Friday, February 5, 2010

პრეზენტაცია და მოდილიანი


დღეს გორში ვაპირებდი წასვლას, როდესაც მარიტამ მომწერა, ნათიას ვჭირდებით, ოთხზე რუსთაველის მეტროსთან იყავი და ეკასაც და კიდევ რამდენიმესაც მიწერეო. მე კი მივწერე, მაგრამ ეკას გარდა არავინ მოვიდა და ეს არაჩვეულებრივი სამეული გამოვცხადდით ადგილზე.

მისვლამ ცოტა ადრე მოგვიწია, ათასჯერ ავუარეთ მელიქიშვილზე კაზინო რომ არის, მოდილიანის ნახატებით გადფორმებული და ახლა ზედ იასამნისფერი ბანერი რომაა აფარებული წარწერით: თამაშდება 70 000 ლარი!.    საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ იქ უნდა შევსულიყავით. მეხუთეს მაგივრად მესამეზე მოვკალათდით და ამაოებებზე დავიწყეთ მსჯელობა..
უფრო სწორად, მე ვუსმენდი (სამი დღის დეპრესია მქონდა გამოყოლებული სამსახურთან დაკავშირებით), ეკა და მარიტა მსჯელობდნენ. საბოლოოდ ვერ შევთანხმდით სიკვდილი ახლოსაა თუ შორს, რადგან ნათიამ დაგვირეკა, ამოდითო.
როგორც მესიჯში ამიხსნა მარიტამ, ნათიას პრეზენტაციისათვის რაღაცებში სჭირდებოდა დახმარება, მაგრამ თავი პირდაპირ პრეზენტაციაზე ამოვყავით - ჩემთვის სრულიად მოულოდნელად.  
მოკლედ, სასტუმრო ”საქართველოს” მეხუთე სართულზე დღეს შედგა GARB-ის ანუ, საქართველოს რეგიოანლურ მაუწყებელთა ასოციაციის პრეზენტაცია თავისი ყველაფრით: წარდგენა-ალაფურშეტ-ქართული ტრადიციული სუფრით (ფინალი ხომ ხშირად ასეთია ხოლმე   )... ისე, კარგა ხანს კი შემოვრჩით. ახლა დავბრუნდი სახლში, ავტობუსის შემთხვევაშიც გამიმართლა, 58 ნომერი საუკუნეში ერთხელ დადის და გაჩერებაზე რომ დავდექი, გავარტყი!..  
მე ისევ სიუჟეტზე ვფიქრობ. რამდენიმე თემა მაქვს, სცენარადაც დავწერ, უბრალოდ, ადრესატები არ მყავს. მოკლედ, რამე უნდა მოვიფიქრო სასწრაფოდ.. :)
P.S. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის ყოველთვის ინტერესის საგანი გახლდათ, თუ რატომ იყო კაზინო ”საქართველოს” ფასადზე მოდილიანის ნახატები. როგორც კულუარებიდან მომივიდა ამბავი, შიგნითაც მოდის ნახატებითაა გაფორმებული. ჰოდა, დღეს შანსი მომეცა ეს გამერკვია. მივედი ერთ-ერთ მომსახურე პერსონალთან (ფორმიანთან, აი, სახელი და გვარი რომ ოქროსფერი ფირფიტით აქვთ მიმაგრებული მარცხენა მკერდზე და ისე სანდომიანად გიღიმიან, ლამისაა ოჯახში რომ მოიკითხო ხოლმე.. ) და ვეკითხები, გოგონი, მოდილიანის ნახატებით კაზინო რატომ არის გაფორმებული-მეთქი..
და იმან რაო?..
მე გავუმეორე..
იმან კიდევ ვერ გაიგო.. უფრო სწორად, ის ვერ გაიგო, ვინ იყო მოდილიანი და მე ჯიბრზე არ ავუხსენი.
ჯერ მხრები აიჩეჩა, მერე მეორე თავისნაირ გოგოს დაუძახა და იმას ჰკითხა, რათაო?...
ის მეორე გოგო კარგი გაქექილი იყო ეტყობა, მომიბრუნდა და მეუბნება, დიზაინერმა გადაწყვიტა ასეო..

და, მეთქი აააა.....
მოკლედ, ვეძებ კაზინო ”საქართველოს” დიზაინერს. ერთი კითხვა მაქვს მასთან..
 
Powered by Blogger