Thursday, December 2, 2010

ჩვენ, ბლოგერები საქართველოსი

რატომ ახალქალაქში დაგებული გზასავით არ გამისწორდა ტვინის დანაოჭებული მარჯვენა ჰემოსფერო და რატომ არ მომტყდა მარცხენა ხელი (მარჯვენა მაინც არაფრის მაქნისი მაქვს) როცა ამ პოსტის წერა დავიწყე, მაგრამ რომ არ დავწერო ვინერვიულებ, სანერვიულო და თავშისახლელი კი არც უამისოდ მაკლია.

ეს ისე, ინდულიგენციის სახით. ახლა კი  საქმეზე გადავიდეთ:

ეს პოსტი არავითარ შემთხვევაში არ ეხმაურება ბლოგერების სიყვარულს, მეგობრობას, ერთობასა თუ პროფკავშირებს  (ეს უკანასკნელი იდეად მოგაწოდეთ და აბა თქვენ იცით, აიტაცეთ!).

მეგობრებო, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩვენთვის (თუმცა, ის ყველაფერი, რაც ადამიანურია, ამავდროულად, ცხოველურიცააო, აქვე დასძინა ფრაზის ავტორმა), ამიტომ ვიყოთ ადამიანურები და პირველ ნაბიჯს მე გადავდგამ:

ბოლო დროს ხშირად მესმის (უფრო სწორად, ფბ-ზე ვხედავ) შემდეგი სახის გამონათქვამები:

- ჩვენ, ბლოგერები!.
- ჩვენ, ყველასგან გამორჩეულები!.
- ჩვენ, სოციალურ მედიაში ყველაზე გათვიცნობიერებულები;
- ჩვენ, მეგობრები;
- ჩვენ, განსაკუთრებულები;
- ჩვენ, წარმატებულები..
და ა.შ.

მეგობრებო, ჩემი მოკრძალებული აზრით, რადგან ბლოგი გვაქვს, არ ნიშნავს:
  •  რომ უკვე გამორჩეულები ვართ: ზოგიერთმა ჩვენგანმა ხომ არც წერა იცის და არც თემა, რაზე და როგორ უნდა წეროს?!
  • ბლოგის არმქონე ადამიანებს ზემოდან არ უნდა ვუყუროთ იმიტომ, რომ ჩვენ ინტერნეტი უკეთ გვესმის (თუმცა, ესეც საკითხავია);
  • ადამიანები, რომლებსაც ბლოგი აქვთ და წერენ, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჩვენი მეგობრები არიან ან უნდა იყვნენ; 
  • თავი ჟურნალისტებზე დიდი ჟურნალისტები არ უნდა გვეგონოს, იმის მიუხედავად, რაოდენ შტერნიც არ უნდა იყვნენ ისინი;
  • რადგან ბლოგი გვაქვს, არ ნიშნავს, რომ სიტყვა "ბლოგერი" განსხვავებულ, აღმატებულ კასტას განეკუთვნება;
  •  სხვა ბლოგერები არ უნდა ვჭამოთ: ამის აუცილებლობა, უბრალოდ, არ არსებობს.
ზოგადად, გულწრფელი ადამიანი ვარ, ამ ბოლო დროს კი, ჩემი გულწრფელობა სახიფათო ნიშნულს უახლოვდება, ამიტომ ახლაც ასე, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვწერ:
  • მე მაქვს ბლოგი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ აქ ნაბოდვარის გამო სხვებზე მაღლა ვდგავარ;
  • არ მესმის რას ნიშნავს სიტყვათშეთანხმება "ქართული ბლოგოსფერო", შესაბამისად, თუ რა დატვირთვის მატარებელია ის, ჩემთვის გაუგებარია;
  • არც ერთ ე.წ. "სასტავში" არ შევდივარ;
  • ყველა ბლოგერთან მაქვს ნორმალური ურთიერთობა, რაც არ ნიშნავს, რომ ჩემი ისეთი მეგობრები არიან, კალთაში რომ თავს ჩავუდებ და დაკარგულ სიყვარულზე, წარუმატებლობასა თუ ჩემს დეპრესიაზე ავტირდები;
  • არის ერთი-ორი ბლოგერი, რომელთანაც, შედარებით, ახლოს ვარ, თუმცა ჩვენი დაახლოების წინაპირობა ბლოგი ნამდვილად არ ყოფილა. მეტიც: ზოგიერთის ბლოგი აქამდე თვალით არ მაქვს ნანახი; 
  • არავის ვჭამ (იმედი მაქვს, მეც არავინ მჭამს, თუმცა, ასეც რომ იყოს, სულ ორივე ფეხზე მკიდია) ერთი მარტივი მიზეზის გამო: მე ეს არ მჭირდება; 
  •  წარმოდგენა არ მაქვს "ქართული ბლოგოსფეროს" ჭორებზე - არ მაინტერესებს; 
  • მაგრად მეცინება როცა ვიგებ, ზოგიერთი როგორ განიცდის "ბლოგოსფეროს" დაყოფას, როგორ ნერვიულობენ ვინ სად, როგორ, როდის და ვისთან ერთად შეჭამს ხინკალს ან შეწვავს სოკოს: მეგობრებო, მიანიჭეთ ერთმანეთს თავისუფლება;
  • ბლოგერების სიყვარულსა და არსიყვარულზეც ძალიან მეცინება: რატომ უნდა გიყვარდეს ან არ გიყვარდეს ვიღაც, ვინც შენსავით ბოდავს ვორდპრესსა თუ ბლოგსპოტზე?
  • იმისათვის, რომ თავი ბლოგოსფეროს სრულფასოვან წევრად ვიგრძნო, ყველა ბლოგერთან პირადი ნაცნობობა არ მჭირდება (ნუ, არც ბლოგოსფეროს სრულფასოვან წევრად ყოფნის სურვილი მაქვს. უკვე ვთქვი: ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის);
  • არ მჭირდება ზედმეტი სიყვარულის გამოხატვა ჩემთვის უცნობი ადამიანების მიმართ (ნაცნობებისადმი ვერ გამომიხატავს წესიერად), აქედან გამომდინარე, ნუ მაიძულებთ, რომ მარჯვენა მკლავი "ქართული ბლოგოსფეროს" სიყვარულის მაჩვენებელი სვირინგით დავიდაღო;
  • ვხედავ, რომ სიტყვათშეთანხმება "ქართული ბლოგოსფერო" ნელ-ნელა სიტყვათშეთანხმება "ქართულ ინტელიგენციას" ანაცვლებს. ეს უკანასკნელი კი ჩემში კარგ ასოციაციებს არ იწვევს. ჰოდა, ბლოგი რომ მაქვს და ბლოგერი მქვია, უკვე მრცხვენია; 
  • სიტყვა ბლოგერი არ ნიშნავს იმას, რასაც ქართველი ბლოგერები ვაკეთებთ: დეპრესიაზე, მეზობლის საყვარელსა თუ ჩვენს ფუმფულა კატის კნუტზე წერა არ ნიშნავს, რომ რამეს ვქმნით (ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბლოგერებისგან, თუმცა ეს მოუხერხებელია: ქართული სახელმწიფო ტკბილი სიტყვით აკონტროლებს სიტუაციას);
  • რადგან ბლოგი მაქვს, საკუთარი თავი სოცმედიის წარმატებული პერსონა არ მგონია;
  • საერთოდაც, წარმატების მოსაპოვებლად და საკუთარი თავის დასაფიქსირებლად ბლოგის ქონა-არქონა სულ ფეხებზე მკიდია, იმიტომ, რომ მე ისედაც მაგარი ვარ და, თქვენი არ იყოს, ეს თავადაც გადასარევად ვიცი; 
და ბოლოს: ერთადერთი, ვისაც ამ ეტაპზე სოციალურ მედიაში წარმატების თაობაზე ხმა ამოეღება, მარკ ცუკერბერგია და დავამთავროთ ამაზე საუბარიც.

P.S. რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ მე ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებ, ასე რომ, ნუ გაიფიქრებთ, შენიშვნებს რომ აფრქვევ, შენ ხომ რას ამბობო.

14 comments:

prodigycow said...

მართალი ხარ და კიდევ დავამატებ
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ადამიანი "ფრენდების" ან პოსტების, ან კიდევ საბსქრიფერების თუ ჯანდაბების რაოდენობით არ იზომება.

agaTa said...

uum, ur so cool girl vasassi! :dzaaaantakoe:

taa said...

არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩვენთვის

ჩემი ფავორიტი ფრაზაა

- ჩვენ, ბლოგერები!.
- ჩვენ, ყველასგან გამორჩეულები!.
- ჩვენ, სოციალურ მედიაში ყველაზე გათვიცნობიერებულები;
- ჩვენ, მეგობრები;
- ჩვენ, განსაკუთრებულები;
- ჩვენ, წარმატებულები..

არასოდეს მიგრძვნია ამ კასტის წევრად თავი ასეთებს რომ ღაღადებენ

taa said...

რომ უკვე გამორჩეულები ვართ: ზოგიერთმა ჩვენგანმა ხომ არც წერა იცის და არც თემა, რაზე და როგორ უნდა წეროს?!

აქ შეგედავები, ყველა თემებზე ხომ არ წერს?
პირადი ბლოგის ავტორებს რაზეც უნდა იმაზე უნდა წერონ, ოღონდ მას შეეხებოდეს


ადამიანები, რომლებსაც ბლოგი აქვთ და წერენ, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჩვენი მეგობრები არიან ან უნდა იყვნენ;

მართალია, მხოლოდ რამდენიმესთან შევძლებდი მეგობრობას
დანარჩენებთან "კაი გამარჯობა შენი" – თ დავკმაყოფილდებოდი

მაგრად მეცინება როცა ვიგებ, ზოგიერთი როგორ განიცდის "ბლოგოსფეროს" დაყოფას, როგორ ნერვიულობენ ვინ სად, როგორ, როდის და ვისთან ერთად შეჭამს ხინკალს ან შეწვავს სოკოს: მეგობრებო, მიანიჭეთ ერთმანეთს თავისუფლება;

აიიიიიიიიიი, კარგი აქცენტია
ეგ ისეთი თემაა კარგ კომედია გადაიღებდა კარგი რეჟისორი და კარგ სახელსაც მოუგონებდა "დაბნეული ცხვრების" –სტილში

მარი said...

ზოგ რამეში გეთანხმები, მაგრამ მგონი ცოტას აჭარბებ.

siyvarulovna said...

"მაგრად მეცინება როცა ვიგებ, ზოგიერთი როგორ განიცდის "ბლოგოსფეროს" დაყოფას, როგორ ნერვიულობენ ვინ სად, როგორ, როდის და ვისთან ერთად შეჭამს ხინკალს ან შეწვავს სოკოს: მეგობრებო, მიანიჭეთ ერთმანეთს თავისუფლება" – აი ამ "კრიტერიუმში" ვიყვაი გარეული მე მხოლოდ :D

lobzhanidze said...

როგორ ყოველთვის კრიტიკული, ზომიერად ირონიული და მოკლედ სახალისო პოსტი. მადლობა, გავერთე.

Mad Cyberbeam said...

"ქართული ბლოგოსფერო" ხინკლებსაც ჭამს და სოკოებსაც წვავს?

vasasi said...

ი.ე. გმადლობთ კომენტარებისთვის.. :)

მარი, რაში ვაჭარბებ (წერის სტილი არ იგულისხმება, ბუნებრივია, არც პროფკავშირების იდეა, ზოგიერთის მიერ რომ იქნა მიტაცებული)? :)

Mad Cyberbeam: ტუალეტშიც დადის, როგორც ვიცი..

Mad Cyberbeam said...

ერთად ვიგულისხმე ^^

vasasi said...

მეც ასევე.. :)))

Mad Cyberbeam said...

ჰოო, მასე რთულად თუ იყო საქმე არ ვიცოდი

piccolina said...

ძალიან დიდი ლაიქი ამ პოსტს
თავიდან ვაფშე სხვა იყო. სულ 5-6 ბლოგერი ვიყავით და გვინდოდა თუ არა, ვიცნობდით ერთმანეთს. ისედაც მეგობრები ვიყავით
მარა ახლა რაც ხდება ცოტა მემარაზმება.
ანუ ჯგუფებად დაყოფა, მერე ვითომ ამ ჯგუფების გაერთიანების მცდელობები, არაბლოგერებზე ან ტრადიციული მედიის წარმომადგენლებზე ზემოდან ყურება...
მოკლედ, მე გადავწყვიტე ჩემთვის დავჯდე ჩუმად
და ვაფშე, ასე მგონია, რომ ბლოგერობას პროფესიად არარეალიზებული ხალხი "იღებს"

ომგ რამდენი მიწერია

Toma said...

ბლოგერობას პროფესიად არარეალიზებული ხალხი "იღებს" :D :D :D
haha, ki es adamianebi http://blondinbella.se/, http://www.problogger.net/ http://www.closetcooking.com/

ara realizebulni arian :D :D

is rac qartul blogosferoshi xdeba ucxo xili araa. chven patara qveyana vart, kvela ertmanets icnosb da amitomaa seti shesamchnevi torem ra ggoniat sxvagan ase araa? :D

ar mogocn nu xar cevri, mogcons da gaxdi :D
vigaca zemodan mikurebs imitom rom blogeria sul ar mkidia?

ar memsis tqveni :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger