Monday, October 25, 2010

საქართველოს პარიზი, ნიცა და პრაღა

  • ემრე გახსოვთ?!
    ფეხბურთელი ემრე.
     ბოლოს ინტერში თამაშობდა. ჩემს ერთ-ერთ ნაცნობს მოსწონდა და ამბობდა, ემრეს მთავარი ღირსება ისაა, რომ პატარა და მუშააო.
მთავარი რომ ხარისხია და არა რაოდენობა, აღიარებული აქსიომა გახლავთ. სწორედ ამიტომ ყვავიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ლუქსემბურგი, სინგაპური, მონაკო და ვინ მოსთვლის კიდევ...

მე რომ რომელიმე დასავლური გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი ვიყო (ბრიტანულს ვამჯობინებდი), მივლინებიდან ლონდონს დაბრუნებული, სტატიაში დავწერდი, რომ ვიყავი ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა ყვავის (ეს ფრაზა საქართველოშია ყბადაღებული, თორემ ინგლისში უცხოა და კარგად ჟღერს), ხალხი ბედნიერია, აღმშენებლობა აჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და ა.შ.

მაგრამ რადგან, ჯერჯერობით, არ ვარ რომელიმე ბრიტანული  გამომცემლობის კორესპონდენტი (სამწუხაროდ, არც BBC-ს) და საქართველოში ვცხოვრობ, ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის, ხალხი ბედნიერია და აღმშენებლობაც აჩქარებული ტემპით მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ყურმოკვრით მაქვს გაგებული, ხუთსართულიან სახლზე გათვლილ საძირკველს თერთმეტ სართულს ადგამენო.

მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტურიზმი ერთადერთია, რაც გადაარჩენს საქართველოს. მაგრამ, ამავდროულად მჯერა, რომ ის მარტო 320 კმ-იანი სანაპირო ზოლი არ არის, ყოველ სეზონზე რომ ჩვენი სამხრეთელი მეზობლებით ივსება (320 რა, მაგდენი 1993 წლამდე იყო). თუმცა მას შემდეგ, რაც მესტიაში, ყველა სეზონზე მოქმედი მესამე სათხილამურო ტრასა იხსნება, ცოტა დავმშვიდდი.

წელს საქართველოში შარშანდელზე ბევრი ტურისტი გვყავდა. მომავალ წელს უფრო მეტი გვეყოლება და ძალიან მალე, მსოფლიოში ისეთ სახელგანთქმულ კურორტებს, როგორებიცაა ნიცა, ბულგარეთის ოქროს ქვიშები, ანტალია, ბოდრუმი თუ სხვადასხვა წვრილ-წვრილი ეგზოტიკური კუნძულები, უმტკივნეულოდ ავართმევთ ტურისტებს.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დასავლელი ტურისტების მოსაზიდად აუცილებელია, შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მათ უნდა შევუქმნათ გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. სულ ახლახან გავიგეთ, რომ აჭარაში ნესტიანი ჰავა არაა და ზღვაში ბანაობა ოქტომბერშიც შეიძლება. ასევე, ოქტომბერი თურმე, ყველაზე ოპტიმალური თვე ყოფილა საბანაოდ.

ზემოთ ვამბობდი, მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა-მეთქი. ჰოდა, ჩვენს 69,7 ათას კვადრატულ კილომეტრს (69,7-ს რა, ეს ადრე იყო) მაქსიმალურად ვიყენებთ. გარდა იმისა, რომ ვაშენებთ და ვაყვავებთ, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, უზარმაზარი დაუსახლებელი ადგილები რომ აქვთ და მეზობლებს, რომლებიც თავის ქვეყანაში ვეღარ ეტევიან, ტერიტორიას საცხოვრებლადაც არ აძლევენ, ჩვენ ჩვენი მეზობლებისათვის ადლი მიწაც კი არ გვენანება (კუთხეები რაღა მოსატანია?!).

ტურისტებისთვის მაქსიმალურად შინაურული გარემო რომ შევქმნათ, არ ვიცი ნებსით თუ უნებლიედ, რეაბილიტირებულ ადგილებს ცნობილ ევროპულ ქალაქებს ვამსგავსებთ. ასე, მაგალითად, ბათუმი ნიცას ჰგავს, თბილისი ნებისმიერ განვითარებულ ქალაქს შეგვიძლია შევადაროთ, სიღნაღსა და პრაღას შორის არსებობს რაღაც იდუმალი კავშირი, აი, გორი კი პარიზის ზუსტი ასლია. გაბედეთ და ამ უკანასკნელში შემედავეთ!.


P.S. ისე, ნეტა ახლა რას საქმიანობს ემრე?!

7 comments:

Katiee.Ge said...

love iu, vasasi :D
ხოდა, მესტიის ტრასა, როგორც ვვარაუდობდი, დაიბრაკაო თქვეს. არ გამოვა იქედან ის, რასაც გვპირდებოდნენო. მაგრამ კურორტი მაინც კარგია , უიმტრასოდ :)

lasharela said...

მოვედი ვნახე მომეწონა

BigCrow said...

69 ათასი კვადრატული კილომეტრია, 69 კვადრატული კიარა )

ნან said...

ასე რა :*

vasasi said...

ეკა, რას ამბობ, მიშა გადაყვება მაგ ამბავს..:))

ლაშა.. :)

ყვავ, დამავიწყდა ათასის მიწერა.. :მევარდებილი: მადლობა კომენტარისთვის.. :))

ნან, კვირაში ერთხელ ასე იქნება ხოლმე.. :))

Da-v-iD said...

აბა რააა!?... ამას ჩემი სატკივარიც დაუმატე

http://mtvarisklubi.blogspot.com/2010/09/blog-post_28.html

და ერთად ვიყვიროოოოთ....

გურამი said...

ისე ვას, მაგ ლუუუვრის გვერდით, მიწისქვეშა გადასასვლელების შორის ერთი პატარა ეიფელიც რომ დადგან.. ან სტალინის ძეგლის ადგილას.. იიიშშ! კაია მეფობაი. :დ :დ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger