- ბედნიერება ერთსულოვნებაშია და სწორედ ერთსულოვნებაა ბედნიერება
რა არის ქალი? - ალაჰთან დაშორებისა და სატანასთან შეკვრის წინაპირობა;
რა არის რჯული? - მბრძანებელი, რომელიც ამბობს, რომ უმჯობსია, ქორწინებამდე კაცმა ქალი არ ნახოს;
რა არის ვნება? - სასიამოვნო ჩვევაში გადასული ის, რისი დაკმაყოფილებაც ქალის მაგივრად ლამაზ ბიჭებთან მეგობრობით შეიძლება.
რა არის ნახატი? - სხვა არაფერი, თუ არა ფერთა ერთობლიობა - პერპექტივისა და შუქ-ჩრდილების გარეშე.
რა არის ძაღლი? - სხვა არაფერი, თუ არა უწმინდური ცხოველი;
რა არის სატანა? - მხოლოდ ალაჰის საპირწონე;
რა არის სიკვდილი? - ის, რასაც არავინ იცნობს, მაგრამ ყველა ხატავს;
რა არის ჭეშმარიტი ხე? - ფურცელზე გამოსახული მისი იდეა;
რა არის სიბრმავე? - ჭეშმარიტი მხატვრის მარადიული დარდი, ფარული ოცნება და ალაჰის საჩუქარი;
რა არის სტილი? - ცოდვა. ის, რაც ერთს მეორისგან გამოარჩევს;
ვინ არის მხატვარი? - ის, ვინც ცდილობს ალაჰს გაუთანაბრდეს, ვინც ცდილობს წარმოიდგინოს ალაჰის ხედვა და ის, ვინც ამის გამო აუცილებლად დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში;
ვინ არის მკვლელი? - ის, ვინც ტრადიციების გადარჩენას ცდილობს;
რა არის ფერი? - ყრუთა მუსიკა, სიბნელეში გაგონილი სიტყვა, თვალის შეხება.
ფერი მშვენიერებაა, რომელიც ალაჰს ეკუთვნის;
ფერი - ყველა არ არის ერთი;
ყველა არ არის მთელს სამყაროში:
ყველა არ არის ძლიერი;
ყველა არ არის გამორჩეული;
მე ყველგან ვარ - მთელს სამყაროში;
მე ვარ თქვენთან და თქვენში;
მე ძლიერი ვარ - ყველასგან გამორჩეული;
მე წინ ვერაფერი დამიდგება;
მე ვარ ის, ვისაც ალაჰი თავის მონებს უმალავს;
ჩემი ნახვა მხოლოდ სისხლსა და დიდი მხატვრების ნახატებში შეიძლება;
მე ოცნება ვარ - ურომლისოდაც დრო არასოდეს გავა;
მე რეალობა ვარ, რომელიც არ არსებობს.
მე სამყაროს ცენტრი ვარ;
მე აღმოსავლეთიც ვარ და დასავლეთიც;
მე ვარ ღმერთიც და სატანაც;
მე წითელი მქვია.

9 comments:
აუ რა მაგარია, ჟრუანტელმა დამიარა :
აბაა! ვეთანხმები წინა დამკომენტარებელს. დამაჟრუალა. :) ისე შენზე უნდა დამეწერა, ვას, პოსტი და ასეც უნდა დამერქმია: მას წითელი ქვია. შენტან რომ დავინახე, ცოტა გამიკვირდა.
გენიალური პოსტია ^^ <3<3<3
ravici ragac ar momewona..
ra sidebilea..
გმადლობ, ანონიმო. ასეთი კომპლიმენტი ჯერ მართლა არავის უთქვამს ჩემთვის.. <3
სრულყოფილია, იდეალურია, ძალიან მაგარია! სიამოვნებით წავიკითხავდი ამ პოსტის ავტორის ნებისმიერ კომენატარს ნებისმიერ წიგნზე!!!
დიდი მადლობა, ანონიმო.
http://www.vasassi.com/search/label/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%95%E1%83%90%E1%83%B2
ამ ლინკზე მაქვს წიგნებზე, ძირითადად. :)
ფამუქი იამაყებდა შენი რევიუთი.
well done:)
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.