Friday, December 31, 2010

სურვილები მომავალი წლისთვის

 წინა წელს დავწერე პოსტი, რა სურვილების ახდენა მინდოდა მომავალი წლისთვის. პრინციპში, მეორე პუნქტის გარდა, ყველაფერი შესრულდა. ჰოდა, რადგან ბლოგზე გაცხადებული სურვილები ასეთი ნაყოფიერი იყო, ამიტომ, წელსაც დავწერ:

1. მინდა პროფესიულად განვვითარდე, გავიზარდო და წინ ბევრი ნაბიჯით წავიწიო;

2. საზღვარგარეთ მინდა მაგისტრატურის გავლა (უფრო ნასტავლი ქალი ვიქნები, თუ არა და, უცხოეთში სწავლების იმიჯს მაინც დავამსხვრევ);

3. თუ მოხერხდება, ოპერაციის გაკეთებაც მინდა (პროფესიისთვის, თორემ ვინ ოხერი);

4. ჩემი ადამიანები მინდა კარგად იყვნენ;

5. სასურველია, ნოუთბუქიც შემომემატოს (თავს არ ვიგიჟებ, მაგრამ ეგდოს, უარს არ ვარ);

6. პოლ მაკარტნის კონცერტზე იქნებ მოვხვდე სადმე (ოცნებები ასახდენად არსებობსო, ამბობენ);

7. იმ ბიჭზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს (ცოდვა გამხელილი სჯობს);

8. ყველაზე მთავარი: სიმშვიდე მინდა.
(რა მოხდება ბედნიერიც რომ ვიყო? :თავხედი:)

არარეალური სურვილები ნამდვილად არ არის. წესით, ყველა ახდენას ექვემდებარება. რატომღაც ვგრძნობ, რომ მომავალი წელი ბევრად საინტერესო იქნება წლევანდელზე..
სხვათაშორის, არაჩვეულებრივი 2010 მქონდა.

მადლობა სანტას და პატრულს. გილოცავთ დამდეგს, მრავალს დაესწარით.

14 comments:

გიორგი said...

გისურვებ, რომ ყველა ოცნება აგიხდეს ისე, როგორც შენ გინდა.. :* :)
კარგი და ყოჩაღი გოგო ხარ!..
წარმატებები 2011-წელს!..

vasasi said...

გმადლობ, გიორგი..
შენც ასევე..
ყველა ოცნების ახდენასა და წარმატებებს გისურვებ.. :**

Anonymous said...

გისურვებ ყველა ჩანაფიქრის ასრულებას. სიტკბო და ბედნიერება. :)

NaNaKo™ said...

ძალიან თბილი ბოსტი.. :))

ყველაფერს საუკეთესოს და კარგს გისურვებ, ვასასი.. :* ყველა ოცნების ახდეას პირველ რიგში! :*

წარმატებები!

vasasi said...

გმადლობთ, გმადლობთ..
მე მჯერა ჩემი ოცნებების ახდენის.. :)

თქვენც ასევე.. :*

ნათია said...

6 პუნქტი აგისრულდება თან მგონი შორს წასვლაც არ მოგიწევს :)

კატიე said...

რა ოპერაციას? მე აპენდიციტს ვემტერებეი და ვერ გავიკეთე :D

და მე7 პუნქტში ისევ ქართველიმოდევიდმილიბანდო ტიპია თუ შეიცვალა გემოვნება? :D

ჰექსე said...

ქართველიმოდევიდმილიბანდო ან ჰა ჰა მაქსიმუმ ქართველიმომარკცუკერბერგო ტიპი, უფრო პირველი :)

vasasi said...

ეკ, ცხვირის.. :))

არა, შენ წარმოიდგინე, მილიბენდს არ ჰგავს საერთოდ (არა, შეიძლება ჩამოჰგავს კიდეც, ხასიათის შტრიხებით მაინც.. :D)

ჰექს, წუთური ტიპები არასოდეს მევასებოდა (ნუ, თუ ჩემს სახალხო დამცველს არ ჩავთვლით და კიდევ იმ რამდენიმე ბიჭს (ბედის ირონია არ გინდა?!).. :გივი: )

tamaRa said...

გისურვებ ყველა სურვილის ახდენას და პირველი, მეორე და მერვე ჩემსკენაც გამოუშვით, თუ ხართ ვინმე ამსრულებელი :)

pelagiaa said...

აგისრულდეს ყყველა პუნქტი სრულად და სრულყოფილად და ხარისხიანად!!!!!!!!

vasasi said...

გმადლობთ, ბავშვებო..
თქვენც ასევე...

აქვე ახალ წელს მოგილოცავთ.. :)

taa said...

uxxxxxxx, im bichma damainteresa :)

vasasi said...

taa: კარგი ბიჭია.. ;( ;( ;(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger