონკრეტულად გადაცემაზე არ მინდა საუბარი, სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ მორალის მქადაგებლებზე მინდოდა რაღაც დამეწერა, დამემრგვალებინა (მგონი, ვერ შევძელი მომრგვალება)..

ჭადი, არწყვი, აგიდა, ორალისტი, ანანისტი.. ისე, ასო ბგერა "მ" როგორ აკეთილშობილებს სიტყვებს, არა?!

9 comments:

გურამი said...

და ამ დროს ჩემი ტელევიზორი ქართულ არხებს არ აჩვენებს.. თუ დავწერე ეს უკვე? უბრალოდ კითხვა მაქვს: ბედნიერი ვარ რომ არ ვუყურებ ქართულ არხებს?

კატიე said...

მდა, მართლა რა იყო ასეთი, ვნახო ერთი :)

Michael said...

ვერაფერი ვერ გავიგე :)) ალბათ იმიტომ რომ ჭურში ვზივარ, და ქართულ ტელევიზიას საერთოდ არ ვუყურებ... რა მოხდა ნეტავ? რა ქნა სანაიამ დააშავა რამე თუ დანარჩენებმა დააშავეს? ... :D

vasasi said...

ყველამ ერთად, მიშო.. :)

bat said...

ადამიანს რომ აჯახებ ფბ–ს იყენებ და ნარკომანი ხარო აღშფოთდება. არაა საჭირო ამდენი ვიშვიში.

სხვა პრობლემები არ გვქონდეს ვითომ, გარდა სოციალურ ქსელებში ხეტიალის

agaTa said...

anonis vnaxe da sashinlad mindoda yureba, magram ra daundebelia samyaro swored mag dros roca mteeeeeli facebooki sanaiastan iyo gadacemashi me inglisuris tests vaklavdi tavs! :)
imedia dida sananebeli ar gamixdeba rom ver vnaxe xo?! :)

vasasi said...

bat: ცუდია, ბლოგსპოტს დალაიქების სისტემა რომ არ აქვს: შენს კომენტართან მიმართებით ასე მოვიქცეოდი.. :))


აგათა, ინგლისური ისწავლე. თუ გადაცემის ნახვა გინდა, თვალი.გე-ზე დასერჩე. გუშინ ცხრა საათზე იყო. :))

კატიე said...

ვნახე, ბანძი სიუჟეტი იყო, არიფებზე გათვლილი, ანუ არიფებში იმათ ვგულისხმობ, ვინც სოც.ქსელის აზრზე არაა საერთოდ. ერთი კარგი impact-ი ექნება: ვინც ფბ-ზე არ არის , დაინტერესდება და წავა ოდნოკლასნიკი.

უი, ისე გადაცემაში ოდნოკლო(!)სნიკი რომ თქვა, მიაქციეთ ყურადღება? კლასი კლოსი თუ იყო რუსულად, ნამდვილად არ მახსოვდა :D

agaTa said...

inglisuri viswavle ukve da gadacemamac didad ver agmafrtovana, ara da reklamashi gacilebit mimzidevlad gamoiyureboda yvelaferii!! :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger