Saturday, August 14, 2010

ენრიკემ თავანი ჩააბარა

რას წარმოიდგენდა ხულიოევიჩი, რომ მისი განცხადების შემდეგ, იგლესიასის სალეღვისფოთლე ადგილების ნახვის მწველი სურვილით ანთებული ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებდა?!

                                                         X          X          X

11 ივლისს, სრულიად ესპანეთი, ცხოვრებაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას ზეიმობდა.  ყველა სახლიდან ისმოდა ღრიანცელი და ჭიქების ჭახუნი. მხოლოდ ერთი სახლი მოეცვა მსოფლიო სევდას, საიდანაც, პერიოდულად, ჩხუბის ხმა გამოდიოდა.

- როგორ გაბედე მსგავსი აღთქმის დადება? გინდა, მთელი ქვეყნის სასაცილოდ ამიგდო?

აბობოქრებული ანა დივანის კუთხეში მიკუნჭილი, შეშინებული ენრიკეს წინ ბოლთას სცემდა და შოლტს ჩოგანივით (თუ პირიქით) იქნევდა. 

- არ მეგონა, თუ... - ამოიკნავლა ენრიკემ.

- თუ რა, რა?! ახლა ამის გაკეთებას მოგთხოვენ, ქვეყნის ჟურნალისტები დაგაკვირდებიან და მერე მსოფლიოში გავრცელდება.

- რავა, შე ქალო, დასამალი მაქვს რამე თუ?! - ამაყად იჯგიმება ტემპერამენტიანი ესპანელი, მაგრამ ანას კივილის შემდეგ ისევ იკუნჭება დივანის კუთხეში.

- დასამალი რომ გქონდეს რამე, როგორ გგონია, ამდენი ხანი ლოყაზე ხალის გულისთვის გაგიჩერდებოდი? არ მაინტერესებს, ისეთი რამე მოიფიქრე, რომ შეპირებულიც აასრულო და არც ვინერვიულო, თორემ სულ წავალ!

- შენ გგონია, წყლის თხილამურებზე ტიტლიკანას სეირნობა მეხალისება? - სახე მოეღრიცა ენრიკეს, - გაუხმეთ ფეხები ინიესტათი დაწყებული, კასილასით დამთავრებული სულ ყველას, - მართლა ბრაზდება ენრიკე, - რა ვქნა ახლა, რა წყალში გადავვარდე? ანა, ქალო, მირჩიე რამე!

- სიკვტილის მათრახი! - კივის ანა და საწოლი ოთახიდან მიყოლებით მოფრინავს ენრიკეს წილი ბალიში, ზეწარი და საბანი. 

ნახევარი საათის შემდეგ სახლი მდუმარებამ მოიცვა. ენრიკეს დივანზე სძინავს, ანას - საძინებელში. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მიღმა კი სრულიად ესპანეთი ღრიანცელით აგრძელებს პირველი მსოფლიო თასის აღნიშვნას.


                                                     სამი კვირის შემდეგ:

ენრიკემ და ანამ იფიქრეს, იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ ესპანეთის გმირი ნაკრებისათვის ამ მსხვერპლზე წასვლა ღირდა. 

იგლესიასმა წყლის თხილამურებით ისრიალა. ამ ვიდეოს ამსახველი კადრები კი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ესპანელებსა და ქართველებს საერთო ფესვები გვაქვს.

სკეპტიკოსებს, რომლებიც ამ თეორიას ეჭვით უმზერენ, ვთხოვ, ქვემოთმოყვანილ ვიდეოში იპოვოს 12 განსხვავება ქართველსა და ესპანელს შორის.




 
Powered by Blogger