Friday, January 15, 2010

Love is All you need..



მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულამდე მთელი ორი თვეა დარჩენილი და ახლა გაგანია იანვარია, ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე.
მიზეზი გახლავთ ჩემი დღიურები, რომლებიც დღეს აღმოვაჩინე ჩემივე უჯრის კუთხეში მიკუნჭულნი. ამ დღიურებს რვა-ათი წლის ასაკში ვწერდი, დამალული კი იმიტომ მქონდა, რომ ჩემი ძმა კითხულობდა და, ბუნებრივია, ეს არ მინდოდა..  
ახლა რომ წავიკითხე, მაგრად ვიხარხარე და ნოსტალგიებიც შემომაწვა. სასაცილო ვარ მაგარი, საკუთარ თავს რომ ვეპრანჭები ჩანაწერებში.
მოკლედ, ეს პოსტი სულაც არ ეხება ჩემს დღიურებს, უბრალოდ, იქ რამდენიმე დღის ჩანაწერი ვიპოვე და მომინდა იმ თემაზე დამეწერა, რომელიც გაზაფხულზე აქტიურდება ხოლმე.
ე.ი. რაც ჩემი თავი მახსოვს ბავშვობაში, სულ შეყვარებული ვიყავი. რა თქმა უნდა, ცალმხრივად (გამწარებული მქონდა ბავშვობა)..    ამოვიჩემებდი ხოლმე ვიღაცას (საოცარია და, უცნაური სახელების მქონე ბიჭები მომწონდა, მერე რომ დავაკვირდი სწორედ იმიტომ, რომ უცნაური სახელები ჰქონდათ) და სანამ სხვა უცნაურსახელიანი ბიჭი არ გამოჩნდებოდა, ის მიყვარდა..  
ჩემი ბაღის ერთი შეყვარებული მახსოვს მრავალთაგან, ძალიან ვეპრანჭებოდი. სახელად მინდია ერქვა და ეს სახელი მომწონდა..    ალბათ, უცნაური სახელი რომ იყო იმიტომ. ყველას ხომ არ ერქვა მინდია..  
ჰო, მერე სკოლაშიც მყავდა შეყვარებული, ჩემი კლასელი მიყვარდა ერთი თუ ორი წელი, თან ეს ბიჭი ჩემს გვერდით იჯდა და, რა თქმა უნდა, უცნაური და გამორჩეული სახელი ერქვა (არ დავასახელებ მაინც  )..
 ახლა რომ მახსენდება, კი არა, რომ ვუყურებ ხოლმე ჩემს კლასელს, მეთქი, სად მქონდა თვალები   (იმედია, არ წაიკითხავს ამ ბლოგს, თორემ ინერვიულებს :ნარცისი: )..

ჰხოდა..
ამ ჩემი კლასელის შემდეგ არავინ შემყვარებია. ერთი მახსოვს, მეცხრე თუ მეათე კლასში ერთი კლასით უფროსი ბიჭი მომწონდა სამი კვირა (ეს არ იყო ცალმხრივი   ) მერე გადამიარა (არადა, ლამაზი თვალები ჰქონდა..   ). ახლა რომ შემთხვევით ვხვდები ქუჩაში, მეცინება მაგრად.. :) ეგ კი არა, ჩემს ძველ სიყვარულებს რომ ვნახულობ, მაგრად მეხარხარება.. :)
შარშან გაზაფხულს კიდევ ერთი ბიჭი მომწონდა..
 ლექტოოორ..  
ჩემი ლექტორი არ ყოფილა. არც ჩემს უნიში ასწავლიდა, სულ სხვაგან იყო, პრინციპში, თხუთმეტი წუთის შემდეგ დავივიწყებდი, მაგრამ რაღაც გარემოებები ერთმანეთს დაემთხვა. მოკლედ, ვირტუალურად ეს ბიჭი მე და ჩემმა მეგობრებმა მაგრად ვანერვიულეთ და რატომ არ ვიცი..
ეჭვი მაქვს, ამ ბლოგს არ წაიკითხავს, მაგრამ მაინც ბოდიშს მოვუხდიდი (არ მომეცა ამის საშუალება და აჰხათ, გამოვჭიმე ბლოგზე).
რა თქმა უნდა, სამი კვირის შემდეგ რომ ვნახე, ჩემს თავს ვუთხარი, ვასასი, ავანტყოფი (და არა ავადმყოფი) ხომ არ ხარ, ეს ვინ არის-მეთქი და გამეცინა.

P.S. დევიდ მილიბენდს ჩამოჰგავდა ცოტა მგონი, ნამდვილად აღარ მახსოვს, როგორი იყო სახეზე ის ლექტორი.
ისე, ამ შემთხვევამ ბევრ რამეს მიმახვედრა. ეჭვი მაქვს, არ გავითვალისწინებ მომავალში, მაგრამ ჩემთვის ჩანიშნული მაქვს ტვინის კუნჭულში და როდესაც საკუთარ თავს ჩემივე ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად დავაბამ სკამზე, აუცილებლად გამოვიყენებ.
ჰხოდა, ეს იყო..
ისე, ამ საკითხს რაღაც უცნაურად ვუყურებ, კი არა, ცინიკურად. ეტყობა, ამიტომაცაა, რომ რამდენი ხანია არავინ შემყვარებია.
რა საჭიროა, ასე გაცილებით კარგად ვგრძნობ თავს..  
P.P.S.  დღეს ჩემმა ერთმა ლექტორმა მითხრა, შენს ბლოგს ვკითხულობ და მაგრად ვხალისობო.. :) და მესიამოვნა, დასამალი აბა რა არის? თუ ამ პოსტსაც წაიკითხავთ, ხელს დაგიქნევთ, ქალბატონო ნინო..  
 
 
Powered by Blogger