Monday, December 13, 2010

ცუკერბერგია ტრაკი?

 მორალი ვრცელდება ადამიანთა მოდგმაზე
ვწუხვარ, რომ იმედი უნდა გაგიცრუოთ: პოსტი სულაც არ ეხმაურება ცნობილი ჟურნალის ცნობილ სტატიას (მასზე ცალკე ვაპირებ ორიოდე კეთილი სიტყვის თქმას). მიუხედავად იმისა, რომ ამ გამომცემლობის მსგავსად, სათაური ავაყვირე, ვეცდები, პოსტი საინტერესო იყოს.

  • განმარტება: სიტყვა ფანის კლასიკური გაგებით, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ადამიანის ფანი ვიყავი. ეს ფეხბურთელი ალესანდრო ნესტაა. წლების მანძილზე ამ ადამიანით ვცხოვრობდი, თამაშიდან თამაშამდე მენატრებოდა. ექვსი-შვიდი წლის წინ, ინტერნეტთან ჩემი პირველი შეხებისას რაც გავაკეთე, დამატებითი ინფრომაციის მოსაპოვებლად, გუგლში, ტანჯვითა და ვაებით, მისი სახელი და გვარი დავსერჩე.

"სოციალური ქსელები" კინოთეატრში არ მინახავს. მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანმა დამასწრო და ძირითადი იდეა მომიყვა. მანამდე მეც მქონდა ჩემი ინფორმაცია (როგორ და რა მიმართულებით იღებდნენ), მაგრამ ფილმმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მაპატიეთ, იმედებს ამჯერადაც გიცრუებთ: მე ხომ არც ფილმის ავტორების და არც მსახიობების გაკრიტიკებას ვაპირებ? არც ცუკერბერგის დაცვას (ამ ბოლო დროს, ვიღაცებს უმიზნოდ, ყოველგვარი გამორჩენის მიზნის გარეშე ვიცავ კბილებით). ადამიანებზე მინდოდა ორიოდე სიტყვის თქმა.

ზოგადად, ვიღაცას რომ რაღაც გამოსდის, სხვები, გარკვეული დოზით, სტრესში ვარდებიან და ნერვიულობენ. განსაკუთრებით კი, ახლობელი ადამიანები. ცხოვრებაში ასეა: ვიღაც წარმატებულია, ვიღაც - წარუმატებელი. წარუმატებლობამ ადამიანი არ უნდა გააბოროტოს. რაც არ უნდა გადასარევ იდეებს აფრქვევდეს, განხორციელების გარეშე ხომ ფუჭი იქნება? და კიდევ: თუ გადასარევი აზრები გაწუხებს, ვიღაცამ რომ ერთი მათგანი გამოიყენოს, სათვალავშიც არ უნდა ჩააგდო: შენ ხომ უფრო მაგარი ხარ?. იმ ადამიანის ქილიკი, ლანძღვა, გინება, თავზე ლაფის დასხმა, ჩვენ უფრო ოდიოზურ მდგომარეობაში გვაყენებს.

ვიყოთ ღირსეულები და პატივი ვცეთ საკუთარ თავებს - ცხოვრებაში ხომ ამაზე ღირებული არაფერი არსებობს?!

სიმართლე გითხრათ, ფილმიდან გამოსული ამდენი აჟიტირებული, აღელვებული, გამწარებული, ცუკერბეგით იმედგაცრუებული ადამიანის ნახვის შემდეგ, ვეღარ გავიგე: მარკ ცუკერბერგია ტრაკი თუ ფილმის შემოქმედები?

მკითხველო, უკანასკნელადაც მომიტევე თქვენი იმედგაცრუება: პოსტი სწორედ იმ ცნობილი ჟურნალის სტატიებივით შემომეწერა.

5 comments:

პოლიტიზებული said...

ვას, რომელი ქართული ჟურნალისტი და რომელი სტატია გაქვს მხედველობაში? ვგონებ, რაღაც გამოვტოვე და ვერ მივხთი ...

vasasi said...

http://liberali.ge/node/3711 ამ სტატიაზე მაქვს საუბარი.. :) სათაურზე, უფრო სწორად..

გურამი said...

ანუ ეგ ფილმი უნდა ვნახო რომ პოსტის სულს ჩავწვდე..

vasasi said...

არ არის საჭირო..

მე არ მინახავს.

piccolina said...

"ცუკერბერგია ტრაკი თუ ფილმის შემოქმედები?"
აი ეგ კითხვა მაწუხებს მას შემდეგ, რაც კინოს ვუყურე :/

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger