Monday, December 20, 2010

2010 წლის ნომინაციები vasassi.com-ისგან

მეგობრებო, რადგან წელი იწურება, გადავწყვიტე, ვისექტანტო. მოვიფიქრე ნომინაციები და ახლა განვაცხადებ ყველაფერს:



№ 1  წლის ადამიანი

გამოჩნდა ივნისში. ზოგადად, ბავშვები არ მიყვარს, მაგრამ ეს ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, ბავშვი.
წლის ადამიანის ნომინაციაში გამარჯვებულია იხვი. გამარჯვებულის წლოვანების გამო, პრიზს მიიღებს იხვის დედა.



№ 2 - წლის პოსტის გმირები

დიახ, მე მაქვს წლის უსიტყვო პოსტი. ამ ნომინაციაში კი გამარჯვებულები შორენა ბეგაშვილი და ქალბატონი მაია ასათიანი ბრძანდებიან (არ ვიცი, რამდენად მივაწვდი მათ პრიზს).


№ 3 - წლის აღმოჩენა 

ნომინაციაში გაიმარჯვა დოინჯიმ. რომ გითხრათ, მისი ბლოგის მუდმივი მკითხველი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ძალიან გამიხარდა, ბლოგი რომ აღმოვუჩინე. მისი ლექსები ერთ-ერთ ლიტერატურულ საიტზე მქონდა წაკითხული. რატომღაც მეგონა, რომ დიდი ტიპი იყო და მაინტერესებდა. ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ბექა შემრჩა ხელში..


№ 4  - წლის ყვავი (ჩხიკვის მამიდა)
ნუ, აქ ჰექსე რომ არ იყოს, არ შეიძლება. მახსოვს, როგორ გამიხარდა, რომ აღმოვაჩინე ბლოგი, რომელიც ჩემი ბლოგის აზრებს, გარკვეულწილად, იზიარებდა..

№ 5 - წლის ბლოგი

მინდა ვთქვა, რომ წლის ბლოგის დასახელება გამიჭირდა, რადგან ახალ ბლოგებს არ ვეცნობი, ძველებიდან კი არის რამდენიმე, რომლის ყველა პოსტსაც ვკითხულობ. ამ ნომინაციაში გამარჯვებას მივანიჭებ იაპონიას. იყო რაღაცები, რაც ვიცოდი, მაგრამ ამ ბლოგზე ბევრი რამ გავიგე ჩემთვის ეგზოტიკური და საინტერესო ქვეყნის შესახებ. ყოველთვის ინტერესით ველოდები ახალ პოსტებს.


  № 6 - წლის მჯიკებელი


ამ ნომინაციაში ერთმნიშვნელოვნად გაიმარჯვა ლაშარელამ. ის რომ არა, ბლოგი კვლავ გრძელ მისამართზე იქნებოდა, რადგან მე თავში არასოდეს მომსვლია, დომენის აღება. არ ვიცი, არის თუ არა com-ის ბრალი, მაგრამ დასერიოზულების შემდეგ უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა არითმეტიკული პროგრესიით იზრდება (მომავალ წელს გეომეტრიულს ველოდები და ვნახოთ).


 № 7 - წლის შთაგონება


აქაც, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ბიჭოლა თეთრაძემ გაიმარჯვა. შთაგონება მე და ჰექსეს ტყე-ღრეში, კნუტთან ერთად ბოდიალის დროს გვეწვია, თუმცა, დროის უქონლობის გამო, იდეა, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეად რჩება.
საკმაოდ პერსპექტიული იდეაა, სხვათაშორის.


 № 8 - წლის სიმპათია


რა თქმა უნდა, დევიდ მილიბენდი. აქ კომენტარიც კი ზედმეტია.



№ 9- წლის კარლსონი

არ ვიცი რატომ, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი მივამსგავსე კარლსონს, მაგრამ ხათო მარტო ჩემი კარლსონია.


№ 10 - სპეციალური ნომინაცია

აქ უნდა ყოფილიყო მწარე ნომინაცია, მაგრამ გადავიფიქრე: მწარე ნომინაციები მოგვიანებით იყოს. სპეციალური პრიზები კი გადაეცემათ აგათას და პერწკლის.


№ 11 - წლის უცნობი ბლოგერი

 უცნობი იმიტომ, რომ მისი ბლოგი არ მაქვს წაკითხული, არც კორპორაციულ ბლოგს ვკითხულობ. ზოგადად, ადამიანებთან კონტაქტში შესვლა დიდად არ მიადვილდება, მაგრამ ამ ადამიანთან ეს მომენტი არ მქონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. წლის უცნობი ბლოგერის ნომინაციაში გაიმარჯვა გიორგი გიორგაშვილმა. "ბიბლუსის" ბლოგის ავტორმა.


№ 12 - წლის ბლოგერი

როგორ შემეძლო ამ ნომინაციაში გამარჯვება ყველაზე მზიანი, ზღაპრული, ადამიანური და პოზიტიური ბლოგის ავტორისთვის არ მიმენიჭებინა?!
მართალია, ნატალიას ბლოგი   ჯერ კიდევ, ბლოგერობის დასაწყისში აღმოვაჩინე, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
და კიდევ: ნატალია, ხშირად წერე და იცოდე, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც შენი ბლოგის კითხვა იმ სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს, ასე გამუდმებით რომ აკლია.

№ 13 - წლის არაბიოლოგიური დედა

ასე, უბრალოდ და მარტივად, ნომინაციაში გაიმარჯვა ქეით ერთიორისამიოთხიხუთიშვიდმა.. იმიტომ, რომ ასე მინდა..:)


ნომინაციებში გამარჯვებულებს, სერტიფიკატებთან ერთად, გადმოგეცემათ სუვენირები..
დათქვით დრო და ადგილი, თუნდაც, სადმე კიბესთან, ღია ცის ქვეშ, რომ წაიღოთ თქვენი კუთვნილი სუვენირები თუ სხვა სექტანტობები. თან, მინდა ზოგი გაგიცნოთ, ზოგი გნახოთ. კარლსონი მე მომყავს.. :))

14 comments:

taa said...

შთაგონება მე და ჰექსეს ტყე-ღრეში, კნუტთან ერთად ბოდიალის დროს გვეწვია

haaaaa, me da chemi shvili ar mogvtexot :)

kargi posti iko da bevr rameshi dagetanxme

vasasi said...

ara, ras ambob, ra motexva!!.. :)

:*

giorgi said...

gioooo :D sagol :D :D :D gilocav!!!! kidevmravali nominaciashi gamarjveba momelocos!!!

Kate said...

ვაიმეეეეეე!!! ჩემი არაბიოლოგიური შვილი!!!
რა საყვარელი ხარ.

განსაკუთრებით გამიხარდა ნატალიას გამარჯვება. მისნაირი სათნო ადამიანი მართლა იშვიათია.

ძალიან მიყვარხარ თამ და შენს გვერდით დგომას სულ ვგრძნობ. დიდი მადლობა :*****

Natalia said...

ვასასი, როგორ ვთქვა არ ვიცი, აი ნუ, არ ვიცი, რა ბედნიერი ვარ, ასეთი ჯილდო რომ მერგო შენგან. მოკლედ ვიტყვი - ძალიან გახარებული ვარ და გმადლობ, რომ ასე ფიქრობ ჩემ ბლოგზე და კიდევ უფრო მიხარია, თუ ცოტა პოზიტივი მაინც მომაქვს შენთვის :) <3
ქეითს მადლობა კიდევ :*
ვაიმე, უცებ თავი მეგონა სცენაზე და მიკროფონთან, სამადლობელ სიტყვას რომ წარმოთქვამს :D

Anonymous said...

ეს ყველაფერი ორი თვის წინ რომ მომხდარიყო ვიტყოდი არის ასრულდა ოცნებათქო,:D :D მაგრამ დღეს უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა, თუნდაც იმისთვის რომ ხარ და რომ წერ :) და რომ არ გამოგრჩი :P
მწარე ბლოგის ყველაზე ტკბილ ნომინაციაში გავიმარჯვე "ტეეე შტოო?!"
მართლა გამიხარდა და ავჟიტირდი და ვბოდიალობ რაღაცეებს :)))
I <3 VASASSI
agata

vasasi said...

ქეთ, მე მიყვარს, როცა ადამიანებს რამეში ვადგები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ რაიმე გირებული მაქვს გაკეთებული შენთვის. თუ შანსი მომეცემა, სიამოვნებით დაგეხმარები ყოველთვის. :*

ნატალია: ისა.. :* :)) წერე ხოლმე ბევრი: მზით და შოკოლადით.. :)

აგათიკო, ახლა ამიხსენი პირველი ორი წინადადების არსი, თორემ ხერხემალი მიცახცახებს.. :D :))

qilipa said...

ძედააააა (არაბიოლოგიური შეძახილი) კააააი იყო :დ

Anonymous said...

agatAko :) nu principshi aris ukve agsrulda ocneba:)axlac :)

Gio Rgashvili said...

ვასას, გმაადლობთ პროზისთვის!

მეგობრებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა ვუთხრა დედაჩემს, მამაჩემს... სამწუხაროდ, არ მყავს და-ძმა, მაგრამ მათ ნაცვლად ჩემს დეიდაშვილ-ბიძაშვილებს გადავცემ მადლობას... რომ არა ისინი, მათი თანადგომა...

აგრეთვე, მინდა მოვუმადლობო ქალბატონ სეგას, რომელმაც უნუვერსიტეტის პირველ კორპუსში მასწავლა კომპიუტერი! ...

გმადლობთ! გმადლობთ!

მე-ხათო said...

უკარლსენოსი :ც :ც :ც

გურამი said...

ტაა-შიი! შშ, შშ, შშ! ტაა-შიი! შშ, შშ, შშ! :ჯუმპ:

knuti said...

მოვითხოვ გადმომეცეს პრიზი :შ :ნაგლი:

წლის იდეა, რომ მოგივიდათ, მეც მივიღე მონაწილობა :D

Kate said...

ნატალია - ძალიან საყვარელი ხარ. :**8

თამ - ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger