Tuesday, December 28, 2010

წლის შემაჯამებელი პოსტი

როგორც წესი, ახალი წლის დადგომამდე ბუღალტრები წლიურ ფინანსურ ანგარიშს აკეთებენ, მე გადავწყვიტე, შემაჯამებელი პოსტი დავწერო: რა მოხდა ამ წელს ახალი და საინტერესო.
თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ერთობ საინტერესო წელი მქონდა. ახლა კი საქმეს მივხედოთ:

 იანვარი - უნივერსიტეტში სემესტრული გამოცდებისათვის ვემზადები, ვჭამ ლობიანებს, შემწვარ კარტოფილს, უამრავ ცომეულსა და ტკბილეულს. შესაბამისად, ვარ ფუმფულა, მაგრამ არაბედნიერი: ვეძებ სამსახურს;

თებერვალი - გავაკეთე ჩემი პირველი, ტიპური სატელევიზიო ფორმატის სიუჟეტი. კარგი გამოვიდა, სახალისო. მაგრამ პასუხი კითხვაზე: მერე? არ მაქვს. დავდივარ ინგლისურზე და ვფიქრობ, რა შეიძლება ვქნა?!

მარტი - ცხოვრებაში პირველად დავიწყე დიეტა: ერთბაშად ამოვიღე კვების რაციონიდან ტკბილი, ცომეული და შემწვარი საკვები. მეგონა, გამიჭირდებოდა, მაგრამ
ნურას უკაცრავად. ფეხით დავდივარ ბევრს. დავიწყე დიპლომზე მუშაობაც.

აპრილი - 64-დან 62 გავხდი, მაგრამ ვფიქრობ, სასწორი მატყუებს: შარვალი, რომელშიც ვიჭედებოდი, მძვრება. დავიწყე სტაჟირება "ექსპრესნიუსში", "GARB" -ზე ხელი მაქვს ჩაქნეული. დავდივარ ინგლისურზე და ისტერიულად ვკითხულობ.

მაისი - "GARB"-დან მირეკავენ: რატომ დაგვივიწყე, მოდი, სიუჟეტები გააკეთეო. მივდივარ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი-ორი სიუჟეტი მაინც წამოვიღო, მერე უცებ რამე რომ გამოჩნდეს, საჩვენებლად რომ მქონდეს, თუმცა ორ კვირაში ირკვევა, რომ მუშაობას ვიწყებ.
ბედნიერი ვარ.

ივნისი - ისტერიული ჭამის შემდეგ, ისტერიული უჭმელობა დავიწყე, თუმცა ეს ჩემს ბედნიერებას არ უშლის ხელს. ყველაფერი რიგზეა ყველგან: სამსახურში, ბლოგზე, პირადში.

ივლისი -  ერთი კვირით აღმოვჩნდი საბჭოთა პანსიონატში: გასვლითი ტრენინგის ფარგლებში სასტუმრო საბჭოურად გვკვებავს. ვფიქრობ, რა კარგი არსებები არიან ქართველი ძიუდოისტები. აღმოვაჩინე გიორგი ტუღუში.. ;

აგვისტო - უჭმელობა ისტერიაში გადამდის. იმ დონეზე, რომ წნევა მაქვს 50/30 და ფეხზე ვეღარ ვდგავარ. ამასთან, ერთი კვირა დატვირთული რეჟიმი გვაქვს: სამი კვირის მასალას ვაკეთებთ, შეიძლება ითქვას, ინტერვიუდან ინტერვიუზე ტაქსი და დათო ერთად მიმასვენებენ.
ვერ დავისვენე. გული ძალიან მწყდება.
ბლოგმა პერო გაირჭო - com დომენზე გადავიდა.

სექტემბერი - ჩემს ძმას პირველად ვუყიდე სერიოზული საჩუქარი დაბადების დღეზე. :)

ოქტომბერი - დაბნეული ვარ. ჩემ გარშემო უცნაური სამკუთხედები იქმნება. განსაკუთრებით ის მაბნევს, რომ მე ინტერესი არ მაქვს: ყმაწვილები მხოლოდ მეგობრები არიან. სწერვობა და წაკბენა ხშირდება. მიზეზს გვიან ვხვდები და ბევრი რამ მიტყდება. იმასაც ვაცნობიერებ, რომ პირადი სამსახურებრივში გადამაქვს, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩემს საქმიანობაზე: ეს ყველაზე ნაკლებად მინდა.
ორჰან ფამუქი აღმოვაჩინე - სხვა რომ არა, მარტო ეს მწერალი მეყოფოდა დასაბნევად;

ნოემბერი - ყველაზე მძიმე თვე. პირადი რაღაცებით გამოწვეულ დისკომფორტს ისიც დაემატა, რომ სამსახურში ვერაფერს ვაკეთებ. მიფუჭდება ურთიერთობები ახლო ნაცნობების ნაწილთან. ვუშვებ ბევრ შეცდომას. ისევ ჩაკეტვას ვცდილობ. ამასთან, ინტუიტიურად ვხვდები, როგორ ავიყვანო თავი ხელში.

დეკემბერი - სიტუაციის ნაწილს სრულად ვაკონტროლებ. რაღაცები ლაგდება, თუმცა სიმშვიდე მაქვს დაკარგული და რომ არაფერი შემეშალოს, მომხდარის გაანალიზებისათვის დრო მჭირდება. ვარ ისეთი ადამიანური, როგორც არასდროს. ვგრძნობ, რომ შინაგანად ცარიელი ვარ. ვხვდები, რომ რამდენიმეთვიანი დინების მიყოლა ჩემთვისვეა საზიანო.
თავიდან ბოლომდე შევიცვალე იმიჯი. მომწონს.

ახალი წლიდან ახალ სიცოცხლეს ვიწყებ.

16 comments:

პერწკლი said...

წოწ რა დატვირთული წელი გქონია, like it!
პ.ს. მიკვირს, რანაირად გახსოვცს ასე თვეების მიხედვით :D

სიყვარულოვნა said...

მგონი ეს ყველაზე პირადი პოსტია რაც კი დაგიწერია :))
წარმატებულ 2011–ს გისურვებ ვასასიკო :*

vasasi said...

პერწკლიკო, მეც არ მეგონა, თუ ასე დავიმახსოვრებდი, მაგრამ რომ მივყევი, დავრწმუნდი, რომ არაჩვეულებრივი მეხსიერების პატრონი ვარ.. :)

სიყვარულოვნა: შეიძლება ითქვას, რომ ასეა (თუმცა იმდენი რამ მაქვს პირადი სათქმელი..).. :)

დიდი მადლობა, შენც ასევე გისურვებ.. :*

Katiee.Ge said...

რა უჩვეულოდ პირადული პოსტია, შემაჯამებლად მორიგ კბენა-მწკენებს ველოდი :)))

vasasi said...

:)) არა ეკ, ბოლო პერიოდი მაგის ხალისი არ მაქვს, თან ცხოვრებაში პირადი პოსტი არ დამიწერია მგონია და ახლა ვცადე..

:))

მგონი, მომწონს..

Katiee.Ge said...

ა ხო, რა მინდოდა დამეწერა, ბარემ საჯაროდ დავწერ.

შეცვლილი იმიჯი არ ვიცი გარეგნულსაც ეხება თუ არა, მაგრამ შეჭრილი თმით და გამხდარი ძააალიან მაგრად გამოიყურები :))) კაი გოგო ხარ :*

vasasi said...

ჰო, გარეგნულს ეხება უფრო..
ჩაცმის სტილის შეცვლასაც ვაპირებ სულ.. :))

მადლობა.. :*

Anonymous said...

ანუ თავისუფალი ხარ? (eshmaktvaleba smile)

vasasi said...

კი, თავისუფალი ვარ...

ჯერჯერობით.. (ufro eshmakistvaleba smaili..)

:))

taa said...

ni zdavaisia detka <3

vasasi said...

taa: <3<3<3

knuti said...

<3 კარგია... თუმცა მე ვერ დავწერდი, არც მახსოვს როდის რა ხდებოდა :D

მომავალი წელი უკეთესი იქნება

Natalia said...

რა მაგარია, ასე თვეების მიხედვით რომ გახსოვს. თუმცა, ახლა რომ დავფიქრდი, თავს ძალას თუ დავატან, მეც გავიხსენებ :D
ამ წელს ვერ გნახე პირადად, მაგრამ შემდეგ წელს [როგორ შორეულად ჟღერს, არადა აქვეა :))] აუცილებლად გაგიცნობ! :)

vasasi said...

კნუტ, მეც მაგის მჯერა.. :)

ნატალია, მომავალ წელს აუცილებლად.. :)

Lord Vader said...

ეს ეხლა დაწერე თუ ყოველი თვის ბოლოს ინიშნავდი? :)

vasasi said...

არა, კაცო..

რას ვინიშნავდი.. :)

მახსოვს.. : ))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger