Sunday, November 28, 2010

ჯაბა ქარსელაძესაც შეეშვით

მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ პოსტი არ შეიცავს ცინიზმის, სარკაზმისა და გროტესკის ელემენტებს. 
 არა, ჯაბა ქარსელაძეზე მეც ბევრი დამიწერია. რატომაც არა? კარგად იყიდება, სკანდალებს აწყობს, ლექციებს კითხულობს, გულზე გიშერი ჰკიდია, ტონალურის გარეშე სახლიდან არ გამოდის, ბანჯგვლიან პარტნიორებზე გული ერევა, ჰოდა, მეც ვწერ: ბლოგსაც ემატება თითო-ოროლა მკითხველი.

რამდენიმე დღის წინ ჟორჟოლიანის გადაცემაში ჯაბას ახალი კლიპის პრეზენტაცია შედგა (ვისაც ეს შედევრი არ გინახავთ, დატკბით), რის შემდეგაც ქალაქს (ქალაქი/ქვეყანა ერთი და იგივეა ჩვენთან) ახალი საჭორაო გაუჩნდა:
  • არის თუ არა ჯაბა ქარსელაძე გეი?!
  • მანამდე მაჩოს იმიჯს რომ იქმნიდა?!
  • ქალებში რომ დადიოდა, ხომ ჩვენი თვალით ვხედავდით?
  • კი მაგრამ, კაცებიდან ვისთან დადიოდა, ნოდიკოსთან, გიასთან, რატისთან თუ?? 
  • შეეშვით სხვის საწოლებში ძრომიალს და საკუთარს მიხედეთ, - ირწმუნებიან ლიბერალური აზროვნების მქონენი; 
 ერთი შეხედვით ქარსელაძე იმდენად ოდიოზური ტიპია, რომ ყურადღების გამახვილება არ ღირს მასზე. თუმცა, ვფიქრობ, გაცილებით სხვა პრობლემები აქვს, რის გამოც გულწრფელად მეცოდება.

არ ვაპირებ პოსტში დავცინო, ვიკაიფო მის ლონდონში გავლილ პიარის გაკვეთილებზე, საფრანგეთში ნასწავლ ბუღალტერიაზე, ნიცის ნუდისტურ პლაჟზე გატარებულ არაჩვეულებრივ დღეებზე, გულზე დაკიდებულ გიშერსა თუ ლავიწის ძვალს ნაზად მოგდებულ შარფზე.

მე, გულწრფელად მეცოდება ჯაბა ქარსელაძე, რადგან იმ ყველაფერს მიღმა, რასაც აკეთებს, უბედური, მარტოსული ადამიანი ჩანს, რომელიც პირად ცხოვრებაში ხელმოცარულია და სხვების თვალში ამ ნაწილის სკანდალებით დაფარვას ცდილობს.

პირად ცხოვრებაში მარტო გოგოს/ბიჭს არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, ჯაბა ადამიანური ურთიერთობების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და ეჭვი მაქვს, ყოველთვის ასე იყო. მე მჯერა, რომ მან თავისი საქმე კარგად იცის (ბუღალტერიას ვგულისხმობ), მაგრამ არ ჰყავს ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ არასწორად იქცევა, რომ ის ვაისკანდალები მდარე ხარისხისაა, რომ პოპულარულობა არაა მთავარი, რომ ყველაფრის უკეთ შეფუთვა შეიძლება, რომ ურჩევნია, იყოს ადამიანური, მით უმეტეს, შუბლზე აწერია, რომ გულის სიღრმეში ამის მეტი არაფერი უნდა.

მეცოდება ჯაბა ქარსელაძე, იმდენად მეცოდება, შესაძლებლობა რომ მქონდეს, სიამოვნებით დავეხმარებოდი: გული მიწუხს უბედურ ადამიანებზე, არ მინდა, ვინმეს რამე სტკიოდეს.

11 comments:

Agasfer said...

რა აქვს შესაცოდი, აფერსტია. ვინ არ იცოდა, რომ გეია, მაგრამ ნანუკას შოუში რომ თქვა, ამ კლიპს ყველა ისე გაიგებს, რამდენადაც გაფუჭებულიაო თუ რაღაც ასეთი, ალბათ არ მოგისმენია. ამის მერე აღარც შეგეცოდებოდა.
ამას ფარისევლობა ჰქვია. ჩვენ ყველანი გაფუჭებულები ვართ და ეგაა წმინდანი, რამ გვაფიქრებინა, რომ გეი და 'გაფუჭებულია' )))
ვერ თქვი კარგად რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ არაუშავს.

vasasi said...

არა, კარგად თქვი..
მე სულ არ მაინტერესებს სხვისი ორიენტაცია, თუ ადამიანთან ურთიერთობაში კარგად ვგრძნობ თავს, ჩემთვის ეს არაფერს წყვეტს..

მე მაინც მეცოდება და როცა ადამიანი გეცოდება, ეს ყველაზე ცუდ რამეს ნიშნავს, რაც შეიძლება ვინმეს მიმართ იგრძნო.. :)

psiqea said...

გეთანხმები ვასასი. მეჩვენება ამ ადამიანს არ აქვს საკუთარი ბედნიერი ცხოვრება და ზედმეტად მარტოა. ამიტომ უაზრობებს სჩადის. არადა, საერთოდ არ ვადევნებ თვალს მის ცხორებას, არ ვკითხულობ ყვითელ პრესას და მაგ გადაცემის მხოლოდ ის მომენტი ვნახე, სადაც ვითომ დარცხვენილი ნანუკა კითხვას უსვამდა.
ძალიან გულისამრევი იყო ყველაფერი. თან ყველა "კმაყოფილი"...
უფრო ცუდი ისაა, რომ საზოგადოება ამაზე "ვარდება" და თუგინდ უარყოფითი განცდა უჩნდება...
ესაა ამ "პოპულარობის" გასაღები... ძლაინ ხანმოკლეა ეს, არ იციან ეტYობა ამ ადამიანებმა სოციალური მეხსიერება რაოდენ ხანმოკლეა... :)

an na said...

nanukas shows linki mibodzet ra vinmem :)

vasasi said...

ანა, მაივიდეოზე ნახე 23 ნოემბრის სადღაც, თორმეტის ნახევარი.. :)

Da-v-iD said...

მდააა... არადა შენნაირი მარქაფა და მკვირცხლი ადამიანი კი მოუხდებოდა ჯაბას. მოაქანჯალებდი ცოტას :)

Anonymous said...

Brillante frase e per tempo

Buy AMOXICILLIN Online
Amoxicillin Order online

GioM said...

ცოდვაა კი, მაგრამ მგონია რომ ეგეთი რომაა მისი ბრალია მხოლოდ!!! აბა ჩემი ბრალია არაა დედას ვფიცავარ!

კატიე said...

მართალი რომ ვთქვა, არ მადარდებს რა თქვა ჯაბამ. ცოტა გული დამწყდა რომ ზედმეტად პრანჭავდა ქვედა ტუჩს და სიმღერა 1:1ზე აჩი მეფარიძისას ჰგავდა.

ყველაზე მეტად კი გული იმაზე დამწყდა, რომ ქართულ ესტრადაზე ხელახალი დამკვიდრებისთვის თურმე ახლა ის მეთოდები სჭირდებათ, რაც 15 წლის წინ რუსეთში, როცა "ტატუ" იღებდა კლიპს "Ya Soshla S Uma".

რომ ეთქვა ეს ჩემი აღიარებააო, უფრო გულწრფელი იქნებოდა, ან ჩემი სოლიდარობაა გეების მიმართო. ყველაზე იაფფასიანი მეთოდი გამოიყენა - დაინტრიგებისთვის გავაკეთეო.
მესმის, რომ ძნელია იყო თავზეხელაღებული და მამას, რომელიც გაფინანსებს, ცისფერი ეკრანიდან გამოუცხადო, გეი ვარო. ჩვენთვის ლაპარაკი იოლია.
მაგრამ, ასეთი ვითომ მიამიტური დიალოგი მართლა გულის ამრევი იყო :|

vasasi said...

Da-v-iD: ვაიმე, ახლა ოღონდ ჯაბა ქარსელაძეს ნუ გამირიგებ.. :D

GioM: ჰოდა, მაგას ვამბობ, რომ მისი ბრალია, ჰოდა, ცოდოა.. სხვა რაღაც უნდა და სხვა გამოსდის.. :D

კატიე: მეც სულ ფეხებზე მკიდია, სიმართლე რომ ითქვას, უბრალოდ, ასეთ ადამიანებზე ვნერვიულობ (გეგონება, სხვა არაფერი მქონდეს სადარდებელი).. :D

agaTa said...

ar vici ratom gamoiwvia am temam amxela ajiotaji da verc mivxvdebi albat (gadacema ar minaxavs da) chemi azrit jaba arc pirveli9a da arc ukanaskneli vinc am vitom dzaaaan skandalebit piardeba
eg bichi jer kidev bukastan rom mgeroda, mashin ar moimwonda da axla ar mesmis ganatlebuli adamianebi mas ratom unda ganixilavdnen
vasasi arachveulebriv politikur-sarkastul postebs wer amitom :) :)
nuuu daanebet jabukas tavi :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger