Tuesday, November 23, 2010

მგონი, ბიჭი ვარ

ბავშვობაში ძალიან პრანჭია ვიყავი. ისეთი, რომ დედაჩემი მიმალავდა ყველაფერს, რაც პარფიუმერიას განეკუთვნებოდა. არ მახსოვს, რამდენი პომადა მაქვს შეჭმული, რამდენი თვალის ფერი გაფუჭებული, ტუშზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

ბავშვობაში ყოველთვის ლამაზი კაბები მქონდა და ძალიან მიყვარდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი შანსი მომეცემოდა, დედაჩემის ფეხსაცმელში ვძვრებოდი და დავიგრიხებოდი.

ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი, როდის ჩავიცვამდი დიდივით, როდის გავიკეთებდი მაკიაჟს და ა.შ.

გამოხდა ხანი. გარდავტყდი. გარდატყდომასთან ერთად, სრულიად შევიცვალე. კაბები შარვლებმა ჩაანაცვლა, მაკიაჟზე დიდად არ ვგიჟდები და ხშირად საკუთარი სახის კანს თავისუფლებას ვანიჭებ, ამასთან, ტვინიც უცნაური გამიხდა. ერთი სიტყვით, მგონი, ბიჭი ვარ და მიმალავენ:

  • არ შემიძლია ტელეფონის ეკრანზე მეყენოს რომანტიკულ ფონზე გამოსახული გოგო და ბიჭი, ან გული, ან ფუმფულა სათამაშო;
  • არ მიყვარს ყვავილები;
  • არ მიყვარს ლექსები (ნუ, თუ პარადოკსული და სახალისო არ არის) და ადამიანები, რომლებიც მეჩვიდმეტე საუკუნის სტილში წერენ; განსაკუთრებით ვნერვიულობ, როცა როგორც დიდ ლიტერატორსა და პოეზიაში ღრმად განსწავლულს, შესაფასებლად მიგზავნიან. მე კი ამ დროს კრუნჩხვებში ვვარდები და არ ვმალავ, პოეტი კი მეუბნება, რომ ლექსის შინაარსი კი არ უნდა გაიგო, ავტორის შინაგანი მდგომარეობის არსს უნდა ჩაწვდე თითოეული ტაეპითო... :))
  • ვერ ვიტან მოსაფერებელ სიტყვებს: სიხარულო, სიყვარულო, პატარავ, ფუმფულა, საყვარელო და ა.შ. მსგავსი სიტყვები არასოდეს მქონია ლექსიკონში და, განსაკუთრებით, მაშინ ვღიზიანდები, როცა ბიჭები ლაპარაკობენ ასე;
  • არ ვარ რომანტიკული - პრაგმატული ვარ;
  • ვერ ვიტან გოგო-ბიჭს შორის გამართულ უაზრო ლაპარაკს (მაგ: მგელი რომ შემოგვხვდეს შიშველი ხელებით შევეჭიდები, დავახრჩობ და გადაგარჩენ);
  •  არ მიყვარს კლასიკური სტილი და ქუსლიანი ფეხსაცმელი (თუმცა ამ უკანასკნელზე სიარული ვიცი, სასაცილოდ არ დავაბოტებ), მოუხერხებელია ჩემთვის, თუმცა როცა მიწევს ჩაცმა, საკუთარ თავს მალულად ვეტრფი ხოლმე;
  • არასოდეს არავიზე ვნადირობ ღიად;
  • არასოდეს ამიხევია ვინმესთვის ვინმე (ანუ, მშვიდად იყავით, მეგობრებო). უფრო მეტი: კიდევაც დამითმია;
  • სამწუხაროდ, იგივე სოლიდური ჟესტი კოლეგებისგან (მდედრობით სქესს ვგულისხმობ) არასოდეს მოდის; 
  • ღიად არასოდეს გამოვხატავ სიყვარულსა თუ სიმპათიას ადამიან(ებ)ის მიმართ და მსგავსი საქციელი სხვებისგან, ყოველთვის მაღიზიანებს (განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩემი თანდასწრებით ხდება);
  • ალბათ, წლებია არ მიტირია: ცნობილი ფაქტი გახლავთ, რომ ქალები გულჩვილი არსებები არიან;
  • არ ვარ სუსტი (ერთი შეხედვით მაინც). 
ფიზიოლოგიურ რაღაცებს რომ თავი დავანებოთ, მგონი, ბიჭი ვარ და ვერ ვხვდები, ჰა?

22 comments:

Anna said...

მეც ბიჭი ვყოფილვარ :D

მარი said...

ჯიგარი ხარ რა. თითქმის ყველა პუნქტში გეთანხმები. ისე, გულჩვილი კი ვარ, მაგრამ "მოფარებულში" გავდივარ ხოლმე და ისე ვტირი, რომ არავინ დამინახოს.

tamaRa said...

რა ჯანდაბად გინდა სხვისი დათმობილი ვინმე ან რამე???:)

vasasi said...

თამარა, მე არ მინდა, სხვებს უნდათ და იღებენ კიდეც..

:))

Michael said...

კარგია აღმოჩენების გაკეთება :)) ჩამონათვლიდან უმრავლესობა მეც არ მევასება... ე.ი ბიჭი ხარ :D

an na said...

vaime, ra magaria rom leqsebi ar giyvars da chacmulobasa damakiajshi ar getanxmebi erti, me mere shemiyvarda eg yovelive, torem sxva danarcheni rom wavikitxe, ase megona me vlaparakobdi :))

lobzhanidze said...

იქნებ კარგი პოეზია არ წაგიკითხავს უბრალოდ? პოეზიის დიდი მოტრფიალე არც მე ვარ, მაგრამ ტარკოვსკი, ბორხესი და პასტერნაკი საპირისპიროს მიმტკიცებენ. :)

Agasfer said...

lol )))))))

Anonymous said...

bichebi ki ar xart, ubralod love gchirdebat a lil bit. mere ucebve gadaiqcevit 'cakalel' gogoebad :D ai me mitqvams da...

vasasi said...

lobzhanidze: არა, ლექსები როგორ არ წამიკიტხავს, მაგრამ რომ გითხრა, ვგიჟდები-მეთქი, მოვიტყუები..
კარგ პოეზიას ვაფასებ, უბრალოდ, პოეზიას პროზა მირჩევნია.პროზას უფრო კარგად აღვიქვამ.. :)

არა, ანონიმო.. ჩემს შემთხვევაში მაგას მნიშნველობა არ აქვს: როცა შეყვარებული ვარ (უფრო სწორად, სიმპათია მაქვს ვინმეს მიმართ) ისეთი ბუნებრივი და ადამიანური ვარ, როგორც არასდროს.. :დ

მგონი, მთლად ბიჭის ამბავი არ უნდა იყოს ეს..:)

taa said...

არ შემიძლია ტელეფონის ეკრანზე მეყენოს რომანტიკულ ფონზე გამოსახული გოგო და ბიჭი, ან გული, ან ფუმფულა სათამაშო;

me FTW-s logo mikenia :)

არ მიყვარს ლექსები

ver vitan

არ ვარ რომანტიკული
xoo sashinlad araromantiuli var :(

გელი რომ შემოგვხვდეს შიშველი ხელებით შევეჭიდები, დავახრჩობ და გადაგარჩენ
OMG - am dros shenze adre gaiqcevian xo :)

ქუსლიანი ფეხსაცმელი
mikvars

არასოდეს ამიხევია ვინმესთვის ვინმე
giertdebi

DreaMar said...

1.telefonis ekranze arasdros ar damiyenebia msgavsi suratebi.
2. arc me miyvars yvavilebi
3. ar miyvars patetikurad carmotqmuli da banaluri mosaferebeli sityvebi. tore ise kargia xolme :P
4. aramarto gogosa da biws shoris, aramed gogosa da gogos an bichsa da bichs shoris gamartul uazro laparaks ver vitan.
5. qusliani fexsacmeli miyvars, ogond sxvaze.
6. am boolo dros chemda uneburad metireba xolme :| arada ver vitan. chemi cremlebi dzalian medzvirfaseba :P
7. ღიად არასოდეს გამოვხატავ სიყვარულსა თუ სიმპათიას ადამიან(ებ)ის მიმართ და მსგავსი საქციელი სხვებისგან, ყოველთვის მაღიზიანებს dzalian cudia chemi azrit. es ukve problemaa

agaTa said...

am kriteriumebit mec ar vyofilvar gogo da egaa :)
tirils gadavechvie karga xania, momewona, rom quslebze siaruli ici another + shen :) :)araa saciro rom amis demonstrirebisatvis "shpilkebidan" ar chemoxvide,
cotati suuul cotati narcisi xar chemi azrit, magram es kargiacaa :)

vasasi said...

მარი, რა არის პრობლემა?! მე სხვანაირად გამოვხატავ (მოფარებულს არვგულისხმობ).

აგათა, ცოტა ნარცისი ყველა ვართ..:)

კატიე said...

ბიჭი არა, ცოტა ფემინისტი ხარ :) ვართ :)

vasasi said...

არა, არა..
ყველაზე ნაკლებად ფემინისტი ვარ.. :D
არ მადარდებს ეგეთი პრობლემები: თითიდან გამოწოვილი მგონია.. :)

Anonymous said...

me eg yvelaferi maxasiatebs titqmis da V A M A Y O B! ar minda civi viyo arc tqveni egeti sidzliere mchirdeba adamiani tu giyvars unda gamoxato da yoveldge daumtkico ai esaa dzliereba! romantiulic var da leqsebic miyvars gansakutrebit sheqspiris sonetebi miuxedavad imisa rom aratradiciuli orientaciis iyo!! vtiri roca metireba da arc mofarebuls vedzeb! esaa chemi sidzliere var iseti rogoric var!!! da arc minda ugulo civi da pesmisiti viyo! mjera rom cxovreba lamazia da ufro da ufro galamazdeba! kritikad ar miigot ubralod shenma ,,chanaxatma'' (mgonia chanaxatia) protestis grdznoba gamichina!!

vasasi said...

ანონიმო, ცუდად არ მიმიღია. ეს ჩანახატი არა - პოსტია.

შენ გაქვს არჩევანის უფლება ისევე, როგორც მე (ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა). არ ვამბობ, რომ ქალური არ ვარ. რა სისულელეა. :)
უბრალოდ, შენ თუ ფიქრობ, რომ შენი სიძლიერე ქალური სისუსტეების გამოვლინებაშია, მე ვფიქრობ, რომ ჩემი სიძლიერე მათ დაფარვასა და, ზოგადად, სამყაროსადმი ცინიკურ დამოკიდებულებაშია.

მე ვერასოდეს ვიქნები რომანტიკული ადამიანი. ასეთად არ დავბადებულვარ. :)

Anonymous said...

mokled sruliad ganvsxvavdebit ertmanetisgan, arc imis rwmunebas daviwyeb ro cdebi sheni archevania me chemi archevani gavakete!!! ufro sworad asetad davibade :)

vasasi said...

ლოლ.

არჩევანი არაფერშუაშია, ამ შემთხვევაში. უბრალოდ, მე და შენ სხვადასხვანაირი ემოციური ველები გვაქვს.

არჩევანი აბსოლუტურად სხვადასხვა სიტუაციაში კეთდება. :)

თუ დაუკვირდები, ამ კომენტარშიც კი შენს უპირატესობას მიმტკიცებ იმით, რომ "ასეთად" დაიბადე. სიმართლე რომ გითხრა, ამის საფუძველს ვერ ვხვდები, რადგან პოსტი თავიდან ფეხებამდე სუბიექტურია და მე, თამუნა კარელიძეს მეხება.

პ.ს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჰომოფობი ჰეტეროსექსუალი ლესბოსელს ან ტრანსვესტიტს ესაუბრება, არადა, რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? :))

Anonymous said...

:D:D:D bunebis shecdoma yofilxar!!! :D:D:D vetanxmebi im anonims romelmac tqva rom sheni chamonatvalidan titqmis yvelaferi axasiatebs!! araa saamayo is rom emociebs ver gamoxatav sachiro dros esegi shen an ugulo xar anseti image ginda rom gqondes! kargad vicnob shennairebs ;)

vasasi said...

მეორე ძვირფასო ანონიმო (ფაქტობრივად, კიბერშეტევა მომიწყვეთ ამ ბოლო დროს), სამყაროს ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ და არაზუსტი განსაზრრებების მქონე რაღაცების ზუსტ განსაზღვრებებს (მომიტევეთ ტავტოლოგია) თუ მოვერიდებით, ცუდი არ იქნება.

ასევე, თავი შევიკავოთ რადიკალური განცხადებების გაკეთებისაგან (მაგ: ბუნების შეცდომა), რადგან მიჩნდება, ეჭვი, რომ ძვირფასმა ანონიმმა საერთოდ არ იცის რას შეიძლება ეწოდოს ბუნების შეცდომა.. :)

არამგონია, ჩემნაირებს კარგად იცნობდე, რადგან მე თვითონაც კი არ ვიცნობ საკუთარ თავს (კარგად ცოდნაზეც კი არ მაქვს პრეტენზია).

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger