Wednesday, December 22, 2010

და ისევ გვანცა დარასელია..

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც გიჟდება ჩემზე. ზოგიერთი მათგანი იმდენად შეპყრობილია ჩემით, რომ სხვა ადამიანებს არ აცლის, იყვნენ ჩემი მუზები.

ასეა გვანცა დარასელია. არ ვიცი, რა გააკეთა მან ამისათვის, მაგრამ წლის განმავლობაში ჩემს ბლოგზე მისი ქორწილის სერჩვით 5635354 ადამიანია მოხვედრილი. პოსტი დღემდე ტოპშია.

ძველი ამბების გახსენება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ახალი სათქმელი არაფერიაო, უთქვამთ წინაპართა ბოროტ სულებს და მე იმედი რომ გავუცრუო, სასწრაფოდ დავიწყებ წერას.

ერთ-ერთ ყვითელ ჟურნალში გვანცასთან და ვახოსთან ინტერვიუ დაიბეჭდა. რაღაცები 364235-ჯერ თქვეს თავიდან, მაგრამ მე საყურადღებოზე გავამახვილებ ყურადღებას:
  • ვახო: მაშინვე მის გასაცნობად არ მივსულვარ, რადგან არ მინდოდა, ჩემთან ცეკვაზე უარი ეთქვა.
  • გვანცა: ერთ-ერთ ჟურნალში ჩემი და ვასკა ივანოვის ერთობლივი ინტერვიუ დაიბეჭდა. დამირეკა და მკითხა, ეს ბიჭი ვინ არისო?
    ვახო: მაშინ ვასკას არ ვიცნობდი და ისეთი ფოტოები იყო,არ მომეწონა: ერთ-ერთ სურათში თმას უწეწდა:
  • გვანცა: მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ვახოს მოვწონდი;
  • ვახო: შემდეგ შეხვედრაზე უკვე დამთანხმდა, ოღონდ, ორი დაქალი წამოიყვანა. მეც ორი მეგობარი მახლდა თან. მერე უკვე სისტემატურად ვხვდებოდით.
  • გვანცა: პაემანი არასოდეს გვქონია. დღემდე მარტოები არსად დავდივართ.
    ვახო: ასე გამოვიდა, დაბადების დღეზე ვიყავით. სხვა სუფრასთან გადავსხედით და მაშინ ავუხსენი სიყვარული.
  • გვანცა: მამაჩემს ჩემგან მალულად, ვახოს შესახებ ყველაფერი გამოუკითხავს...
    ვახო: მომავალმა სიმამრმა ასე მითხრა, - შენ შესახებ ყველაფერი გამოვიკითხე და ერთი ნაკლიც ვერ გიპოვე, რომ რაიმე ხელცასაჭიდი მქონოდა და შენთვის წინააღმდეგობა გამეწიაო...
  • ჟურნალისტი ინტერესდება, როგორ დაითანხმა გვანცა ვახომ ცოლობაზე.
    გვანცა: სამწუხაროდ, ვახოსთვის ეს განსაკუთრებულ რიტუალს არ წარმადგენდა. ძალიან მწყდება გული, რომ რომანტიკულ გარემოში არ მთხოვა ცოლობა. ვახო, რა მოხდებოდა, სადმე წაგეყვანე და სანთლის შუქზე გეთხოვა?!
  • გვანცა: ვახომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოსცადა და მხარში მდგომი აკლდა ძალიან. მე მისი სიძლიერით მოვიხიბლე. მისი იმედი მაქვს, ბოლომდე. თანაც ახელა კუნთები აქვს - ესეც ხომ სიძლიერეა!
    მცირედი შენიშვნა: კუნთები რიკი მარტინსაც აქვს.
  • გვანცა: სადმე რომ ვარ, შინ მომეჩქარება, რადგან ან სარეცხი მაქვს გასარეცხი, ან ბინა დასალაგებელი.
  • ვახო: ადრე უფრი ეჭვიანი ვიყავი, ახლა - იმდენად აღარ. უბრალოდ, ვიცი, რა ქალაქშიც ვცხოვრობთ. განა გვანცას არ ვენდობი, სხვას არ ვენდობი და არ მინდა, რომ მას ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს.
  • ვახო: გვანცა რომ გავიცანი, "ოცნების ქალაქში" უკვე გადაღებული იუო. მეშინოდა ამ ფილმის ნახვის. ვკითხებოდი ხოლმე,  რაიმე"ისეთ" სცენაში ხომ არ ხარ-მეთქი?! მამშვიდებდა, არაფერი "ისეთი" არ არისო;
  • ვახო: ძალიან მინდა, პირველი შვილი ბიჭი მყავდეს. ამას წინათ რაგბი ვითამაშე და ცუდად არ გამომსვლია, იმედია, ჩემი შვილიც ითამაშებს რაგბის.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამათ, საერთოდ, სექსი აქვთ?

5 comments:

Anonymous said...

amat marto sadzinebelshic ar ushveben mgoni!
statias ra erqva?!
agata

vasasi said...

ar vici ra erqva..

jandaba, aset posts agarasodes davwer.. :D

Anonymous said...

:დ მომეწონა პოსტი, ბოლო შეკითხვა ხო საერთოდ :დ :დ
საერთოდ იციან, ბავშვები როგორ ჩნდებიან ნეტა? :დ

Michael said...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამათ, საერთოდ, სექსი აქვთ?

ლოოლ :))
ეს კარგი იყო...

Anonymous said...

agara dawero ara :P

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger