Friday, December 17, 2010

საპატრიარქო, პაიჭაძე და ავტორიტეტომანიით შეპყრობილები

გუშინ, ისევე, როგორც ყოველ ხუთშაბათსა და სამშაბათს, საზოგადოებრივი არხის ეთერში გადის გადაცემა.
გუშინ ამ გადაცემის თემა ბექა მინდიაშვილის სტატია იყო.
გადაცემა მე არ მინახავს ერთი მარტივი მიზეზის გამო: დამავიწყდა. მაგრამ დღევანდელი გამოხმაურებების შემდეგ, დაახლოებით, მივხვდი რა ხდებოდა.
მინდიაშვილის სტატიაში არის რაღაცები, რასაც, გარკვეულწილად ვეთანხმები, თუმცა ყურადღების გამახვილებას მოდაში შემოსულ ათეიზმსა და დრომოჭმულ მორწმუნეობაზე არ ვაპირებ.
დღეს პატრიარქმა პაიჭაძეს ქადაგებით უპასუხა. სრულიად ქართველი ერის პროგრესული ნაწილი კვლავ აქოთქოთდა.

- საცოდავები! - ერთნი სინანულით იქნევენ თავს მორწმუნეთა კომენტარებზე;
- ქრისტიანობის შემარცხვენლები! - გაჰკივიან მეორენი და მეტანიებს აკეთებენ.

და მერე მიდის ვირტუალური დაჭმა ერთმანეთში.
შედეგი? 
შედეგი ნული.
მე კიდევ, სულ ერთი რამ მაინტერესებს: აი, პაიჭაძე ხომ არის ავტორიტეტი? გოგი გვახარიაც.. რადიო "თავისუფლება" ხომ ავტორიტეტების ავტორიტეტია ( ილიას უნივერსიტეტის მთელ სექტაზე ყურადღებას აღარ გაგიმახვილებთ. )?!
მაინტერესებს, ავტორიტეტომანიით შეპყრობილი ხალხის აზრი როგორი იქნებოდა, პაიჭაძეს მინდიაშვილის აზრი არასწორად რომ მიეჩნია?!

და, საერთოდაც, როგორ ფიქრობთ, ამ ავტორიტეტობის ამბავში, პატრიარქი მოერევა თუ პროგრესული აზროვნების მქონე ლიდერები?!

2 comments:

Lord Vader said...

მეც არ მინახავს, მაგრამ ვაპირებ.

Anika... said...

veravin ver moereva. ertmanets dachamen da eg iqneba : |

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger