Wednesday, November 3, 2010

რა სჯობს ტამპონსა და საფენს?

არასოდეს მიზიდავდა წერა/ლაპარაკი თემაზე, რომელიც ყველამ იცის. არა იმიტომ, რომ ტაბუა, ტეხავს, ნაკლია.. უბრალოდ, უინტერესოა.

სისხლი წითელია (წითელზე გამახსენდა, დამამუნჯებელ წიგნს ვკითხულობ). თუ ხელს, ცხვირს, ფეხს, ფერდს და ა.შ. ღრმად გავიჭრით ის აუცილებლად წამოგვივა (ღრმად იმიტომ, რომ მსუბუქ დაზიანებაზე ლიმფური სითხე გამოვა).

სისხლი ორნაირი არსებობს: არტერიული და ვენური. არტერიული სუფთა სისხლია, ალისფერი, ვენური - ჭუჭყიანი (მუქი და ამღვრეული).

სისხლი იქით იყოს (პრინციპში რატომ უნდა იყოს იქით) და პირველად გავიგე, რომ:
  •  ქალის კრიტიკული დღეებისას მათი პარტნიორები შეიძლება ბოლთას სცემდნენ გამწარებულები: ტამპონთან გვღალატობს და უძლურნი ვართო (მართლა ასეა, მამრებო?);
  •  პირველად გავიგე, რომ თუ 30-ს გადასცდი და ტამპონს არ ხმარობ, ბააააანძი ხარ (რა ბედნიერებაა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და წინ მთელი ცხრაწლიანი ვადა მაქვს, მანამდე იქნებ მეც რამე მეღირსოს);
  • პირველად გავიგე, რომ ოლვეის ულტრას ყველა გამჩნევს;
  • პირველად გავიგე, რომ კრიტიკულ დღეებში ჩემი დამცავი საშუალება სხვებს მოსვენებას უკარგავს და ღამე ძილს უფრთხობს;
  • პირველად გავიგე, რომ ცხოვრება კრიტიკულ დღეებში მშვენიერია (არადა, ცხოვრების მშვენიერებას განსაკუთრებით მაგ დღეებში ვგრძნობ) და ამაში ხელს მარტო საფენი მიშლის.  

მეგობრებო, ტექნიკა წინ მიდის, საზოგადოება ვითარდება, მარსზე წყალი აღმოვაჩინეთ, მაგრამ კრიტიკულ დღეებში უპირატესობას მე მაინც ტრადიციულ მარლის საფენს, შემდეგი მიზეზების გამო ვანიჭებ:
  • ეკოლოგიურად სუფთაა;
  • მრავალჯერადია;
  • ირეცხება;
  • უფასოა;
  •  კაცებს არ აეჭვიანებს.

27 comments:

diasworld said...

უ თე გენათალე. : )))

mari said...

ერთხელაც სიცილით მკვდარს გამიტანენ ამ ბლოგიდან. :)))
საიდან გაწუხებს ეს აზრები ან რა სისხლებზე მოგინდა ლაპარაკი, ამ სიცივეში? :)))

kakato said...

კაცებს არ აეჭვიანებს.

რა გაბარიტების უნდა ქონდეს მამრს რომ 3-4სმ სიგრძისა და 1სმ დიამეტრის მქონე ტამპონზე რომ იეჭვიაანოს :დ



უფასოა

სადღაა უფასო მარლა და კარგი ცხოვრება :დ

tamaRa said...

გული მომფხანე რა:):):):) ამ პოსტის შთაგონების წყაროზე მაგრად ვიცინე, მაგრამ მარტო ჩემი სიცილი რისი მაქნისია???? ახლა უკვე ბევრნი ვიცინებთ:):):):)

taa said...

:დ :დ :დ :დ :დ :დ :დ
ვაააააა
გაიტანეთ ეს გოგო :)

vasasi said...

მარი, ჩემი იდეა აარაა ეს პოსტი..
მსგავსი რაღაცის დაწერა არასოდეს მომივიდოდა თავში..

უბრალოდ, რემეიქია. ყველაზე პოპულარულ პბლოგზე ვნახე პოსტი და შემომეწერა..

Anonymous said...

kargi reklama gaukete isedac yvelaze popularul blogs :)


nu gshurt :)

vasasi said...

რომ მშურდეს რეკლამას კი არ გავუკეთებდი?!


არ მშურს, რა არის შესაშური, მენსტრუაცია მეც მაქვს.. :ყეს:

მურთაზი said...

მე მგონი აღარ არის ის ბლოგი ყველაზე პოპულარული. ჟანრის კრიზისი აქვს.
ნუ, არც ეს ბლოგია ყველაზე პოპულარული...

Kate said...

ორიგინალი მეც წვიკითხე და მეც ძალიან ბევრი ვიცინე. :დ:დ:დ

კარგი პოსტია თამო, ყოჩაღ.

utvino said...

marla for ever

ბაჩო said...

მოდი შემომეწერათი დავიწყებ :))
მასე ერთი გოგო შემომეწერა და მერე მთელი მისი საგვარეულო დედას იწერდა 1 თვე :)))))))))))))

ტაკ მამრის აზრი:
1 წერტილი: არა, სათევზაოდ დადიან მაგ დღეებში ანეგდოტის მიხედვით. არადა ანეგდოტი მაღაზიის მოხერხებულ გამყიდველზეა :))) (არადა მაგ დღეებშიც ჩვეულებრივად შეიძლება ყველაფერი, ოღონდ სიფრთხილე ჭირდება ყველაფერსო ასე წავიკითხე რომელიძახა სამედიცინო ჟურნალში)
2 წერტილი: ვისაც როგორ უსწორდება. ზოგი 17 წლიდან აუცილებლად თვლის
3 წერტილი: კი, საკმაოდ კარგად ეტყობა (ეხლა იზვრაშენეცი გამოვდივარ ხო? არადა კიბეზე ასვლის და ჩამოსვლის წესია წინ იაროს მამრმა. მიზეზი: უკანალში არ უყუროს ქალს, გინდა არ გინდა უყურებ და ჩამოსვლისას ვინცობაა ქალმა წაიფორხილოს მამაკაცის მხარს დაეყრდნოს) ვინ გაცლის :)))))
4 წერტილი: ალბათ სხვებში არ გავდივარ არანაირად :) მაგრად მკიდია ცალ ფეხზე ვის რა დღეები აქვს, მე ჩემიც მეყოფა :)))))
5 წერტილი: მართალი ხარ, ზევითაც დავწერე

ისევ დავწერეს დავუბრუნდი ბლინ :)))))

და მე ერთი კითხვა მაქვს ამ ბლოგის ავტორთან
ვასასი, ვირტუალურო დაო, მომე რა ლინკი რამაც ამ პოსტის დაწერის შთაგონება მოგცა :))))

ბაჩო said...

პეტროსიანის ერთი სკეჩის ამონარიდი გამახსენდა სათაურზე და შემოვბრუნდი :))

"პრობოვალ ია ტამპაქს, სნიკერს ლუჩშე"

სნიკერსი ჯობია თამო, ს ნ ი კ ე რ ს ი
:)))))))))))))

Kate said...

ბაჩო - ინებე http://sweet.ge/

ნინო said...

უნდა გტყვლიპო რაა კომენტარი.
ბანძი ხარ

OTO said...

: D D D

m i r a m a x said...

ძაან მაგარია! მაგრად ვიცინე : )))))

Toma said...

ar vici romeli posti ufro sasacilo da uazroa es tu sweetis mier dacerili romlis gamoxmaureasac es posti carmoadgens :D :D :D

ბაჩო said...

ქეით, მადლობა :)
რაც ამ სიბერეში განათლება დამკლებია - ათმაგად ავინაზღაურე :))))

კატიე said...

lol
წკიპურტები? :D

მშვენიერია.
ოღონდ მე ის პოსტიც მომეწონა და ესეც და არა მწვადის და შამფურის არდაწვის ამბავში. უბრალოდ, სიმკვეთრისთვის უტრირება საჭიროა ხოლმე ;)

vasasi said...

ბაჩო, და სნიკერესი დამიცავს კრიტიკულ დღეებში?!

ნინო, კარაქიანი კარაქის პრინციპი არაეფექტურია: თავადაც ვიცი, რომ ბანძი ვარ და პრეტენზიები არ მაწუხებს.. :)

ტომა, არადა, გეთანხმები..:))

გმადლობთ, კომენტარებისათვის და ამ პოსტში, როგორც იტყვიან, პირადული არაფერია..

vasasi said...

მურთაზის კომენტარი გამომრჩენია: მე არ მაქვს პრეტენზია პოპულარობაზე. არც სურვილი.. :))

psiqea said...

შენ იცინე, და ერთხელ ერთმა ექიმმა მითხრა, ქალმა, რომ დავეკითხე რამდენად სასურველია მათი გამოყენებათქო. /ტამპონებზე/. პასუხი იყო: რა იყო სულ კაცის იმის შეგრძნება გინდა გქონდესოო? შოკში ჩავვარდიი... შემდეგ უკვე როდესაც გამოვიყენე, მივხვდი, რომ იმ ექიმს წარმოდგენაც კი არა ქონდა, რომ ეს ტამპონი თუ სწორადაა გაკეთებული საერთოდაც არ იგრძნობა :D აი, ასე...
კაცები ნუ იეჭვიანებენ... და ვისაც რაიმე ინფექცია აწუხებს, არ შეიძლება :)
:*

გურამი said...

მე მიხარია რომ ქალი არა ვარ. :ყეს:

mtersasruti said...

კომენტარებში პოსტის ავტორის პასუხებმა გატეხა. ანუ,ბლაბლაბლა პასუხები გააძრო.მაგ: : მე არ მაქვს პრეტენზია პოპულარობაზე. არც სურვილი.. :))

კაააარგი,რა!
პირდაპირ გინებაზე გადადი ხოლმე,ან დაიკიდე.

ყველაზე ახლობელი ფრაზა ამ პოსტიდან ეს იყო და ბარემ შენც გამცნობ და დაგტოვებ.

(არადა, ცხოვრების მშვენიერებას განსაკუთრებით მაგ დღეებში ვგრძნობ)

ცვეტში,ასეა!

vasasi said...

ეს პოსტი ნამდვილად არ დამიწერია პოპულარობის გამო, მაგრამ ეტყობა, მტკიცებას აზრი არ აქვს. :))

როგორიც პოსტის ავტორია, ისეთი კომენტარებიც გააძრო, რას ერჩი, მე ვერ გავიგე.. :ბოლი:

მიხარია, რომ მამცნე: ანუ, მარტო არ ვარ ამ კონტექსტში..

mtersasruti said...

ო,დიდო ღმერთებო!
სწორედაც რომ მხარი დაგიჭირე და ვიცი,რომ არ დაგიწერია პოპულარობის გამო (ვტფ?!).სხვებს რომ აყევი და უმტკიცებ,რომ არ დაგიწერია,ეგ ვიგულისხმე წინარე პოსტში და რჩევის პონტში დავწერე -უბრალოდ უნდა დაიკიდო,რა.

:ხელისჩამორთმევა:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger