Saturday, December 18, 2010

რიჩარდ ჰოლბრუკს წმინდანად შერაცხავენ

რამდენიმე დღის წინ გულის მოულოდნელი შეტევით, 65 წლის ასაკში გარდაცვლილი ამერიკელ დიპლომატ რიჩარდ ჰოლბრუკს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხავს.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განსვენებულს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ის ორდენი მიანიჭა, რომელზეც, დიპლომატი მთელი სიცოცხლე ოცნებობდა.

ორდენის მინიჭების შემდეგ, საქართველოსათვის გაწეული უდიდესი დახმარებისა და ღვაწლის გამო, ხელისუფლების (მო)თხოვნით ქართული ეკლესია დიპლომატს წმინდანად შერაცხვას უპირებს. კანონიკური წესებიდან გამომდინარე, პროცესი, დაახლოებით, ხუთ წელიწადს გასტანს. კულუარებიდან გამოსული ჭორების თანახმად, ჰოლბრუკის ზეწოდება ქართველი იქნება.

ლადო ბურდული ეკლესიის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად ეკიდება. მან ამერიკის საელჩოს ლტოლვილის თავშესაფარი და მოქალაქეობა უკვე სთხოვა.
- მეფის ტიტულს არ მაძლევენ, გავხდები ამერიკის მოქალაქე, ავღანეთში ქართველების გვერდით ვიბრძოლებ და, იქნებ, მეც წმინდანად შემრაცხონ, - აცხადებს ბურდული.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ჰოლბრუკი ქართველი ხალხისათვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სანდო მეკავშირე ვაშინგტონში.

3 comments:

ilialejava said...

რაღაც არ მგონია ეს სიმართლე იყოს ;)

vasasi said...

თაგს შეხედე და მიხვდები.. :)

ilialejava said...

აააა უი :) საღოლ ;)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger