Friday, December 24, 2010

ნარინჯისფერი სანტა, ლურჯ-წითელი ფერიები და გურჯული გაგება

უხმარ-ნახმარობის თემამ უკვე ჩაიარა..
იმანაც, რეკლამა რომ მოპარული აღმოჩნდა..
ისიც გავატარეთ, ნოვაციის სახით რომ გვტენიდნენ.

საერთოდაც, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ "BOG"-მა პლაგიატზე საავტორო უფლებები მოიპოვა, მაგრამ ყურადღება სხვა რამეზე მინდა გავამახვილო:

თუ არ ვცდები, სადღაც, ორი წელია, რაც საახალწლო ეთერში "საქართველოს ბანკის" ახალი რეკლამა გამოჩნდა: თოვლის ბაბუა და ცისფერ კაბაში ჩაცმული მომხიბვლელი "სნეგუროჩქა" ცეკვა-ცეკვით გვილოცავდნენ ახალ წელს.

რეკლამამ გაამართლა. წელს მორიგი ვიხილეთ: ამჟამად შემოქმედებმა მრავალფეროვნების შეტანა გადაწყვიტეს და კლიპში ერთი ფერიას ნაცვლად, სამი მონაწილეობს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ფერები სიმბოლურია:

კლიპში მონაწილე სექსუალური, სიფრიფანა და დაუცველი ფერიებიდან ერთი ლურჯ, მოკლე კაბაშია გამოწყობილი, მეორე სულაც წითელ ბიკინში, მესამე -შავ კოლგოტკებში შავი ხელთათმანებით და სანტას ირგვლივ უცნაურად დახტიან. მთავარ გმირს კი ნარინჯისფერი მოსავს და ერთგვარი "ბრადიაგას" იმიჯს ტოვებს, თუმცა სიმბოლურად შეფერადებულ გოგონებს ეს უფრო აღაგზნებთ. საბოლოოდ, ყველაფერი მანქანაში, გაურკვეველ ვითარებაში მთავრდება (თუ ფანტაზია არ მოიშველიე, ვერაფერს მიხვდები).

ამას გარდა, კლიპი აწყობილია სიმღერაზე, რომელსაც, საერთოდ, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები მღერიანო და თან რაღაცა ისეთიაო, ამბობენ;

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ:

  • რატომ ჰგონიათ ქართველებს, რომ სადაც მოკლე კაბას, დეკოლტეს, ბიკინებს და ცუდად გაკეთებულ სექსებს გაურევენ, ყველაფერი კრეატიულობის ზეიმია?!
  • რატომ არის კლიპში "საქართველოს ბანკი" თოვლის ბაბუ, "რესპუბლიკას", "TBC"-სა და "ლიბერთი ბანკის" სნეგუროჩქები და რატომ არა პირიქით? ქალი ხომ, როგორც წესი, მაცდური არსებაა..  
  • მაყურებელს რაღა უხარია ამ რეკლამას რომ უყურებს?!
  • არა, ვიცი, მიპასუხებენ, მაყურებელს რომ უხარია, იმიტომაც კეთდებაო, მაგრამ ამ ხერხს რომ მაშინ მიმართავენ, როცა იუმორი, შემოქმედებითობა და ა.შ. პას, არაუშავს, ხომ?!
  • და თუ პრეტენზია გაქვს, რომ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ, ტვ-ში რეკლამის შემოკლებული ვერსია რატომ გადის?!
  • და აქვე პატარა რჩევა: თუ სათქმელი გაქვს, თქვი ბოლომდე ან გაჩუმდი. ნახევრად თქმული ცოტა სასაცილოა..
დაულაგებლად და უცებ დავწერე, მაგრამ ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე თავს უფლებას ვაძლევ დავასკვნა, რომ ჩვენი ნარინჯისფერი სანტა ის გრუზინია, პირველ შვილად ვაჟზე რომ ოცნებობს და გოგოს გაგონებაც არ უნდა (აბა რა, ჩემს შვილს ვიღაცამ ის რატომ უნდა აკადროს გაგებით).
არა, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა გვეშველება ჩვენ, ქართველებს, შემოქმედებითობა რომ სექსის იქით არ მიგვდის?!

P.S. ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, რომ სხვა კომპანიის სიმბოლოების შეურაცხმყოფელი სახით გამოყენება, კანონით ისჯება, თუმცა ვეჭვობ, ზეკრეატიული იდეის ავტორებს ან ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ,  ან კანონებსა და მიღებულ ნორმებს ნიჭისა და გენიის სახელით უგულვებელჰყოფენ..

16 comments:

psiqea said...

სამწუხაროდ ჩემო ვასასი, კლიპის შემქმნელები ბოლომდე ისეთი თამამები არ არიან, როგორც ამ "იდეის" პირველი შემოქმედები. ლექსოს დავესესხები: "საქართველოს ბანკის ბიჭებო და გოგონებო, კლიპის იდეა უკვე მოგპარეს ვიღაც პიდარასტმა ინგლისელებმა ... ტაქსის ჩათვლით :დ"
http://www.youtube.com/watch?v=OxZp4VEopcE&feature=player_embedded
თუმც, სითამამეა და სითამამეც...
შენი გურჯი, მგონი უფრო ბია :) მას თავისივე სქესის პიპიაც მოსწონს :) წინაა წასული...:P
ახლა უშუალოდ კლიპის ქორეოგრაფიას... ამ "თიბისის" ფიფქიასათვის ცოტა სხვა მოძრაობები ესწავლებინათ. თუ როგორაა, განმეორება ცოდნის დედაა? :)

Bas said...

არ ჭირდება მაგას ფანტაზია :)

ბოლოს მანქანაში რაც ხდება "ტიტანიკის" სცენაა :)

psiqea said...

Bas said...@ ჰა? ანუ იძირება ბოგი :D

vasasi said...

Bas: მაგი რომელი მომენტია ტიტანიკიდან, ვერ დავამუღამე და მომკალით.. :)))))

13th Cinnamon said...

ვასასი, აი ეს http://youtu.be/pKsqL71kIl4 :)

vasasi said...

მა გათახსირებულები მაგენი!..

ჰა, აღიარეთ,ახლა,რომ კამერუნი უფრო ნიჭიერია.. :როლლ:

Michael said...

რატომ არის კლიპში "საქართველოს ბანკი" თოვლის ბაბუ, "რესპუბლიკას", "TBC"-სა და "ლიბერთი ბანკის" სნეგუროჩქები და რატომ არა პირიქით? ქალი ხომ, როგორც წესი, მაცდური არსებაა..

ბოლო სცენა სცემს პასუხს ამ კითხვაზე
ანუ საქართველოს ბანკი უშვრება დანარჩენ ბანკებს ესაა იდეა :D :D :D loooooool

vasasi said...

hoda, verafers ityvi, misha: kreativizmis zeimia..
magas edzgvneba es posti mtlianad..

gurjul gagebas, anu..:))

Anonymous said...

კლიპები სადაც კონკურენტის შეურაწყოფაა ისჯება, მაგრამ აქ სადაო რამდენადაა შეურაწყოფა სხვა ბანკები, თან ამაზე დავა არა მარტო საქართველოშია, აგრესიულ რეკლამას სხვაგანაც მიმართვენ, კერძოდ ასე ფერეით, მაგრამ ვერ დაისჯებიან რადგან ფერიზე ვერ იტყვი ჩემიაო, ანუ მაყურებელი ხვდება, მაგრამ კონკურენტი თავისი ფერის გამოყენებას სხვას ვერ აუკრძალავს,ფერზე არ აქვს საავტორო უფლებაა:)))) აი ლოგო რომ ჩანდეს მაშნ კი და ეგეთი ლოგოთი რეკლამები კოკას და პეპსისაც აქვთ ანუ ესეთი ბრძოაც მოსულა თუ რამე... მე მაინც არ მომწონს... აი კლიპი თავიდა მართლა კაი იყო, ახლაც არაა ძაან ცუდი მგონი,რავი..

Anonymous said...

მაპატიეთ ჩემი წინა კომენტარი საშინლად დავწერე, ბევრი შეცდომაა, იმედია გაიგებთ რა მინდოდა:))))
ხო დავამატებ კრეატიულობა გონია ხალხს სექსი და საერთოდ ყველაზე მეტად ამართლებს ამ თემაზე ნებისმიერი რამ, ხოდა ბანკმაც მოთხოვნას უპასუხა! რეკლამებში რომ ვჭედავთ ისე აშკარაააა

lasharela said...

სხვა კომპანიას რაც შეეხება, მაგაზე მთელი მიმდინარეობაა რეკლამების ვას...

როგორ იღებს ტიპი კოკაკოლას ქილებს, დგება ზედ რომ აპარატში შეუკვეთოს პეპსი, რომლის ღილაკი უფრო ზემოთ არის და ა.შ.

ეგ მოსულია. თან აქ პირდაპირ არაა გამოყენებული, ლოგო და ა.შ.

აქ ირიბი მინიშნებებია. და წითელი შავი კოლგოტკებით - სოსიეტე ჟენერალია.

ლიბერტის ჯერ ვერ აღიქვამენ კონკურენტად :))

vasasi said...

ლაშა, პეპსის ეგ რეკლამა, როგორც ვიცი, სატელევიზიო ეთერით არ გასულა..

David said...

უკვე მერამდენედ მიწევს დაახლოებით ერთნაირი შინაარსის კომენტარის დატოვება... თქვე დალოცვილებო, როცა თემაში გარკვეულები არ ხართ, პოსტში სიტყვების გეგმა ხომ არ გაქვთ შესასრულებელი, მაინც რომ წერთ? აღწერე საკუთარი ემოცია? დასვი წერტილი და გადადი შემდეგ პოსტზე. რატომ იპოზიციონირებ თავს ფსევდოექსპერტად და რატომ იგდებ თავს სასაცილო მდგომარეობაში? WTF :D

კონკრეტიკა:

1. როცა რეკლამაში არის კონკურენტი ბრენდი, მას ეწოდება შედარებითი. ასეთი ტიპის რეკლამა ნებადართულია ამერიკაში. ამიტომაც იქ იქმნება Pepsi VS Coke და სხვა ბრენდ–წყვილების შედევრები. ევროპის მრავალ ქვეყანაში, მ.შ. საქართველოშიც შედარებითი რეკლამა არის აკრძალული. ამიტომ, ჩვენთან გამოიყენება კონსტრუქციები "სხვა სარეცხი საშუალებები" და მისთანანი. ხანდახან მარაზმამდეც მიდიოდა ეს, როცა ორ–მოთამაშიან ბაზარზე ჯეოსელი ახსენებდა რეკლამაში "სხვა ოპერატორი". ასეთი ერთია, ასე რომ ამ შემთხვევაში ამ კონსტრუქციის გამოყენება არ შეიძლებოდა, თუმცა შერჩა. რაც შეეხება სბ სანტას რგოლს: ის არის უბრალო საახალწლო ხუმრობა. Just funny ad. არანაირი ბრენდები იქ არ არის. შესაბამისად, იურისტები და "იურისტები" მშვიდად აწყობენ ნაძვისხეს და ჭრიან გოზინაყს – საქმე ამ კლიპიდან მათ არ მოემატებათ :)

2. რეკლამა იქმნება აუდიტორიისთვის. ის, რომ ინტერნეტში და ტელევიზიაში სხვადასხვა აუდიტორიაა და მას განსხვავებული "გემოვნება" აქვს, ამაზე არავინ დავობს. ამიტომ, ინტერნეტში ხდება შედარებით თამამი ვერსიის გაშვება, ხოლო ტელევიზიით – შედარებით დაბალანსებულის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ამას აქვს კონკრეტული მარკეტინგული საფუძველი და სფეროს ოდნავ მცოდნე ხალხისთვისაც კი აქ არანაირი შეკითხვა არ არსებობს.

3. "პლაგიატის" საკითხი. პლაგიატი არის დასჯადი დანაშაული და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დანაშაული, ამის უსაფუძვლო დაბრალებაც დასჯადია. ამიტომ, ყველას ვურჩევ, სანამ ეცდებიან ბანკის დაკავშირებას პლაგიატთან, სარეკლამო რგოლის წარმოების პროცესი ვიკიპედიაში მაინც გადაიმეორონ. ბანკი ღებულობს მზა პროდუქტს, ხოლო პლაგიატი ან "პლაგიატი" შეეხება რეკლამის წარმოების იმ სტადიას, რომელიც მთლიანად სარეკლამო სააგენტოს მხარესაა. ბანკს არ ჰყავს საკუთარი სარეკლამო სააგენტო და არ გააჩნია საშუალება, დატესტოს ამა თუ იმ იდეის აუტენტურობა. შესაბამისად, კრეატივზე სრულად პასუხისმგებელი არის სააგენტო; სბ–ს შემთხვევაში – მეტრო.

David said...

არანაირი სურვილი არ მაქვს მეგობარ ბლოგებზე ვიარო და პროსტინები ვფინო, მაგრამ დაუკვირდით ხოლმე რას წერთ :)

სბ ბოლო დროს აღარ იღებს ისეთ კლიპებს, რომლებიც იქნებოდა შეუმჩნეველი საზოგადოებისთვის ან ვინმეს გულგრილს დატოვებდა. და ეს არ არის მხოლოდ სექსის თემა. მაგალითად, საბავშვო ანაბრის კამპანიისას ძალიან არატრადიციული ხერხი იქნა გამოყენებული და ბედნიერი ბავშვების მაგივრად საბავშვო სახლის აღსაზრდელების ისტორიები გავიდა ეთერში. შესაბამისად, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ რომელიმე სბ–რეკლამას მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურება ექნება. პირიქით, ნეგატივი უფრო მაინტერესებს. მაგრამ – ხარისხიანი ნეგატივი.

სამომავალწლოდ გისურვებდი, რომ ისეთი პოსტები დადებულიყოს, ბრავოს მეტს რომ ვერაფერს მიუწერ კომენტარში :) თუნდაც საკმაოდ მტკივნეული თემის დროს.

Good luck

vasasi said...

:)

ზეწრები..

ინფორმაციული თვალსაზრისით მარტო მესამე საკითხიდან არ ვიცოდი ეს:

"ბანკს არ ჰყავს საკუთარი სარეკლამო სააგენტო და არ გააჩნია საშუალება, დატესტოს ამა თუ იმ იდეის აუტენტურობა. შესაბამისად, კრეატივზე სრულად პასუხისმგებელი არის სააგენტო; სბ–ს შემთხვევაში – მეტრო"..

..და ინფორმაციისთვის მადლობა (ისე, ზოგადად, ხელების შეწმენდაზე დიდად არ ვგიჟდები. თქვენს ადგილას კი რბილ საყვედურს მაინც ვეტყოდი სარეკლამო სააგენტოს..)

რაც შეეხება დანარჩენს, შეგეძლო ერთი დიდი პოსტი დაგეწერა თავისი განმარტებით და მიგეთაგეთ ყველა: გაცილებით მარტივი იქნებოდა და არც დიდ დროს წაიღებდა.. :)

მადლობა კეთილი სურვილებისათვის, შენს შემთხვევაშიც ასე ვისურვებდი.. :)

taa said...

ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, რომ სხვა კომპანიის სიმბოლოების შეურაცხმყოფელი სახით გამოყენება, კანონით ისჯება, თუმცა ვეჭვობ, ზეკრეატიული იდეის ავტორებს ან ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ან კანონებსა და მიღებულ ნორმებს ნიჭისა და გენიის სახელით უგულვებელჰყოფენ..

Martali xar,
ellementaruli etikaa romelic DASACAVIA

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger