Wednesday, January 20, 2010

ტრაგიკომედია

”გარეთ ცივა, ქრის ქარი;
იხვი ვახშმობს მუხებში.
ანაკონდა მიმჯდარა
ბუხრის ახლოს, კუთხეში..” (c) ვასასი

დღეს ნამდვილი ტრაგიკომედია გავათამაშე, რომლის მთავარი მოქმედი გმირები არიან ინკასატორები.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სამი თვეა ჩვენს ოჯახში გაზის ქვითარი არ გვინახავს თვალით. დღეს სახლში რომ მოვედი, ათი წუთის მერე კარზე ისეთი ზარი გაისმა, ვიფიქრე, შემოსევაა.
არ ვაღებდი ჯერ, არავის ველოდებოდი. კარი რომ ჩამოიღეს, ვიფიქრე, იქნებ ვინ არის-მეთქი და გავაღე. რომ ვიკითხე, გაზის ინკასატორები ვართო. მეთქი, ესაა და გვეშველა, ესოდენ ნანატრი ქვითარი მოგვიტანეს. დიდგულზე გავაღე კარი, საყვედურებს ვაპირებდი და აქეთ მომაყარეს. 

რატომ არ იხდითო..

(გაზის გადასახადს!..   )

მეთქი, ავადმყოფები ხომ არ ხართ..

მოკლედ, საკმაოდ სოლიდური დავალიანება აღმოჩნდა. არ გაჭრა მტკიცებამ, რომ ქვითარი ჩვენამდე არ აღწევდა, დალუქეს მრიცხველი, თავაზიანად დამემშვიდობნენ და წავიდნენ.

სახლში ახლა ისე ცივა, როგორც ბლოგის თავში წარმოდგენილ ფოტოსურათში.

ჰოდა, ახლა ისე მრცხვენია, სად დავიმალო არ ვიცი.


 
Powered by Blogger