Monday, January 17, 2011

მეტროფობიით შეპყრობილის ჩანაწერებიდან

"დაჭრილ ირემს ცრემლები სდის
 ნუკრი ცქრიალებს.
რა ვუყოთ, რომ ეს ქვეყანა
ასე ტრიალებს."         
   ჰამლეტი



"არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ".

ვფიქრობ, თუ არა ჰამლეტის პირით მოღაღადე შექსპირი, ვიღაც სხვა მაინც იტყოდა, თუმცა არ ვიცი, ასე გენიალურად რამდენად მოახერხებდა. გამონათქვამი თანაბრად ერგება ყველას და ყველაფერს: მაგიდას, კარადას, დედაკაცს, მამაკაცს.. ასე განსაჯეთ, ძაღლსაც და მამაძაღლსაც კი. .


"ყოფნა-არყოფნა საკითხავი აი, ეს არის." 

დეპრესიული, ცხოვრებაში ხელმოცარული, გაზულუქებული თუ ლუკმა-პურს დანატრებული ხალხისათვის, გამონათქვამი ზედგამოჭრილია. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ცხოვრების არსში ჩაწვდომასა და დედამიწის პულსაციის შეცვლას ცდილობს. თუმცა, საბოლოოდ, ისეთ დასკვნამდე მიდის, რომელიც პიროვნულად ანადგურებს.


"კაცი სხვას კარგად ვერ გაიცნობს, თუ თავის თავსაც არ იცნობს".

 ადამიანებში ხშირად ვცდებით. მერე ვწუწუნებთ. თავი და თავი ის არის, რომ საკუთარ პიროვნებას არ ვიცნობთ. ეს სუფთა ადამიანური მომენტია: გავურბით და უარვყოფთ ყველაფერ ცუდს, რაც ჩვენშია თავმოყრილი. ფრაზა სათქმელად ადვილია, განსახორციელებლად - ძნელი. მსგავსი შინაარსის გამონათქვამი ყველა ჩვენგანს სმენია და არ გვაოცებს. თუმცა ჰამლეტი პრივილეგირებული იმითაა, რომ პირველმა (?) თქვა.


სიმართლე გითხრათ, სანამ წავიკითხავდი, ამ ტრაგედიიდან ჰამლეტის გარდა, ოფელიას შესახებაც მქონდა ინფორმაცია. ბავშვობაში ხშირად ჩამესმოდა ერთგვარი ფრთოსანი ფრაზა:

"წადი, წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია!"

წლების შემდეგ, "ჰამლეტში" ამ მონაკვეთს ვეძებდი.
ვერ ვიპოვე.
იმიტომ, რომ შექსპირს ასე არასოდეს დაუწერია - გალაკტიონმა თქვა:

"ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია,
წადი.. წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე!
დამაშვრალი სული, გული, მონასტერში მოასვენე!
მაშ შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! - ის ცის უარმყოფელია..
წადი, წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია!"

ხმის მიცემა ისევ მიმდინარეობს (იხილეთ ბმული) დღეს კი, ჩვენ მიერ შედგენილი 50 ნაწარმოებიდან, მეხუთე - უილიამ შექსპირის "ჰამლეტი" გამოვიდა.



5 comments:

Rode said...

კარგი იყო :))
ოფელიას ამბავი ;) ესე გვიბნევენ ხოლმე გზაკვალს ;დ

sheila said...

vax, mec momecona naceri, ai, tan opelias da galaktionis aseti mchidro kavshiri ar vicodi, mec shekspiris praza megona eg. da araraoba rom giceriat shend a shekspirs, amascinat vpikrobdi magaze da veraprit mivxvdi ra aris araraoba

სიყვარულოვნა said...

ჰამლეტი <3
არ მაქვს წაკთხული და ერთი სული მაქვს როდის გადავფურცლავ <3

გურამი said...

უი, თანამშრომელმა იყიდა ეს. და რომელიღაც ფრაზა მითხრა და ჰამლეტსისას გავს თქო და მართლა ჰამლეტისა არა ყოფილა? :D

Anonymous said...

Your style is really unique compared to other people I've
read stuff from. Many thanks for posting when you've got the opportunity, Guess I will just bookmark this web site.


My blog post best mens cologne

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger