Tuesday, July 20, 2010

შემეხე, ჯაბუნა!


მოგეხსენებათ, რომ ყოველ ორშაბათს ისევე, როგორც ყოველ ხუთშაბათს, ერთ-ერთ ყვითელ ჟურნალს ვყიდულობ. ორივე შემთხვევაში მიზეზი, რა თქმა უნდა, წიგნია. მაგრამ ამას წინათ, სამსახურიდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე, ცოტა გავრთობილიყავი და ჟურნალის გარეკანზე ვინც მეცნო (არცთუ ბევრი), მათ ინტერვიუებს გავეცანი.

პირველი ვინც თვალში მომხვდა, ჯაბა ქარსელაძე და ნანკა კალატოზიშვილის ერთობლივი ინტერვიუ იყო. გადავშალე და, ფრიად ვისიამოვნე. ეს პოსტი სწორედ ჩემი ხალისიანი განწყობის თქვენთვის გადმოცემას ეძღვნება. მაშ ასე:

ჟურნალისტი: როგორი წარმოგიდგენიათ ჯაბა სკანდალური გადაცემის წამყვანად?
ჯაბა: ძალიან მინდოდა ”ინტუიციის” წაყვანა, მაგრამ ქასთინგზე არ დამიძახეს. საოცრებებს ვაკეთებდი, ბევრს ვიმაიმუნებდი.
ვასასი: იმედია, ”იმედის” კრეატიული ჯგუფი მოინანიებს ჯაბას წინაშე მსგავს დანაშაულს იმით, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე ამერიკული ტ/კ-საგან ნაყიდი შოუს წამყვანად დანიშნავენ. გადაცემას ერქმევა საოცრად ჭკვიანი მაიმუნები. სწორედ აქ დახარჯავს თავის ინტელექტუალურ პოტენციალს ჯაბა ქარსელაძე.
ჯაბა: გათვალვის არ მეშინია, გიშერი მკიდია გულზე.
ვასასი: ჯაბუნას სტუდენტებო, თქვენს ლექტორს მანამდე ვერაფერს მოსჭამთ, სანამ გულის მარცხენა პარკუჭთან ელეგანტურად მბზინავ გიშერს არ მოპარავთ. მერე მოკვდავი გახდება.
ჯაბა: სხვათაშორის, ძალიან მახვილი ყური მაქვს. შემიძლია, ტელეფონზე ვილაპარაკო და ამის პარალელურად ორი სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკიც მესმოდეს. ჩემი ერთ-ერთი ოცნება საიდუმლო ორგანიზაციაში მუშაობა იყო.
ვასასი: ვაგლახ, რომ ამ ფრაზის მიხედვით, მე და ჯაბას ერთნაირი თვისება და ოცნება გვქონია.. :უსერ:
ჯაბა: თუ ცხოვრებაში სიბინძურეც არ გასინჯე, მარტო კეთილშობილებით ვერაფერს მიაღწევ.
ვასასი: ისეა მიჩვეული მაგის ჭამას, რომ პირიდან ვერ აგდებინებენ. გონებას ხსნის თურმე, ნამეტნავად.
ჟურნალისტი: რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
ჯაბა: ახალი სიმღერა ჩავწერე, ჯექსონიც ხომ გამოვიტირე..
ვასასი: ჯექსონი ყველა ძაღლმა, მამაძაღლმა, ადამიანმა, ქვამ და ბუჩქმა გამოიტირა, მაგრამ ჯაბამ ისე დაიტირა, დაჭედებული რომ არ ყოფილიყო, კუბოდან წამოდგებოდა ის საცოდავი.
ჟურნალისტი: სად აპირებთ დასვენებას?
ნანკა: შარშან აგვისტოში ”ადამ და ევაში” წავიდა.
ჯაბა: საოცარი გეგმა მაქვს. გადავწყვიტე, ათი დღით ბავშვობაში დავბრუნდე და ”დისნეი ლენდში” გემით ვიმოგზაურო. მე მომემსახურებიან დონალდი, მიკი მაუსი და ა.შ. მინდა ბოლომდე განვიტვირთო.
ნანკა: ვგიჟდები ამ ადამიანზე, ”ადამ და ევამ დაგღალა?”
ვასასი ნანკას: არა, ნანკა, უბრალოდ, პედოფილიისკენ აქვს მიდრეკილება. ანდა უკეთესი, ზოოფილიისკენ, ადამიანებმა უკვე გათანგეს..
ჟურნალისტი ნანკას: რა მოგწონთ ჯაბაში?
ნანკა: ბევრ სხვა თვისებასთან ერთად ისიც, რომ ლექტორია.
ვასასი: ქართველებს მოსწონთ ხარისხები: ლექტორი, პრაфესორი, აკადემიკოსი. აქეთ მობრძანდით, პროფესორო, დაბრძანდით.. უი, ჭიკარტია? მომიკვდეს შენი თავი!.

სულ მგონია, რომ ეს ადამიანები ხუმრობენ და სინამდვილეში სხვანაირები არიან, უფრო სერიოზულები. ვფიქრობდი, რომ წლებთან ერთად ტვინიც მოემატებოდათ. ასაკი კი მოემატათ, მაგრამ ტვინი აკლდებათ.
თქვენ რას ფიქრობთ, რა ჰქვია ამათ ინტერვიუებს?
 
Powered by Blogger