Thursday, December 16, 2010

ღია მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

ბატონო მიხეილ, თქვენ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით. თქვენი პრეზიდენტობის ექვსი წლის მანძილზე ჩემი ქვეყანა სრულიად შეიცვალა: ის ბადრი მთვარესავით გაივსო და გალამაზდა.

ბატონო მიხეილ, თქვენი პრეზიდენტობის დროს, ხალხში კორუფცია აღმოიფხვრა და ის ელიტარული გახდა, გატარდა უამრავი წარამტებული რეფორმა, მათ შორის ისეთი, როგორიც განათლებისა და ჯანდაცვისაა.

ინფრასტრუქტურის მხრივაც სერიოზული პროგრესი გვაქვს: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი.. ეს ქალაქები უკვე შვიდი წელია ცემენტისა და არმატურის ბუღშია გახვეული: აღმშენებლობისკენ მივდივართ.

ბატონო პრეზიდენტო, ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ვართ განვითარებულები, გარემოსაც ვიცავთ, ჩვენნაირი თავდაცვა მსოფლიოში არავის ჰყავს: ამერიკასაც კი.

არა, ბატონო პრეზიდენტო, თავს როგორ შეგაწყენთ იმ წარმატებებზე საუბრით, რაც ჩვენმა ქვეყანამ თქვენს ხელში განიცადა?!

ბატონო პრეზიდენტო, ვიცი, რომ თქვენ მუსიკის ნამდვილი თაყვანისმცემელი ბრძანდებით და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევით. არ ვიცი, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ ოპერა მეთვრამეტე საუკუნეში გლეხებისთვის მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს, რომ მათ კამერული მუსიკა არ ესმოდათ, მაგრამ ამას რა მნიშნვნელობა აქვს? მთავარია, მელომანი ბრძანდებით ჩემსავით.

 ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პრეზიდენტობის დროს ჩვენს ქვეყანას ისეთი სახელგანთქმული მომღერლები და მუსიკოსები ეწვივნენ, როგორებიც არიან ტოტო კუტუნიო, კრის დე ბურგი, ბონი ემი, ხოსე კარერასი, პლაჩიდო დომინგო.. ამბობენ, საახალწლოდ ანდრეა ბოჩელიც ჩამოვაო.

ბატონო პრეზიდენტო, ჩამოთვლილი მომღერლების ასაკისა და მოღვაწეობის პერიოდით თუ ვიმსჯელებთ, თავს უფლებას მივცემ დავასკვნა, რომ თქვენ გასული საუკუნის 60-70-იანი წლები გხიბლავთ. მართალიც ბრძანდებით: 70-იანები ხომ გადატრიალება იყო მუსიკის ისტორიაში?!

ბატონო პრეზიდენტო, მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენი ქვეყნის მოქალაქეთა ბედნიერებისათვის ქვეყნის ბიუჯეტს კი არა, საკუთარ სიცოცხლეს უყოყმანოდ გასწირავთ, ამ და ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს თქვენთან:

ბატონო პრეზიდენტო, ამიხდინეთ სანუკვარი ოცნება, იყავით ჩემი სანტა კლაუსი წლის ნებისმიერ დროს, ჩამოიყვანეთ პოლ მაკარტნი და პირობას გაძლევთ, 2013, 2017, 2021 და თუნდაც, 2050 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჩემი ერთადერთი ხმა თქვენი საკუთრება იქნება.

9 comments:

tammo said...

ვაიმე, რა კარგი იყო, დასკვნა განსაკუთრებით:)

taa said...

გენაცვალე დეეეეეეეეეეეეეეეეე
რა საყვარელი პოსტიააააააა

ვაიმე, წააკითხეთ ეს პოსტი ვინმემ მიშიკოს გემუდარებით რააააააააა

Clown said...

:D :D ვასო :* <3

Michael said...

უნდა წავაკითხოთ პრეზიდენტს ეს პოსტი რამენაირად :))

vasasi said...

მიშა, წააკითხე, წააკითხე..

შენც გეშველება და მეც.. :ს

ჩამომიყვანოს პოლი.. :(
ახალი წელი მეც მინდა.. :(

პერწკლი said...

მე რობინ უილიამსი მინდა, ეგეცგადაეცით, რა :შ

გურამი said...

ეე.. მე მეგონა რაღც ბომბა იქნება თქო და.. ლიველპურის ბილეთებს მე მოგცემ კაცო, მაგის გულიზა არ ღირს ხმის გაყიდვა. მარა ჯერ მე ვიშოვო ბილეთები. :D

natka said...

წააკითხეთ ეს პოსტი, ვასასისაც ეშველება და მეც. ჩემ ხმას ვერ დავპირდები უახლოესი 3 წელი :)

agaTa said...

damtavrebade mivxvdi shens txovnas :) dawyeba iyo iseti :))
vici waikitxavs amas!!!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger