Sunday, January 9, 2011

ფხანის მადლმა გაგაძლიეროთ

 არ ვიცი, დედამიწის აღწერა როდესმე თუ ჩატარებულა, მაგრამ სადღაც მოვკარი ყური, სამყაროს ცხრა მილიარდამდე ადამიანი ამძიმებსო.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განვითარებადი ქვეყნებისა და აქ მცხოვრები განუვითარებელი საზოგადოებების აზრით, გარკვეული ტიპის ცუდ და კეთილდღეობები უსამართლოდაა გადანაწილებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს: მოდა და ტენდენციები.

ამ საკითხში ჭიპმოჭრილი ადამიანებისგან ხშირად გამიგია, რომ მოდა ნარკოტიკივითაა: გითრევს და გნთქავს, გაშტერებს და დამოკიდებულს გხდის.

ამასთან, თუ მოდური ადამიანი ხარ, ტენდენციებსაც არ ჩამორჩები: თავისუფლად შეგიძლია ბანძი ეძახო იმას, რასაც თხუთმეტი წუთის წინ აღმერთებდი და პირიქით.

ბევრი სიკეთის მიუხედავად მიმაჩნია, რომ მოდას ერთი ნაკლი აქვს: ხელოვნურია. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ აქცენტს მის უკანასკნელ ტენდენციებზე, გავყვირით, რომ ჩვენ მოდურები ვართ, რომ დროს ფეხს ვუწყობთ, რომ.. რომ..

არასოდეს მიყვარდა ტრაფარეტული გამონათქვამები. თუნდაც, ისეთი, როგორიც "ოქროს შუალედია". არადა, ეს რაღაც, როგორ გვაკლია ქართველებს.

გასამართლებელი საბუთი სამხრეთული ტემპერამენტია, რომელიც გენეტიკურად გვერგო:

გვიყვარს - ფანატიკურად;
გვძულს - ორგანულად;
პატივს ვცემთ - მონურად;
უარვყოფთ - ისტერიულად;

მჯერა, რომ ყველა თქვენგანმა იცის როგორ შეიძლება პოპულარობის მოხვეჭა: უნდა ვლანძღოთ და მიწასთან ვასწოროთ ის, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ფასეულია.

რელიგიის თემაზე აპელირება დიდი ხანია დაიწყო, უბრალოდ, ბოლო დროს ისტერიაში გადაიზარდა.

მესმის:  რელიგია ამოუწურავი თემაა. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ დაწერ ერთსა და იმავეს, გამოხმაურება გარანტირებული იქნება: ათასობით ადამიანი დააშეარებს, დაალაიქებს, დაარეკომენდებს, დააკომენტარებს..
ჰოდა, სტატიასაც მოემატება ქულები და ჩვენს რეიტინგსაც. მთავარი, ხომ სწორედ ეს არის?

სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე ბოლო ერთი წლის მანძილზე ეკლესიის, პატრიარქის, მორწმუნე მრევლისა თუ გზასაცდენილი ქრისტეს შვილების შესახებ დაწერილი ათასობით სტატია რა ძირითად მიზანს ისახავს.

როცა მორიგი ანტირელიგიური სტატია ქვეყნდება, მორწმუნენი პირჯვარს იწერენ და შაბათს ეკლესიაში გარბიან: ჯერ სტატიის წაკითხვა უნდა მოინანიონ და მერე ყველა ის ბინძური სიტყვა, რაც კითხვისას მოუვიდათ თავში.

სტატიაზე ფრიად პასუხს რომ გაეცნობიან, ათეისტები, სიბნელეში მყოფთ, განმანათლებლობის არაამქვეყნიური ნათელიდან კოლექტიურად დასცინიან. დასცინიან თითის მიშვერით, ტალახის სროლით, დედის გინებით, მემარცხენე ლიბერალებისა და ავტორიტეტების გავლენით თუ მათ დასანახად.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში ხდება.

ზოგადად, დისკუსიისა და დებატების მომხრე ვარ (ხომ გითხარით, სამხრეთული ტემპერამენტი გენეტიკურია-მეთქი), თუმცა მას შემდეგ, რაც ცოხნის ფონზე იმ სანახაობით დავტკბი, რომელიც ხანგრძლივობის გამო, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა, მარტივი კითხვა გამიჩნდა:

მერე?

პასუხის იმედი დიდად არ მაქვს, რატომღაც მგონია, რომ ეს ყველაფერი გარკვეული ტიპის აგრესიისა და უარყოფითი ემოციების გამოყოფას ემსახურება. ამიტომ, სულ მინდა, ასეთ რადიკალებს მივმართო:

ფანატიკოსებო, თქვენ თქვენი ფანატიკური რწმენის ძალამ, თქვენ კი, ჩემო ძვირფასო ათეისტო, ფსევდოათეისტო თუ უბრალოდ, "ერთიანი ეროვნული ათეიზმით" შეპყრობილო მეგობრებო, გულის, ენის, თავის და სხვა დანარჩენი ორგანოების ფხანის მადლმა გაგაძლიეროთ, თუმცა ორივე მხარეს გახსოვდეთ, რომ ყბადაღებული "ოქროს შუალედი" ორგანულია იმ დასავლეთში მცხოვრები ადამიანებისათვის, რომლისკენაც თავდაუზოგავად ვისწრაფვით.

P.S. ისე, საინტერესოა, რა მოხდებოდა, რადიო "თავისუფლების" რომელიმე ავტორს რომ დაეწერა სტატია სათაურით: "ნუ, ამ ერთხელ, ეკლესიასაც შეეშვით და მორჩა".

9 comments:

mwvanevashli said...

გინება არ მახსივს ათისტების მხრიდან. თანაც თვითონ მაღტლადიდებლები (ოღონდ ისინი, ვინც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკას არ ეთანხმება) საუბრობენ ხოლმე ძირითადად მსგავს საკითხებზე. თუმცა, არც ეს მიმაჩნია გადამეტებულად. საქართველოში მართლა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა რელიგიურმა ფანატიზმაა, ყველაფერს რელიოგიურ-პატრიოტლ ჭრილში განიხილავენ. ნუთუ, შენ ვერ ამჩნევ?

ილო said...

მიზანში მორტყმული სტატიაა! ბრავო!

ჰექსე said...

მაგ კაცის პოსტებს საზოგადოება ისე აღიქვამს როგორც ბიბლიას. ასე რომ კარგია თუ დაწერს :)

mymoone said...

მაგ კაცმა უკვე დაწერა ^^

vasasi said...

mwvanevashli : "საქართველოში მართლა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა რელიგიურმა ფანატიზმაა, ყველაფერს რელიოგიურ-პატრიოტლ ჭრილში განიხილავენ. ნუთუ, შენ ვერ ამჩნევ?"

რატომღაც არ ვფიქრობ, რომ იმ ადამიანს ვგავარ, რაღაცას რომ ვერ ამჩნევს..
კარგად დააკვირდი, ნიკა და აღმოაჩენ, რომ ათეისტები უკეთესად არ იქცევიან ფანატიკოსებზე.

ილო, გმადლობ..

ჰექსე, ეგეც გადაჭარბებულია. თუმცა, ამ შემთხვევაში ნიკო ნერგაძეს არ ვეხები (მისი იმ სტატიის სათაური, მართლაც რომ, შთამბეჭდავი იყო და ამიტომ გამოვიყენე)..


mymoone: დამილინკე აბა, რა დაწერა.. :)

გურამი said...

ეს რაზე ამბობ ვას, ერორმა თქვა რამე?

agata said...

rogorc yoveltvis aqtualur temaze!
kargi postia tamuna, kargad dawerili! :)

undone said...

ის ოთხეული – ზუსტი ქართველური თვისებები!
ვასასური პოსტი იყო! :))

taa said...

thumb up

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger