Wednesday, October 27, 2010

მოემზადეთ, ჟუნრალისტიკის ახალი პროგრამა მოფრინავს!

საქართველოში რომ განათლების რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. მას შემდეგ, რაც სასკოლო რეფორმა იმდენად იდეალური გამოვიდა, რომ წამყვანი ევროპული ქვეყნები ჩვენს მობაძვას ცდილობენ, სამინისტრო უმაღლეს განათლებაზე გადავიდა.

პირველ რიგში რეფორმა ჟურნალისტიკას შეეხება. ქართველებმა რომ ჩვენი ნიჭიერება კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ მსოფლიოს, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს ორი პროფესიის გავლის საშუალება ექნებათ: ძირითადი და მეორადი (ფაქტობრივად, სეკენდჰენდი).

ხართ მომავალი ეკონომისტი, პოლიტოლოგი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი? გილოცავთ! თქვენ პოტენციური ჟურნალისტიც ბრძანდებით!.

მოქმედი ჟურნალისტების ნაწილი ახალ პროგრამას მიესალმება. ისინი ამბობენ, რომ ბაკალავრიატში საათები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ.

ნოვატორი და მოდური უნივერსიტეტი, როგორც ყველაფერში, აქაც მოდურია: ილიას (მაინც ვერ გავიგე ვინაა ეს ილია) უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ჟურნალისტიკა მარტო მაგისტრატურაში უნდა ისწავლებოდეს.

ერთი სიტყვით, ჟურნალისტიკის ახალი პროგრამა დგება!

სკეპტიკოსები კი იკითხავენ: ძველი პროგრამა სად არისო?! საქმეც სწორედ მაგაშია: საქართველოში ჟურნალისტიკის ახალი კი არა, ძველი პროგრამაც არ არსებობს. უბრალოდ, პროგრამა არ არსებობს, არც არასოდეს ყოფილა და მორჩა!.

საქართველოში ერთი ცნობილი ჟურნალისტი გვყავს, ნომერ პირველიაო, მავანნი ამბობენ. პროფესიით ჟურნალისტი არ არის, ძველი ბერძნულის სპეციალისტია. ეს ადამიანი თსუ-ში ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის ავტორია, ილიას (ნეტავ ეს ილია ვინაა გამაგებინა) უნივერსიტეტში კი - ავტორიც და ხელმძღვანელიც. ჰოდა ამბობს, ჟურნალისტიკის სწავლა ბლეფიაო, რაში კარგავთ დროსო. მაგას ყველა შეძლებს, მთავარი პრახტიკააო.

ჰოდა, საქართველოში ჟურნალისტობა რომ ყველას შეუძლია, მაგიტომაა გადასარევად საქმე ამ სფეროში.

მგონი, უცხოეთშიც ასეა. ვფიქრობ, სულელები არიან, როცა იქ ჟურნალისტებს სპეციალობების მიხედვით ყოფენ. მაგალითად, არსებობს სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკის და ა.შ ჟურნალისტი, რომელიც თავის სფეროში განსწავლულია და მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით მუშაობს.

რა ვიცი, რა გითხრათ, მაგისტრატურაში მინდოდა ჩაბარება. სახელმწიფო უნივერსიტეტებს ვფიქრობდი. უფრო თსუ-ს (ილია ვერ გავიგე ვინაა. თან მე ძალიან ეჭვიანი და ფრთხილი ვარ, ვინცხა ილიას უნივერსიტეტში სწავლა რომ მდომოდა, თავის დროზე რობაქიძეში კი არ წავიდოდი). სამაგისტრო პროგრამების ავტორებს (ავტორებს რა, ავტორს) გადავხედე და მაშინვე გადავიფიქრე: რა ვქნა, არ მინდა პატარა ძველი ბერძნულის სპეციალისტი რომ გამოვიდე, ჟურნალისტობა მინდა!

11 comments:

agaTa said...

mec minda jurnalistoba!
vinaa is nomer pirvelii?
tvali gadavavle saintereso unda iyos, mogvianebit ganvixilav guldasmit!
:)))

vasasi said...

როგორ, არ იცი ვინაა ნომერ პირველი ჟურნალისტი?!

მთელი სტუდენტობა ეთაყვანება..

მთელი რა, მცირე ნაწილის გარდა.. :)

geoaria said...

აუ ღდაოობთ?

იასნია ეკა ხოფერია

vasasi said...

geoaria : ეკა ხოფერიამ რუსული იცის, ძველი ბერძნულის რა მოგახსენოთ.. :))

geoaria said...

"ხართ მომავალი ეკონომისტი, პოლიტოლოგი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი? გილოცავთ! თქვენ პოტენციური ჟურნალისტიც ბრძანდებით!."


რას გვატყუებ?

vasasi said...

მე რა შუაში ვარ?!
ქართული ჟურნალისტიკის მამები ღაღადებენ ასე..


მამები რა, მამა.. :დ

taa said...

კიდევ ერთხელ და ცოტა ყურადღებით თუ გადაიკითხავთ პოსტს მიხვდებით ვისზეც წერს ეს გოგო

უმარტივესია :)

არასოდეს მდომებია ჟურნალისტობა – ავად ვარ?

კატიე said...

ლადარია თუ პაიჭაძე? კიდევ ვინაა ილიაუნიში?

არადა მე ვიცი ვინაა ილია და ნეკროფილურად მიყვარს :D არა გვარი რათ მოაკრიჭეს, აი ეგ ვერ გავიგე ჯერაც :)

გვირილა said...

ვაი რომ გეთანხმები, ჟურნალისტიკა დავამთავრე და კარგად ვიცი რაც ხდება...
და ნომერ პირველი ჟურნალისტი პაიჭაძეა თუ გრიგოლია? ორივე უცხო ენების სპეციალისტია მგონი და კი დავიბენი, მარა ამ ორიდან ერთ-ერთი რომაა ნაღდია :-D
მთელი სტუდენტობა რომ ეთაყვანება ისეთი გრიგოლიაა წესით...
ნუ, მე არც ერთი მომწონს დიდად და არც მეორე, კიდევ ხოფერია მირჩევნია მაგენს... (ტიტუუუ, რას ვლაპარაკობ ჩემს მომავალ ლექტორზეეეეე :-)
ისე, მე წელს ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მაგისტრატურაზე კაკარას და ვნახოთ რა შთაბეჭდილებეი იქნება... ზუსტად იმიტომ, რომ ბაკალავრიდან ძალიან მცირე ცოდნა მივიღე, მივაშურე მაგისტრატურას და ვნახოოოოოოთ. ეეჰ!..)

vasasi said...

ეჰ, მეგობრებო..

გრიგოლია ფილოლოგია, პაიჭაძე - გენიოსი..

ასე რომ, აარჩიეთ კანდიდატი..

ისე, არ მოველოდი, Gთუ ვერ იცნობდით ჟურნალისტს, რომელსაც საკუთარი გადაცემის რეიტინგი ფეხზე ჰკიდია..

saloo said...

პაიჭაძეზეა ლაპარაკი, მაგრამ ეთაყვანებიანის რა მოგახსონო:)))...

ხო, მაგ პროგრამის გაკეთება პაიჭაძეს თსუ0შიც უნდოდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო არ გამოუვიდა :). ისე, ახლა თუ ჟურნალისტიკაზე სწავლობ (ანუ ბაკალავრიატში) არ გირჩევ მაგისტრატურაც ჟურნალისტიკის განხრით ისწავლო! :) რამე ისეთი აირჩიე კონფლიქტოლოგია, სოციოლოგია... საინტერესო მიქსი რომ გამოვიდეს:)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger