Friday, November 12, 2010

ნუ, შეეშვით ძიმკა შაშკინს

სკოლაში დირექტორებმა გათავისუფლებაზე განცხადება მოულოდნელად დაწერეს და ამბობენ, ძიმკამ აიძულაო;
ზაფხულში მასწავლებლები უცნაურად გაათავისუფლეს სკოლებიდან და ესეც ძიმკამ ქნაო;
მეთორმეტეკლასელებს გამოცდები დაუნიშნაო;
პირველკლასელებს წიგნებს აღარ ურიგებსო;
ბავშვებს რამდენიმეკილოიანი წიგნების თრევით ხერხემალი გაუმრუდდათო;
ეს კომპიუტერები რაღა იყოო?!
კომპიუტერები ვჭამოთო?!

რა გინდათ ამ კაცისგან არ მესმის:

  • ინგლისელი რა ფერი იყო ვერ იცნობდით და ჩამოგისახლათ ოჯახებში;
  • განათლება-განათლებას რომ გაიძახით და სწავლა გეზარებათ - სულ მოსპო განათლების სისტემა;
  • სკოლაში ცეკვისა და ტაშ-ფანდურის გაკვეთილები სავალდებულო საგნად დაგიმატათ;
  • ინტერნატები არ გინახავთ თვალით და სამტრედიის სპეცსკოლა გაგიხსნათ;
  • პოლიციელებსა და ერთმანეთის ჩაშვებაზე ჭკუას კეტავდით და მანდატურები შემოგიყვანათ სკოლებში;
  • საბჭოთა კავშირის მერე სკოლის ბუფეტებში კოტლეტები არ ყოფილა და დაგიბრუნათ, მაგრამ არ სკდება თქვენი მუცლები: მაინცდამიანც პავიდლოიანი პურები მოისაკლისეთ;

რა ქნას მეტი ამ კაცმა, რითი გცეთ პატივი, რომ დაინახოთ?.
შრომობს, წვალობს, იტანჯება, ოფლი გადასდის სახეზე, რომ თქვენ გასიამოვნოთ.
თქვენ კი..
თქვენ..
უმადურები ხართ ყველა!.
შეეშვით ჩემი განათლების მინისტრს და ყველამ თავის პრეზიდენტს მიხედოს!

6 comments:

მარი ახსიაშვილი said...

ლოლ, მაგარია :D

Da-v-iD said...

საინტერესოა, ტაშ-ფანდური ზოგად უნარებში შევა მერე გამოცდისას თუ არა!? :)

taa said...

:) :) :) :)

Love this girl :)

natka said...

კოტლეტები სადაა? :)ჩვენ სკოლაში ისეთი მაგარი ამერიკელია (სამწუხაროდ ჩვენ კლასში არ შემოდის) ერთხელ დავესწარი გაკვეთილზე და პირდაღებული ვუსმენდი:)
და ეს ტაშ-ფანდური გაკვეთილები როდის დაიწყება?
ხო კიდე წიგნები მართალია ძალიან მძიმეა მაგრამ გამოსავალი ვიპოვე ვინაწილებთ მე და ჩემი დაქალი :)
აუ ბარემ დავიწუწუნებ და ვიტყვი კვირაში ოთხჯერ შვიდი გაკვეთილი რა უბედურებაა :|

vasasi said...

სკოლების ნაწილში შეტანილია: პრესტიჟულებში ოღონდ.. :))

ინგლისურის მასწი მინდა მე სახლში..
:))

natka said...

ააა მაშინ გასაგებია :)
თან ვკითხე ბითლზი გიყვარს მეთქი და კიო, ბითლზი ვის არ უყარსო :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger