Wednesday, November 24, 2010

რა მოხდა ლისაბონში?

ნატოს ლისაბონის სამიტი კი იცით ყველამ.
ისიც გეცოდინებათ, რომ აქაც წინა, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გაიმეორეს, რომ ნატოს კარი ჩვენთვის მუდამ ღიაა, უბრალოდ, კართან ავი ძაღლი აბია;
ისიც გეცოდინებათ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ძალიან მაგარი სიტყვით გამოვიდა;
ისიც, რომ ლისაბონის სამიტს დიმიტრი მედვედევიც ესწრებოდა;
ობამა-სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ არ გავამახვილებ ყურადღებას ჩვენი პრეზიდენტის განცხადებებზე, რომ რუსეთთან სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ დიალოგი;
ასეთ ნიუანსებზე არ ვჩერდები და, აბა, მიშას შეთავაზებაზე რუსების პასუხი რაღა მოსატანია?

მე მინდა მოგახსენოთ დილანდელ ამბავზე. ლისაბონის რომელიღაცა ყვითელ-ყვითელ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაზე, რომ ქართულმა დელეგაციამ სასტუმროში არც მეტი არც ნაკლები, 80 მეძავი აიყვანა, სიფრთხილის მიზნით, ისინი მეუღლეებად გააფრომეს, მაგრამ ვაგლახ, ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? კი არა, პოლიციელმა ერთ-ერთი მეძავი იცნო და სულ წიხლისკვრით გამოაგდო სასტუმროდან. თუმცა, მანამდე, სამართალდამცავები ფრანგმა დელეგატებმა გამოიძახეს, გვერდითა ნომრებიდან რაცხა უბედურის ერთი ხმაური ისმის და ვინმეს გულის შეტევა ხომ არ აქვსო?!

მე მინდა, გავაპროტესტო ყველა ოპოზიციონერი, ყველა მორალისტი (ვაიმე, ასო ბგერა "მ" რა საყვარელია ხოლმე), საზოგადოების ყველა წევრი, ვინც ამ ინფორმაციით აღშფოთდა.
რა მოხდა, პატარას გაერთნენ ბიჭები:
  • თქვენ ხუმრობა ხომ არ გგონიათ იმ სამიტზე წასვლა, სადაც დიმკა მედვედევი დაიარება?! გაქვთ კი წარმოდგენა, რამხელა გმირობა ჩაიდინეს ჩემი ქვეყნის დელეგატებმა?!
  • მეგობრებო, ლისაბონის ქართულ დელეგაციაში პატიოსანი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. აბა ყველა ლადო ვარძელაშვილს კი არ ჰგავს, ტოკიოში საქმიანი ვიზიტისას ცოლი რომ გააყოლა ხელს?!
  • არ მესმის, რამ შეაწუხა სარკოზი და ფრანგი დელეგატები: ხმა ეუცნაურათ თუ რა? ამაზეა ნათქვამი, ყველამ თავის პრეზიდენტს მიხედოსო;
  • ის, რომ ქართველები კეთილი გული პატრონნი ვართ, კიდევ ერთხელ დადასტურდა: 80 ქალი რომ აიყვანეს და მეზობელი სომხები, ტრადიციულად, შემოეტენნენ, განა გაყარეს, პატივი სცეს ბოლომდე;
  • აბა ახლა, როგორ შეიძლება მიხეილ მაჭავარიანს არ დავეთანხმო და პორტუგალიური ყვითელ-ყვითელი გაზეთის მიერ ქართული დელეგაციის მისამართით გავრცელებულ ამ უმსგავსო ცილისწამებას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი პროვოკაცია არ ვუწოდო?
და ბოლოს, მინდა განცხადება გავაკეთო ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც ხვალ სახალხო კრებაზე აპირებს წასვლას და ჩემი მთავრობა და პრეზიდენტი არ მოსწონს:

 ვიცი, იტყვით, ლისაბონელ მეძავებში ჩვენი ჯიბიდან გაღებული ფულები დახარჯესო (აგერ, ჩემმა თანამშრომელმა გამოიანგარიშა და 100 ევროობაზე 8 000 გამოვიდა), მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ, რომელმაც არათუ რიგით მოქალაქეებს, ევროპარლამენტის წევრებსაც კი თვალზე ცრემლი მოჰგვარა, ლისაბონელმა მეძავებმა, პირადი სიმპათიის გამოხატვის მიზნით, ქართველ დელეგატებს კაპიკი ფული არ გამოართვეს.
 საერთოდაც, თავის მხრივ პატივისცემა რომ უნდოდათ, სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტეს სასტუმროში და არავითარ უმსგავსობას ჩემი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან, იქ ადგილი არ ჰქონია.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ: დაანებეთ ჩემს პრეზიდენტსა და დელეგაციას თავი და ყველამ თავის მარგინალ ოპოზიციას მიხედოს.

4 comments:

ელენე said...

ეს ყველაფერი მართალია თუ ტყუილი უკვე აღარ მაინტერესებს, იმდენი ვიცინე...თან შენი წერის სტილი მაოცებს, წარმომიდგენია გვერდით მიზიხარ და ხელებით, თანაც სახის მიმიკის მიშველებით როგორ მიყვები ამ ყველაფერს!!!
მაგარია!!!!

გურამი said...

რა მაგარი ვარ ვას. რაც ხდევა ქვეყანაში შენი ბლოგიდან ვიგებ ხოლმე. თან როგორი ხალასი იუმორით? :) ისე გირჩევთ ეს ლინკიც ნახოთ. ბოზები არა ყოფილან, რუსეთის სპეცაგენტები იყვნენო, აცხადებს ნი2 ნიუსი: http://ni2.ge/2010/lis-prost/

taa said...

(ვაიმე, ასო ბგერა "მ" რა საყვარელია ხოლმე)

vaime, vaime rogor mevasebiiiiiiiii

vasasi said...

ელენე: მართლა?
ე.ი. სახოვანად ვწერ..
ეს კარგია.. მადლობა.. :))

გურამ, მთლად მე ნუ მენდობი, ვაზვიადებ-ხოლმე..

თაა.. :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger