Sunday, December 26, 2010

საქართველო ქალის გიგანტური ჰიგიენური საფენის დამზადებას გეგმავს

საქართველო კიდევ ერთხელ აპირებს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას. ახალი იდეის შთაგონების წყარო, "მშვიდობის" ხიდი გახდა.

ტენდერის შედეგების მიხედვით, საფენის პროექტს ესპანელი არქიტექტორები დაამზადებენ.

როგორც აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, თემურ იაკობაშვილი ამბობს, გინესის რეკორდების წიგნში, ახალი რეკორდისთვის, ადგილი უკვე გამოყოფილია.

- ეს სპორტული წარმატებაა და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო კვლავ პირველია ნოვაციებში, - აცხადებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი.

ჯერჯერობით, გაუკრვეველია, თუ ვინ დაამზადებს გიგანტურ შემწოვ ზედაპირს, ტენდერში რუსული და ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ, თუმცა მათ შორის "პროქტერ ენდ გემბელი" არ არის.

- თუ საფენი "ოლვეის ულტრას" დაემსგავსება, საავტორო უფლებების დარღვევისათვის საქართველოს სასამართლოში ვუჩივლებთ, - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

- დიზაინზე "პროქტერ ენდ გემბელი" ექსკლუზივს არ ფლობს, შესაბამისად, საფენი "ბელა სეტას" დაემსგავსება, "მოლფედს" თუ ამ კომპანიის პროდუქციას, მათთვის ხელჩასაჭიდი არ იქნება. თუ საქმე მაინცდამაინც ფრთებშია, ჩვენს საფენს, როგორც რეალისტური მსოფლმხედველობის სიმბოლოს, ფრთები არ ექნება, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში.

გიგანტური საფენის პრეზენტაცია ვარდების რევოლუციის რვა წლის თავზე, 2011 წლის 23 ნოემბერს იგეგმება.

9 comments:

Clown said...

:D

gijmaj said...

ერთი ზესაიდუმლოც უნდა გაგანდოთ. ეგ გიგანტური საფენი იცით ვისთვის მზდდება? ნიუ იორკში რომ დგას გიგანტური დამოუკიდებელი ქალბატონი, ღავისუფლების შუქურა, მას სჭირდება ;)

vasasi said...

დაისვენებს მერე ნიუ -იორკი, მეჩვიდმეტე საუკუნის პარიზივით რომ ყარს.. :დ :დ :დ


კრეატიულები ვართ ქართველები..
თან ქველმოქმედები.. :დ

გიორგი said...

და სად უნდა დადგან ეს საფენი??? თუ პირდაპირ აშუშუში მიაქვთ??? :) ბარემ გამარჯვებული პროექტის განხორციელება პირდაპირ იქ დაიწყონ? :) რავიცი..

vasasi said...

როგორ თუ სად?!

ღირსშესანიშნაობების დასადგმელი ადგილები გამოგველია ბათუმში, ქუთაისსა თუ ანაკლიაში (თბილისი კარგი ჰო, ჯანდაბას.. :)) )?!

Anonymous said...

omg! ur so cute dzetka! :)
es draftebidanaa?!

vasasi said...

კი, დრაფტებიდანაა..

პირველი წინადადების არსს ვერ ჩავწვდი..
კი არა, ვერ გავშიფრე მეორე, მესამე და მეოთხე სიტყვა და ხომ ვერ დამეხმარებოდით?! :)

Anonymous said...

შენ ხარ ძალიან გონებამახვილი, ძეტკა! :D სიტყვასიტყვით, რომ ვთარგმნოთ :)

taa said...

aaa, gij nu - giiijjjj
mevasebi

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger