Sunday, December 5, 2010

როგორ ვიცხოვრებთ საქართველოს მიერ სსრკ-ს აღდგენის შემდეგ

საბჭოთა კავშირი 20 წლის წინ დაიშალა, მაგრამ...
რამდენიმე წლის წინ საქართველოში დემოკრატიის აყვავება დაიწყო. ქართველები მონდომებული ერი ვართ, ჰოდა, ძალიან მალე ამიერკავკასიის დემოკრატიის შუქურაც გავხდით. გავატარეთ რეფორმები, ბიზნესის წამოწყების მხრივ, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში, ვაგებთ გზებს, ქუჩაში ვიღიმით, თითქოს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ...

მაგრამ ნოსტალგიები, წინაპართა სულები და გენეტიკა არ გვასვენებს. სულიერ დისკომფორტს ვგრძნობთ.

როგორც ყველა, ჩვენი მთავრობაც ხალხზე ფიქრსა და ზრუნვაში დღესა და ღამეს ათენებს (იხილეთ მათი მოუცლელობის ერთ-ერთი მაგალითი), ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩვენი შინაგანი დისკომფორტის აღმოფხვრა დემოკრატიის მშენებლობიდანვე დაიწყო, რაშიც, 21 დეკემბერის საკრალურობა, არცთუ მცირე როლს თამაშობს.

ბევრს კი ვაბრალებთ ვლადიმეროვიჩს, სსრკ-ს აღდგენა უნდაო, მაგრამ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთს ამ კომპონენტშიც გავუსწრებთ და საბჭოთა კავშირს ჩვენ ავაღორძინებთ. რის შემდეგაც, ყველაფერი ასე იქნება:
  •  ქვეყანას ეწოდება " ლიბერალ-დემოკრატიულ რესპუბლიკათა კავშირი";
  • ჩვენ გავაერთიანებთ კვლავ თხუთმეტ ქვეყანას, რომელთა შორის მთავარი რესპუბლიკა საქართველო იქნება; 
  • რუსეთი გახდება ჩვენი ყველაზე ბინძური და დამყაყებული გუბერნია, რომლის ტანდაბალი გამგებლებიც, თვეში ერთხელ, მუხლებზე ხოხვით აივლიან ავლაბრის აღმართს;
  • ქვეყნის დედაქალაქად გამოცხადდება თბილისი;
  • სახელმწიფო ენა იქნება ქართული;
  • დაწესდება ჯარიმები სახელმწიფო ენის დამახინჯებაზე: მოქალაქეს, რომელიც ვერ წარმოთქვამს "ჭ"-ს, "წ"-ს, "ყ"-ს. "თ"-ს სწორად,  პატრული 200 ლარიან ჯარიმას გამოუწერს. ამ ღონისძიებით სახელმწიფოს ბიუჯეტი ფრიად შეივსება: ბოლო აღწერით, რუსეთში 145 მილიონი ცხოვრობს;
  • ათას ლარით დაჯარიმდება ყველა, ვინც რუსულ სიტყვას გამოიყენებს;
  • ყოველი მოქალაქე, მეტყველების დროს ინგლისური ჟარგონის გამოყენების შემთხვევაში, დაჯილოდოვდება ერთი ლარით; 
  •  ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდება 21 დეკემბერი;
  • თავისუფლების მოედანს კვლავ შეეცვლება სახელი: ამჟამად ის ნაცების მოედანი გახდება;
  • შეიცვლება ფულის კუპიურა: 500 ლარიანზე გამოსახული იქნება მიხეილ სააკაშვილი, ხოლო რკინის ლარიანებზე - ვანო მერაბიშვილი (ლარიანზე იმიტომ, რომ ეს მონეტა ყველაზე გავრცელებულია); 
  •  თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ქანდაკების წინ, აღიმართება ჩემი პრეზიდენტის სპილენძის ქანდაკება, რომელიც მზის მიმართულებით იბრუნებს;
  • სავალდებულო გახდება ლოცვა ამ ქანდაკების მიმართ ყოველდღე, მზის ამოსვლისას; 
  •  საგანმანათლებლო სისტემა იგივე დარჩება რაც ახლა გვაქვს, ოღონდ, დროთა განმავლობაში სკოლებს მანდატურები ისევე დაეპატრონებიან, როგორც ჰოგვორტსს დემენტორები;
  • სახელმწიფო განვითარებას იმავე ტემპში განაგრძობს და მთლიანად ძალოვან სტრუქტურაზე აეწყობა (პატრული, თავდაცვა, მანდატურები); 
  •  იგივე დარჩება მშენებლობის პრინციპი, რომელიც სსრკს-ს დაშლის შემდეგ არც შეცვლილა: იღებება გარეფასადი, შენდება დასანახად, იხსნება ვითომ და ა.შ.
  • ე.წ. "ხრუშჩოვკების" მაგივრად კვლავ აქტიურად აშენდება ხუთსართულიან საძირკველზე დაშენებული თერთმეტსართულიანი, ერთჯერადი სახლები, რომელთა კედლებიც თითო აგურითაა ამოყვანილი;
  • არაფერი შეიცვლება მედიამიმართულებითაც: ყველა არხი და ბეჭდური გამომცემლობა ილაპრაკებს ციმბირიდან ალპებამდე გადაჭიმულ გაბრწყინებულსა და ძლევამოსილ საქართველოზე (რაის ნიკოფსია და დარუბანდი, ხალხო?!);
  • "ჭეშმარიტი ჟურნალისტიკის" მკეთებელი სექტაც იგივე იქნება, ბუნებრივია, მათ კვლავ კეთილი ბიძია ჯორჯი დააფინანსებს და გრანტის გულისთვის მომავალშიც ისევე დაჭამენ ერთმანეთს, როგორც ახლა. რა თქმა უნდა, ნამდვილი ჟურნალისტიკის კეთების სახელით; 
  • გარდა ეროვნული დღესასწაულის - 21 დეკემბრისა, აღლუმ.. "პარადი" მოეწყობა 8 აგვისტოს - საქართველოს რუსეთზე გამარჯვების დღეს;
  •  ჰიმნოგრაფიაც არ შეიცვლება. პირიქით, ავაღორძინებთ და დავამატებთ რამდენიმე სიმღერას;  
  • "ბითლზის" ლეგენდარულ "Back in the U.S.S.R".-ში უკრაინას, მოსკოვსა და საქართველოს მაგივრად ვიმღერებთ ასე:
    Well the Terdjola girls really knock me out
    They leave the west behind
    And Telavi girls make me sing and shout
    They Batumi's always on my my my my my my my my my mind; 
  • დავხვრეტთ ყველას, ვინც ლიბერალიზმის იდეებს არ გაიზიარებს (დანდობილ იქნებიან მხოლოდ "მემარცხენე" ლიბერალები);
  • დავიჭერთ ყველას, ვინც ოდნავ უკმაყოფილებას გამოთქვამს არსებული ბედნიერი სახელმწიფო წყობილების მიმართ; 
  • სოფლებში შეტანილი ტრაქტორების ირგვლივ შექმნილი ამხანაგობები გამყარდება და უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს;
  • პროფესიული გადამზადების ცენტრები დაიბრუნებს ძველ სახელწოდებას და მათ ტექნიკუმები დაერქმევათ;
  • ლიბერალ-დემოკრატიულ რესპუბლიკათა კავშირის დაარსებიდან მცირე ხანში, სოციალისტური გარყვნილების ბუდე - ევროპა, ომს გამოგვიცხადებს, თუმცა მას დავიპყრობთ და შემოვიერთებთ;
ასე ვიცხოვრებთ ჯანსაღად, ბედნიერად, დემოკრატიულად, ლიბერალურად, განვვითარდებით, როგორც რეფორმების, მშვიდობის, სიყვარულის, თანამედროვეობის სამოთხე, აღვიმართებით, როგორც ბოროტ გველეშაპზე წმინდა გიორგი და ვივლით მხოლოდ დემოკრატიისა და სიმართლის გზით. ჰა, როგორია?!

P.S. მოვა მერე ვიღაც, გურიიდან ჩამოთრეული და გადააგვანგრევს თავზე სიმწრით ნაშენს.

4 comments:

გურამი said...

ოხ, მე მაგის ჩამომთრევის...

:D

რა არის, ვასი, რატომ გვაშინებ მაგალითად?

Anonymous said...

miyvarxar :D

vasasi said...

ისა.. რომელი ხარ?!
იქნებ, მეც მიყვარხარ და ისა.. :ც

კი არა, მადლობა.. :))

litterator said...

ნე ხუია სებე :D :D :D

რამდენია ჩემზე? :D :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger