Friday, January 14, 2011

ნაწყვეტი ორი მელომანის საუბრიდან

                                                                              
                                                                                                  ტარიელ ჭანტურია

- ჭრიჭინობელის ხმა მიყვარს!
- ჭრიჭინობელის!. კიდევ რის?
- გლენ მილერის და კიდ ორის
საქსაფონის და გიტარის.

ღიმილი ნანი ბრეგვაძის
და იშხნელების ბოლო დის!
ჯანსუღის შემოძახილმა
სული განდევნა ბოროტი.

ხმა მიყვარს გიას გიტარის!
- გიას გიტარის! კიდევ რის?
- პოლ მაკარტნის და ლენონის,
გლენ მილერის და კიდ ორის...

2 comments:

ჰექსე said...

ვასასი ხომ ხედავ პოეზიაშიც იპოვე შენი ინტერესი :)
მიყვარს ჭანტურია :)

vasasi said...

მეც მიყვარს, ბითლზებზე დაწერილი რამდენიმე ლექსის გამო.. :)

გემოვნებიანი კაცია და თან არაადამიანურ რაღაცებს წერს..
ამიტომ მიყვარს მეც.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger