Wednesday, January 12, 2011

მარკ ცუკერბერგი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზებზე საუბრობს

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" დამაარსებელი, მარკ ცუკერბერგი, მედიასთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც15 მარტს ქსელის დახურვა გადააფიქრებინა.

- ინფორმაციის გავრცელებისთანავე საქართველოდან "ლეიბორისტური პარტიის" იდეოლოგიური მდივანი - კახა ძაგანია დამიკავშირდა. საუბრის დეტალების გახსენება ჩემს ემოციურ ძალებს აღემატება, თუმცა ვადასტურებ, რომ ერთ საათში გადაწყვეტილება შევცვალე, - აცხადებს ცუკერბერგი, რომელიც, ჟურნალისტების თქმით, მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფებოდა.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პარტიის წევრების ქცევისა და ამაყი ღიმილის მიხედვით, ექსპერტ-ანალიტიკოსები და პარაფსიქოლოგიის ქართველი ფუძემდებლები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოსათვის ვირტუალური სიცოცხლის შენარჩუნება, სწორედ ქართველი ლეიბორისტების დამსახურებაა.

ინგლისური გამომცემლობა"Sun"-ის მიერ მოპოვებული მასალის მიხედვით, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ინგლისელი ლეიბორისტების ლიდერი, ედუარდ მილიბენდი მჭმუნვარე ფიქრებს მოუცავს. როგორც "Sun"-ის კორესპონდენტს მილიბენდის მეგობარმა აცნობა, "ლეიბორისტების" ლიდერი "ფეისბუქზე" დალაიქების რეჟიმში მუშაობს.

- ბოლო მონაცემებით, ედმა 5643 კომენატარი და ლინკი დაალაიქა, - ამბობს ანონიმური წყარო, - ამგვარი ქმედებით, ედს სურს მსოფლიოსა და ბრიტანულ საზოგადოებას აჩვენოს, რომ ინგლისელი ლეიბორისტები კვლავ პირველები არიან.

შეგახსენებთ, რომ ბლოგერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" დახურვას 2011 წლის 15 მარტს გეგმავდა.

5 comments:

prodigycow said...

ასეც ვიცოდი,
როდის იყო ლეიბორისტულ პარტიას დაეღალატებინოს თავისი ხალხი

You, Shalva Natelashvili and 2 other people Like this

taa said...

Facebook-is gareshe ra meshveleba :(

taa said...

ui xoo, magari posti iko dzaan
tak derjat

სკეპტი said...

ჰმმ...

vasasi said...

Taa, nateli tvalit shevxedot momavals..:D

me rom gavige,cotaxans ki dameca tavzari,magram mere blogi gamaxsenda da davmshviddi.."D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger